თემატური ჰოროსკოპი

მძღოლების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

fun time

16:00 ხუთ. 15 ივლისი, 2021 წელი

მძღოლი და ზოდიაქოს ნიშანი

14
დაკოპირებულია

ეს ძალიან საინტერესო დასკვნა ავსტრალიური სადაზღვევო კომპანია Suncorp Metway-ის ანგარიშს ეყრდნობა, რომელშიც 160 000 ავტოსაგზაო შემთხვევა იყო აღრიცხული.

12. ტყუპები

ზოდიაქოს ნიშნებში ყველაზე ცუდი მძღოლების სახელი ტყუპებს ერგოთ. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ საჭესთან ჯდომისას ისინი ტელეფონზე საუბარს, უჯრის ქექვასა და ფეხით მოსიაულეების თვალიერებას ასწრებენ.

11. კურო

კუროებს მუდმივად საკუთარი კომფორტი აღელვებთ. შესაბამისად, საჭესთანაც ამას ფიქრობენ: არ მშია, ტემპერატურა ავტომობილში ნორმალურია, ხმაური თითქმის არ ისმის, ავზიც სავსეა... ავტომობილის სალონის გარეთ მოვლენები კი მათთვის მეორე პლანზე გადადის.

10. თევზები

ამ ადამიანებს დროდადრო ილუზიების სამყაროში უყვართ ცხოვრება. ამიტომაც საჭესთან ისე იქცევიან, თითოს ღმერთმა მათ სამყაროს მართვა ანდო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თევზებს ჰგონიათ, რომ შეცდომა არასდროს მოუვათ და ყველაფერს სწორად აკეთებენ, რაც უსაფრთხოებაზე უარყოფითად მოქმედებს.

9. ქალწული

ქალწულებს ჰგონიათ, რომ ავტომობილს კი არ მართავენ, არამედ ღონიერ ულაყზე ამხედრებულები ჯირითობენ. ჰოდა, თუ რეალურ სამყაროში თავად არ დაბრუნდებიან, სხვა მძღოლები ხისტად გამოაფხიზლებენ.

8. კირჩხიბი

ეს ერთ-ერთი ყველაზე თავზეხელაღებული მძღოლია. მისი ინსტინქტი იმდენადაა განვითარებული, რომ ყოველი მომენტიდან სარგებლობა უნდათ. მართვის აგრესიული სტილი მათთვის ნორმაა. თუკი შემთხვევით კირჩხიბის სამყაროში შეიჭერით, საპასუხო რეაქცია არ დააყოვნებს.

7. მერწყული

მერწყულისთვის შუქნიშნის წითელი ფერი იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი - დამუხრუჭების მოთხოვნა მერწყულის პროვოცირებას იწვევს. მერწყულები საკუთარ თავში მუდმივად ებრძვიან სიჩქარის სურვილს. გზაზე ისინი ჯიუტები არიან და სხვა მძღოლებს არაფრად აგდებენ.

6. ვერძი

სიჩქარის მოყვარულთა შორის მხოლოდ ვერძმა იცის, როგორ მოიქცეს. ის ექსტრემის გამო თავს არ დაიღუპავს და საშიშ ვითარებას იშვიათად შექმნის. თუმცა საჭესთან ლაპარაკის სიყვარულს ვერაფერს უხერხებს.

5. ლომი

ლომები მხოლოდ პირდაპირ მოძრაობენ. სწორედ ამიტომ მათ მხოლოდ მარშრუტის ბოლო პუნქტი აინტერესებთ და არა - თავად გზა. ანუ საგზაო მოძრაობის წესები მათთვის არ დაწერილა. თუმცა ერთი კია - ლომებს იმდენად უყვართ თავი, რომ საჭესთან იშვიათად რისკავენ.

4. სასწორი

სასწორი ძალიან დაკვირვებული მძღოლია. ის ყველა დეტალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და გზაზე ზედმეტად აკურატულია. ის ნებისმიერ ვითარებაში დამუხრუჭებას ამჯობინებს. საგზაო შემთხვევისას კი ერთდროულად რამდენიმე წესს იცავს.

3. მშვილდოსანი

ბუნებამ ისინი დროსა და სივრცეში ორიენტირების უნარით დააჯილდოვა. ამიტომაც ავტოავარიები მათ იშვიათად მოსდით. შეგიძლიათ, ამას გამართლება ანდა ინტუიცია დაარქვათ. მშვილდოსნებს ყოველთვის შეუძლიათ, საკუთარ შინაგან ხმას ენდონ.

2. მორიელი

საჭესთან კონცენტრაციის უნარში მორიელებს ვერავინ შეედრება. ამას გარდა, ისინი ხშირად სხვა მძღოლების რეაქციებსაც ამოიცნობენ. მორიელები სხვა ადამიანების ენერგიის მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან, რაც მათ საგზაო ვითარების უკეთ გააზრების საშუალებას აძლევს, ეს კი მათ თითქმის იდეალურ მძღოლებად აქცევს.

1. თხის რქა

მათ სიფრთხილესა და მოთმინებაზე ლეგენდები დადის. ცივი გონების და ანგარიშიანობის წყალობით, უსაფრთხოდ მგზავრობენ და სხვა მძღოლებსაც არ აღიზიანებენ. სწორედ ამიტომ თხის რქებს დამსახურებულად ეკუთვნით ამ რეიტინგში პირველობა!

🔰🔰🔰:

მომდევნო 10 წლის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ზოდიაქოს მიხედვით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024