სილამაზე/ჯანმრთელობა

„სტივ ჯობსმა დააგვიანა ჩემთან მოსვლა“ - ონკოლოგი დევიდ აგუსი Apple-ის დამფუძნებლის შეცდომის, კიბოს მკურნალობის და ასპირინის შესახებ!

fun time

16:00 ოთხ. 24 თებერვალი, 2021 წელი

სტივ ჯობსის ონკოლოგი
დევიდ აგუსი

14
დაკოპირებულია

დევიდ აგუსი - სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე წიგნის ავტორი და სტივ ჯობსის მკურნალი ექიმი, რომელმაც სიცოცხლის 7 წელი აჩუქა გენიოსს, ონკოლოგიის სფეროში ჩატარებული კვლევებისთვის უამრავი ჯილდოს მფლობელია. მისი ხელმძღვანელობიტ მკვლევართა ჯგუფი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის უახლეს გზებს ეძებს. სწორედ აგუსის გუნდს მიმართა სტივ ჯობსმა, როდესაც გაირკვა, რომ მისი დაავადება პროგრესირებდა. დევიდ აგუსი მსოფლიოში ყველაზე მძიმე დაავადების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

დევიდ აგუსი: ჩემთვის ჯანმრთელობა ძალიან პირადი საკითხია. ყველას აქვს შანსი, იცხოვროს ბევრად უფრო ხანგრძლივი და სასიამოვნო ცხოვრებით, ვიდრე ითვლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, თვალი დროულად გავახილოთ. მედიცინა და ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება და ხალხი ამის გათვალისწინებას არ ცდილობს.

თანამედროვე საზოგადოებას აკლია ლიდერები ჯანდაცვის სფეროში. არ არსებობენ გმირები, რომლებიც რევოლუციას მოახდენენ ადამიანის დამოკიდებულებაში საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, ამიტომ ეს თავად უნდა გააკეთოთ. ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე თავისთავად არ მოვა. ჯანმრთელობაზე დღეს და ახლა უნდა დაიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა.

- რას გულისხმობთ „ჯანმრთელობაზე ზრუნვაში“

- ჯანმრთელობა ძალიან გრძელვადიანი ინვესტიციაა და შედეგი სწრაფად არ ჩანს. ბევრი ადამიანისთვის ეს ხელის შემშლელი ფაქტორია - რაღაცის გაკეთება იმისთვის, რომ ეფექტი 20 წლის შემდეგ დაინახო, ნაკლებად გაძლევს მოტივაციას, მაგრამ უნდა შეცვალოთ საკუთარი აზროვნება.

მაგალითად, გადახედეთ სინგაპურს - ადამიანს შეუძლია გააგრძელოს სიგარეტის მოწევა, მაგრამ ფილტვის კიბოს თუ დაუდგინდა, მკურნალობაში 90 000 დოლარის გადახდა მოუწევს;

აშშ-ში არავინ უკრძალავს ადამიანს მოწევას, მაგრამ მისი ჯანმრთელობის დაზღვევა ორჯერ ძვირი ეღირება. ვფიქრობ, დროა გადახედოს დამოკიდებულებას პრევენციისა და პასუხისმგებლობის მიმართ.

1997 წელს, როდესაც ნიუ იორკის უდიდეს კიბოს ცენტრში (Memorial Sloan Kettering Cancer Center) ვმუშაობდი, ჩენთან 25 წლის პაციენტი მოვიდა. მას სათესლე ჯირკვლის კიბო ჰქონდა, რომლის მეტასტაზები თავის ტვინში, ფილტვებსა და ღვიძლში იყო გასული. მას, დაახლოებით, სამი თვის სიცოცხლე რჩებოდა, ქიმიოთერაპიის გაკეთება უკვე გვიანი იყო და ტანჯვის გარდა, არაფერს მოუტანდა. ექიმებმა, უბრალოდ, ურჩიეს, რომ დარჩენილი დრო ოჯახთან ერთად გაეტარებინა, მაგრამ ამ ბიჭმა გაიგო ექსპერიმენტის შესახებ, როდესაც ორი პლატინის ელექტროდისა და ელექტრომაგნიტური გამოსხივებით, ონკოპაციენტებზე პლატინის პრეპარატის მაღალი დოზები გამოიყენეს. ეს ხალგაზრდ, მისი დაჟინებული მოთხოვნით, სამთვიან კლინიკურ კვლევაში ჩავრთეთ და აღმოჩნდა, რომ ძვირფასმა ლითონმა, რომლისგანაც საქორწილო ბეჭდებს ვამზადებთ, კიბოს უჯრედები მოკლა!
კიბოს ექსპერიმენტიდან რამდენიმე თვის შემდეგ ამ ბიჭმა „ტურ დე ფრანსის“ რბოლაში გაიმარჯვა და ის ლეგენდარული ველომრბოლელი ლენს არმსტრონგია.

ფოტოზე: ველომრბოლელი ლენს არმსტრონგი. გადაღებულია 2012 (მარცხნივ) და 2020 (მარჯვნივ) წლებში!

სხეული კიბოს გარედან არ იღებს, სხეული კიბოს თავად აწარმოებს - თუ ონკოლოგიას ამ მხრიდან შევხედავთ, მედიცინაში ახალი პერსპექტივა, ახალი მიმართულება გამოჩნდება. ჩემი, როგორც ექიმის ამოცანა კიბოს განკურნება კი არა (თუმცა ეს უმაღლესი მიზანია), მისი შეცვლაა ისე, რომ ონკოლოგიას წარმოქმნის საშუალება არ ჰქონდეს. ჯერჯერობით ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ გამოჯანმრთელება შეგვიძლია, მაგრამ ჩვენი პაციენტების სიცოცხლის დრო ნამდვილად შეგვიძლია გავზარდოთ.

- თქვენს პაციენტებს შორის იყო სტივ ჯობსი, რომელსაც ყველა შესაძლებლობა ჰქონდა იმ დროისთვის საუკეთესო მკურნალობა მიეღო, მაგრამ ვერ გადაარჩინეთ.

- აქ ორი მნიშვნელოვანი მომენტია:

პირველია პრევენცია, რომელსაც სტივი უარყოფდა.

ასპირინი - ერთ-ერთი უძველესი, იაფი მედიკამენტი, რომელიც ყველა აფთიაქშია. დადასტურებულია, რომ თუ ყოველდღიურად მიიღებთ ასპირინის დაბალ დოზას (75 მგ), კიბოს განვითარების რისკი 30% -ით შემცირდება, ფილტვების, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს რისკი - 46% -ით. ამასთან, პროფილაქტიკა და რეგულარული გამოკვლევები თითქმის ყველას შეუძლია, მიუხედავად ცხოვრების დონისა.

მეორეა - მკურნალობა.

სტივი გვიან მოვიდა ჩემთან. ექიმები, რომლებსაც ადრე მიმართა, შეცდნენ. შედეგად - კიბო მთელს სხეულში გავრცელდა. სტივი კარგად გრძნობდა საკუთარ სხეულს, იცოდა, რა სჭირდებოდა, მაგრამ ის ექიმი არ იყო. კიბოსთან ბრძოლის დასაწყისში მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო - უარი თქვა ოპერაციაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, მისი სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო. და მაინც, ჩვენ მისი სიცოცხლე 7 წლით გავახანგრძლივეთ, რაც ცოტა არაა.

- რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს ყოველდღიურად, კიბოს რისკის შესამცირებლად?

- ცოდნა ძალაა. რაც უფრო მეტი იცით, მით უფრო მეტი დრო და შესაძლებლობა გაქვთ თქვენი სხეულის დასაცავად.

უპირველეს ყოვლისა, თავი დაანებეთ მოწევას. მოწევა ჯერ კიდევ მთავარი რისკის ფაქტორია მთელ მსოფლიოში. ამასთან, პასიური მწწეველობა მოწევაზე არანაკლებ საშიშია.

მეორე - ძალიან მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანია - მუდმივი მოძრაობა. ჩვენი სხეული შექმნილია მოძრაობისთვის. ლიმფურ სისტემას, რომელიც პასუხისმგებელია იმუნიტეტზე, არ აქვს საკუთარი კუნთები, ის მხოლოდ მოძრაობის დროს იწყებს მუშაობას. დადასტურებულია, რომ სიარული მნიშვნელოვნად ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და ონკოლოგიის რისკს. მუშაობის დროს ერთ ადგილზე 40 წუთზე მეტხანს არ გაჩერდეთ. უძრაობის ხანგრძლივი პერიოდები დაავადების ალბათობას ზრდის.

მესამე - დააკვირდით რეჟიმს, როგორც ძილის, ასევე კვების. შეეცადეთ ერთი და იგივე დროს, პატარა ულუფებით მიირთვათ. რეგულარული სამჯერადი კვება და შუალედებში არანაირი „წახემსება“- ეს თქვენი ჯანმრთელობის გასაღებია.

მეოთხე - აუცილებლად ჩაიტარეთ გრიპის აცრა. საქმე ეხება არა ვაქცინაციას, არამედ თავად გრიპს. გრიპის შემდეგ, ათი წლის განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კიბოს რისკის ქვეშ იმყოფებით და ბევრად უფრო დაუცველი ხართ, ვიდრე ისინი, ვისაც გრიპი არ ჰქონდა.
დააკვირდით თქვენს სხეულს და იზრუნეთ მასზე. მოიცილეთ ფეხსაცმელი, რომელიც კანს გიღიზიანებთ - კიბოს პრევენციის ერთ-ერთი გზა არის ანთებითი პროცესის თავიდან აცილება, ამიტომ ზედმეტი ანთებითი პროცესი არაფერში გჭირდებათ.

დალიეთ ასპირინი - ის ხელს უშლის კიბოს ანთებითი პროცესის შემცირებით. თუ ორმოცი წლის ხართ და უკუჩვენებები არ გაქვთ, უნდა მიიღოთ 75 მგ ასპირინი ყოველდღიურად. ჩემთვის ეს ერთ-ერთი ძირითადი წესია.

და ბოლოს - რეგულარულად ჩაიტარეთ გამოკვლევა.

პირადად მე ვცდილობ, რომ დღეში სამჯერ ერთსა და იმავე დროს ვჭამო. საუზმეზე ჩვეულებრივ, კვერცხი და იოგურტი, ლანჩზე - სალათი და ცილები, ვახშმისთვის - თევზი ან ქათამი, საქონლის ხორცი კვირაში ერთხელ. ვცდილობ ერთსა და იმავე დროს დავიძინო და გავიღვიძო. კვირაში რამდენჯერმე ვსვამ ორ-სამ ჭიქა ღვინოს. კვირაში ორჯერ ვთამაშობ ჩოგბურთს, კვირაში ორჯერ იოგას ვაკეთებ - არ მიყვარს, მაგრამ ეფექტურია. ვცდილობ, ოჯახთან ერთად, სახლში ვივახშმო. სახლი ის ადგილია, სადაც ვისვენებ და თავს უკეთ ვგრძნობ.

რაც ყველაზე მთავარია, ყოველთვის ვიტოვებ დროს არაფრის კეთებისთვის. უსაქმურობა უბრალოდ დასვენება არაა. ამ დროს ტვინი ამუშავებს და ითვისებს მიღებულ ინფორმაციას და რეგენერაციის პროცესები იწყება.

ამჟამად, დედამიწაზე სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 75 წელია. მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს შეეძლება სიცოცხლის გახანგრძლივება.

ვინც დღეს 20 წლისაა, ადვილად შეძლებს ასი ან მეტი წელი იცოცხლოს. ჩვენ უკვე ბევრად წინ ვართ ჩვენ კიბოს მკურნალობაში, მნიშვნელოვნად შევამცირეთ გულსისხლძარღვთა დაავადებების რიცხვი. ჩვენ მშვენიერ დროში ვცხოვრობთ, როდესაც მეცნიერება სწრაფად ვითარდება. ახლა ჩვენი საქმეა საკუთარ თავზე ზრუნვა - მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესი და თქვენი სხეულის მოწესრიგება.

- მეცნიერების წინსვლამ და კოსმეტოლოგიის განვითარებამ გამოიწვია ის, რომ სრულიად ახალგაზრდა ბოტოქსის ინექციებს იკეთებენ, მეკრდის იმპლატანტებს იდგამენ..

- ეს სიგიჟეა! ახალგაზრდული იერის ერთადერთი გზა ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ვარჯიშზე და სწორ კვებაზე გადის. რაც შეეხება კავშირს ძაფებსა თუ მკერდის იმპლანტებსა და ონკოლოგიას შორის, სიმართლე გითხრათ, არ ვიცით. ეს საკითხი საფუძვლიანად არის შესწავლილი, მაგრამ შედეგი არ არსებობს. ზოგჯერ 10-20 წელი სჭირდება ზუსტი პასუხის მიღებას, ამიტომ ტყუილად ნუ გარისკავთ და საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს ნუ ჩაატარებთ.
სიმართლე გითხრათ, მე ხმას მივცემდი, რომ ზოგიერთი რამ საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს, მაგრამ როდესაც საქმე უზარმაზარ მოგებას ეხება, ონკოლოგებს არაფერს ეკითხებიან.

ჩვენ ვაკვირდებით რა მოიფიქრა ბუნებამ, ევოლუციამ, რათა ზოგიერთი სახეობა გარკვეული დაავადებებისგან დაეცვა. მაგალითად, იცით თუ არა, რომ სპილოებს არ აქვთ კიბო?

ადამიანს ევოლუცია კიბოსგან, დაახლოებით, რეპროდუქციული პერიოდის ბოლომდე იცავს - როდესაც შთამომავლობის გაგრძელება აღარ შეგიძლია, ბუნებისთვის საინტერესო აღარ ხარ და ონკოლოგიის განვითარების რისკი იზრდება. სპილოებს კი ევოლუცია სიბერემდე იცავს. ჩვენ გვაქვს TP53 გენი, რომელიც ანტიანოკოგენს წარმოადგენს. სპილოს ასეთი 20 გენი აქვს. ევოლუცია ირჩევს და იცავს მათ, ვისაც ჯანმრთელი შთამომავლობის მოცემა შეუძლია და არა მათ, ვინც დიდხანს ცოცხლობს. ხალხს ორივე სურს და სწორედ ამიტომ გამოვიგონეთ ანტიბიოტიკები და ვაქცინაციები, ვისწავლეთ ოპერაციების ჩატარება და გენების გაგება. ჩვენ გვესმის, როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული ევოლუციური პროცესები.

მჯერა, რომ ერთ დღეს კიბო ისეთივე კონტროლირებადი გახდება, როგორც ართრიტი ან პირველი ტიპის დიაბეტი, რომლითაც ადამიანებს შეუძლიათ ათწლეულები იცხოვრონ.

ჩემი, როგორც ექიმის, ონკოლოგის ამოცანაა, ვაჩვენოთ ხალხს, თუ სად მიდის ესა თუ ის არჩევანი და არა ის, რომ მივუთითოთ, რა აირჩიონ. არჩევანი კი მათი გასაკეთებელია.

ფოტოზე: ონკოლოგი დევიდ აგუსი

წყარო: www.forbes.ru


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის