თემატური ჰოროსკოპი

მერკანტილური ჰოროსკოპი - ვის გვერდით გამდიდრდებით?

fun time

14:00 სამ. 8 ივნისი, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები და ფული

14
დაკოპირებულია

ასტროლოგთა მტკიცებით, ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მხოლოდ სასიყვარულო თავსებადობას, არამედ ვარსკვლავების ფულთან დამოკიდებულებასაც. გნებავთ გამდიდრება? მაშინ პარტნიორი მერკანტილური ჰოროსკოპით შეარჩიეთ.

ვერძი

ვერძი ჰაერის სტიქიის ნიშნებთან ახლოს უნდა იყოს, განსაკუთრებით კი მერწყულთან. ეს მათთვის იდეალური წყვილია. სასწორსაც შეუძლია ფულადი წარმატების მოტანა. სამაგიეროდ მორიელებს უნდა ერიდოთ, ისინი ყველაფერს ქარს გაატანენ.

კურო

კუროებისთვის სასარგებლოა მერწყულებთან და მორიელებთან კავშირი. ეს მათ არნახულ ფინანსურ წარმატებას უქადის. არ იქნება ცუდი, ასევე, ცეცხლის ნიშნებთან (ლომი, მშვილდოსანი, ვერძი) კავშირიც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კუროებს ნერვების მოშლა გარანტირებული ექნებათ.

ტყუპები

ტყუპებს ფულის შოვნა ლომთან ერთად შეუძლიათ, მათთვის ლომი ნამდვილი ფულის მაგნიტია. თხის რქა, კურო და ქალწული მშვილდოსნის გვერდით თავადაც კარგად შოულობენ ფულს, მაგრამ პარტნიორ-ტყუპებს ვერაფრით ეხმარებიან. მორიელებს კი საერთოდ ტყუპების გაკოტრება შეუძლიათ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს გასამდიდრებლად ლომთან, ვერძთან ან მშვილდოსანთან კავშირი ესაჭიროებათ. კუროს ვარიანტიც გამოდგება, ისინი თვითონაც იშოვიან ფულს და კირჩხიბსაც აშოვნინებენ.

ლომი

ლომი ტყუპებთან წყვილში გამდიდრდება. ეს წყვილი, უბრალოდ, ძალიან იღბლიანია ფინანსებში. ერთად ისინი ძალიან მალე გამდიდრდებიან. ლომს ბედნიერი და მდიდარი ცხოვრებისთვის, ასევე, გამოადგებიან სასწორი, მერწყული, თხის რქა, ქალწული და კურო. სამაგიეროდ უნდა ერიდოს მორიელს, მისი სიახლოვე ფულად იღბალს დააფრთხობს.

ქალწული

ქალწულებს მორიელის მხარდაჭერა სჭირდებათ. თუკი ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის მორიელი მთლიანად არათავსებადია ფულად საკითხებში, ამ შემთხვევაში ის კაპიტნის როლს თამაშობს. მორიელები ქალწულებს განვითარების გზების მოძიებაში დაეხმარებიან. თავიანთი ინტუიციით ისინი ქალწულებს სწრაფი გამდიდრების შესაძლებლობებს დაანახვებენ.

სასწორი

სასწორს ბიზნესში იღბალი თითქმის ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მოაქვს. მათ თავიანთი მეორე ნახევრებისთვის ფულის მოზიდვა შეუძლიათ, მაგრამ თავად თეთრის გარეშე რჩებიან. ერთადერთი, ვისაც ამ ნიშნის დახმარება შეუძლია, ეს მშვილდოსანია. თუკი ისინი სასიყვარულო კავშირში გაერთიანდებიან, მაშინ მათ ფინანსური წარმატება ელოდებათ.

მორიელი

მორიელებთან საქმე შედარებით რთულადაა: ისინი ბევრი ნიშნისთვის მახეს წარმოადგენენ. მორიელი ვერ გააკოტრებს მხოლოდ თხის რქას, კუროსა და ქალწულს. თუკი მორიელს პირადად სურს გამდიდრება, მაშინ მან თავისი ბედი ლომს, ვერძს ან მშვილდოსანს უნდა დაუკავშიროს. მაგრამ ამ შემთხვევაში მორიელს თავად მოუწევს ოჯახის შენახვაზე ზრუნვა, ვინაიდან ეს ნიშნები მასთან ერთად ბევრს ვერ იშოვიან.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს მერწყულთან და სასწორთან გაუმართლებს. თუკი მშვილდოსანი ამ ნიშნებიდან ერთ-ერთთან ოჯახს შექმნის, მაშინ მას მდიდარი მომავალი გარანტირებული აქვს. თუკი თავად ისურვებენ ფულის მაგნიტის როლის შესრულებას, მაშინ ცხოვრების თანამგზავრად თხის რქა, ქალწული ან კურო უნდა აირჩიონ. ეს ნიშნები მშვილდოსნის იღბლიანობის წყალობით ფინანსურ წარმატებას მიაღწევენ.

თხის რქა

თხის რქა ისეთი ნიშანია, რომლის ფინანსურ წარმატებაზე გავლენას ვერცერთი ნიშანი ვერ მოახდენს. რაც შეეხება ფულად საკითხში თავსებადობას, მშვილდოსანთან, ვერძთან ან ლომთან კავშირში მათ გარანტირებულად სტაბილური მოგება ექნებათ.

მერწყული

მერწყულს ქორწინება ცეცხლის სტიქიის ნიშნებთან ურჩევნია: მშვილდოსანთან, ვერძთან და ლომთან. ფულად წარმატებას მოუტანთ, ასევე, სასწორი და კურო. აი, მორიელს კი უნდა ერიდოთ - ფინანსური საქმეები უკან-უკან წაგივათ.

თევზები

თევზებს მუდმივად ვისიმე მხარდაჭერა ესაჭიროებათ, მათ შორის, ფინანსურ საკითხებშიც. მათი დახმარება შეუძლიათ თხის რქას, ქალწულს ან კუროს. თუკი თევზებს დამოუკიდებლად სურთ წარმატების მიღწევა, მაშინ მათ გვერდით ვერძი სჭირდებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024

ნუმეროლოგია: რა რიცხვში იბადებიან ი...

ნუმეროლოგია: რა რიცხვში
იბადებიან იღბლიანი
ადამიანები?

რას არ გაპატიებთ ზოდიაქოს თითოეული...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება