იცით თუ არა

რას ნიშნავს ძაფი მაჯაზე?

fun time

16:00 შაბ. 4 სექტემბერი, 2021 წელი

რას ნიშნავს ძაფი მაჯაზე?

14
დაკოპირებულია

მაჯაზე შებმული ძაფის ენერგიის ბევრს სჯერა. მაინც, რას ნიშნავს ეს და აქვს თუ არა ძაფის ფერს მნიშვნელობა?

ამბობენ, რომ მაჯაზე შებმულ წითელ ძაფს იღბალი მოაქვს.

მაგრამ სხვა ფერებიც არსებობენ, რომლებიც ბარაქა მოაქვს ანდა კეთილად ზემოქმედებს მოვლენებზე.

ცხოვრების ყოველი შემთხვევისთვის 7 ფერის ძაფია საჭირო:

მწვანე ძაფი

სწორედ მწვანე ძაფია ყველაზე მეტად დამცავი. ის ყოველგვარ წამოწყებაში გვეხმარება. ის ზრდას, წარმატებას და აყვავებას უწყობს ხელს.

სალათისფერი მწვანე სიყვარულს გვაზიარებს და სურვილს გვისრულებს.

მუქ მწვანე ძაფს მნიშვნელოვანი შეხვედრისას იკეთებენ. ის ამშვიდებს მფლობელს და ადამიანის გარშემო ჰარმონიულ და მშვიდ აურას ქმნის.

ნარინჯისფერი

ეს ძაფი, მართლაც, ყველას უნდა ეკეთოს! მას წარმატება მოაქვს და მფლობელს უარყოფითი ენერგიის ზემოქმედებისგან და დაავადებებისგან იცავს.

ვარდისფერი

თუკი გოგონები პაემანზე მიდიხართ ანდა გულის სწორს სახლში ელოდებით - აუცილებლად შეიბით ვარდისფერი ძაფი. ის ქალურ ენერგიას ზრდის. ჩვ.წ. I საუკუნეში თვით საბის სამეფოს ( თანამედროვე იემენის ტერიტორიაზე) პრინცესა ატარებდა ამგვარ ძაფს მაჯაზე. ის განთქმული იყო თავისი სიბრძნით და არაჩვეულებრივი მომხიბვლელობით.

ყვითელი

ამგვარ ძაფს ძალიან ძლიერი დამცავი თვისებები აქვს. ექსტრასენსებსაც კი ამგვარი უკეთიათ. მათი აზრით, ის შავი მაგიისგანაც კი იცავს და კარიერაში უმაღლეს მწვერვალებზე აჰყავს.

ლურჯი

თუკი ბიზნესში წარმატება გსურთ, კონკურენციასთან გამკლავება და ნამდვილი წარმატების მიღწევა, მაშინ ეს ძაფი თქვენთვისაა.

ლურჯი ძაფი ადამიანებს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს, გეხმარებათ მიზანზე კონცენტრაციაში და წარმატების მიღწევაში.

ცისფერი

თუკი ცხოვრებაში თავგზა აგებნათ და არ იცით, რჩევისთვის ვის მიმართოთ, იისფერი ძაფი შეიბით.

ამგვარი თილისმა სულიერ მასწავლებელს ანდა უბრალოდ კეთილი რჩევის მომცემს, უფროს მეგობარს გაპოვნინებთ, რომელიც ვითარების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

როგორც ხედავთ, ყოველი ფერი სხვადასხვა ენერგიას იზიდავს. ფერების გაერთიანებით თქვენ ცხოვრების აუცილებელ მხარეს გააძლიერებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი