თემატური ჰოროსკოპი

რა ციფრით მთავრდება თქვენი დაბადების წელი? - ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

fun time

16:00 სამ. 13 ივლისი, 2021 წელი

თქვენი დაბადების წლის
ბოლო ციფრი

14
დაკოპირებულია

ნუმეროლოგია იმ მეცნიერებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ადამიანისა და მისი ხასიათის შესახებ ბევრის თქმა შეუძლია. ნუმეროლოგიისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია - როგორც დაბადების თარიღი და ზუსტი დრო, ასევე ცალკეული რიცხვები. მაგალითად: დაბადების დღე, წელი და საათი. სხვათა შორის, ნუმეროლოგია განსაკუთრებულ მნიშვნელობას დაბადების წლის ბოლო ციფრს ანიჭებს.

 

მიწის სტიქია (8, 9)


მიწის სტიქიის ნიშნით დაბადებულები საოცარი შესაძლებლობებით არიან დაჯილდოებულნი. ისინი პასუხისმგებლობის მქონე, ყურადღებიანი და მეგობრული ადამიანები არიან. ისინი ურთიერთობს აფასებენ. მშობლებს და მეგობრებს უყურადღებოდ არასდროს ტოვებენ. დედამიწის ძალამ ეს ადამიანები იშვიათი ინტუიციით დააჯილდოვა, რაც რთულ სიტუაციებში ეხმარება.

ამ დაბადებულ ადამიანებს კარგად განვითარებული ტაქტის გრძნობა აქვთ. ისინი დისციპლინირებულნი არიან, ემოციებს შესანიშნავად აკონტროლებენ, ასჯერ ზომავენ და ერთხელ ჭრიან.

ეს ადამიანები გუნდის საუკეთესო წევრები არიან. მათთვის სიძუნწე სრულიად უცნობია და შესანიშნავად იციან, როგორ დახარჯონ ფული. მიწის სტიქიის ადამიანებში ხშირად გვხვდებიან კონსერვატორები. ისინი ყველაფრის გაკონტროლებას ცდილობენ და შეუცნობლის ეშინიათ.

ცეცხლის სტიქია (6, 7)


ისინი აქტიური ადამიანები არიან. სახლში მშვიდად ჯდომა არ შეუძლიათ, მუდმივად რაღაცას აკეთებენ, თავგადასავლებს ეძებენ, არაფრისგან პრობლემებს ქმნიან. „ცეცხლოვანი ადამიანები“ ლიდერებად იბადებიან და ადამიანების დიდ მასებს ადვილად მართავენ. მათ კონკურენციის არ ეშინიათ, პირიქით, უყვართ და პროგრესის მთავარ მამოძრავებელ ძალად მიიჩნევენ.

„ცეცხლოვანი ადამიანები“ აზარტულები არიან და გამარჯვების წყურვილი ამოძრავებთ. ფაქტობრივად, ამისთვის ცხოვრობენ. თუ მიზანი დაისახეს, მის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევენ.

ეს ადამიანები მარტოობას ვერ იტანენ. მათ გარშემო უამრავი ნაცნობი და მეგობარი ტრიალებს, თუმცა დაახლოების უფლებას მხოლოდ სანდო ადამიანებს აძლევენ. „ცეცხლოვანი ადამიანები“ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევიან, რაც შეიძლება აგრესიაში გადაიზარდოს. სამწუხაროდ, ემოციების გავლენით უამრავ შეცდომას უშვებენ, რომელთა გამოსწორება გარშემომყოფებს უწევთ.

ხის სტიქია (4, 5)


ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები იშვიათი გულუხვობითა და სულგრძელობით გამოირჩევიან. მყარი ცხოვრებისეული პოზიცია აქვთ და შესანიშნავად აზროვნებენ. ადამიანების დარწმუნების საოცარი ნიჭი აქვთ, მაგრამ ამას ანგარებიანი მიზნებისთვის არასოდეს გამოიყენებენ.

ხის სტიქიის ადამიანები ხშირად შემოქმედები არიან. გამძლეობა, შრომისმოყვარეობა და ერთგულება მათ ნებისმიერ საქმეში წარმატების მიღწევაში ეხმარება. ასეთი ადამიანებისთვის, როგორც წესი, უცხოა ანგარება და კმაყოფილდებიან იმას, რასაც პატიოსანი შრომით მიაღწიეს.

ერთგული მეგობრები არიან და შეგიძლიათ, თამამად ენდოთ. ამ ადამიანებს როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური მუშაობა ეხერხებათ. მათ უყვართ თავისუფლება და დამოუკიდებლობა და არავის მისცემენ უფლებას, მათზე იუფროსოს.

„ხის სტიქიის“ ნიშნით დაბადებული ადამიანები გამორჩეულად შრომისმოყვარენი არიან. ცდილობენ იმაზე მეტ სამუშაოს გაუმკლავდნენ, ვიდრე შეუძლიათ. ამის გამო, ზოგჯერ მათი რეპუტაცია და ჯანმრთელობა ზარალდება. გამოსავალი დაძაბული მუშაობისა და სრულფასოვანი დასვენების მონაცვლეობაა, რაც ასეთ ადამიანებს ქრონიკული დაღლილობისა და გამოფიტვისგან დაიცავს.

წყლის სტიქია (2, 3)


„წყლის ადამიანები“ ემოციურობით გამოირჩევიან. ისინი გრძნობებს ყოველთვის გულწრფელად გამოხატავენ და იმასაც პატიოსნად აღიარებენ, როდესაც არაფერს განიცდიან. ეს ადამიანები ძალიან მოქნილები არიან, ადვილად ეგუებიან ცვლილებებს და ამ სიტუაციით ხშირად სარგებლობენ. მათ მდიდარი ფანტაზია აქვთ, რაც ხშირად მომავალი პროფესიის არჩევაში ეხმარებათ, ამიტომ მათ შორის არიან მწერლები, ფილოსოფოსები, მხატვრები, რეჟისორები ...

წყლის ელემენტმა ეს ხალხი იშვიათი გამჭრიახობით დააჯილდოვა. ამის წყალობით, ისინი ადვილად ამყარებენ ურთიერთობას ყველაზე კარჩაკეტილ პირებთანაც კი. დიპლომატიური უნარები მათ ხშირად კონფლიქტების მოგვარებაში ეხმარება. წყლის სტიქიის ადამიანები თუნდაც ყველაზე რთული და გადაუჭრელი პრობლემებიდან მარტივი გამოსავლის პოვნას ახერხებენ. რაც შეეხება უარყოფით თვისებებს, ისინი ხშირად ადამიანებით მანიპულირებენ. გარშემო მყოფ ადამიანებს ამ ნიშანთან ურთიერთობის დროს პრინციპულობის გამოჩენას ვურჩევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამ ნიჭიერი ფსიქოლოგების მძევლები აღმოჩნდნენ.

ლითონის სტიქია (0, 1)


„ლითონის ადამიანები“ მტკიცე ხასიათითა და შეუპოვარი ბუნებით გამოირჩევიან. ემოციებს ნაკლებად გამოხატავენ. მათთვის დამახასიათებელია თავშეკავებული, დიპლომატიური ღიმილი. ამის მიუხედავად, ძალიან მეგობრულები და ტაქტიანები არიან და ცდილობენ, დაეხმარონ ყველას, ვისაც ეს ესაჭიროება.

ეს ადამიანები ურთიერთობებში ყველაზე მეტად პატივისცემასა და წონასწორობას აფასებენ. ისინი ფინანსურ დამოუკიდებლობას ადრეულ ასაკში აღწევენ და ხშირად სიმდიდრისა და ფუფუნებისკენ ისწრაფვიან. ლითონის სტიქიამ ამ ადამიანებს თავდაჯერებულობა მიანიჭა, ამიტომ ისინი უკან არასდროს იხევენ და საკუთარ მიზნებზე უარს არასდროს ამბობენ. „ლითონის ადამიანებს“ სხვების აზრი ნაკლებად აინტერესებთ, ამიტომ ისინი ხშირად არ მოსწონთ.

ყველა დადებითი თვისების მიუხედავად, ამ ადამიანებს ბნელი მხარეც აქვთ - ზედმეტად ცივები და თავშეკავებულები არიან, რაც ბევრს აშინებს. გარდა ამისა, ფუფუნებისკენ მიდრეკილება მათ ზოგჯერ უსარგებლო ნივთების შეძენისკენ უბიძგებს.

🔰🔰🔰:

გამოთვალეთ და გაიგეთ, რას ამბობს თქვენი ბედის რიცხვი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024

ნუმეროლოგია: რა რიცხვში იბადებიან ი...

ნუმეროლოგია: რა რიცხვში
იბადებიან იღბლიანი
ადამიანები?