თემატური ჰოროსკოპი

რატომ არის მორიელი ქალი საუკეთესო პარტნიორი

fun time

16:00 შაბ. 27 თებერვალი, 2021 წელი

მორიელი ქალი

14
დაკოპირებულია

მორიელის ზოდიაქოს ნიშანს ორი პლანეტა მართავს - მარსი და პლუტონი.  მარსი  აგრესიისა და ქმედებების პლანეტა, ხოლო პლუტონი - ძალაუფლებისა და ტრანსფორმაციის. ეს პლანეტები მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებზე დიდ გავლენას ახდენენ.

 

მორიელები 23 ოქტომბრიდან 21 ნოემბრამდე დაბადებულები არიან.

ვნება და ქარიზმა მორიელის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებებია, თუმცა ასებობს კიდევ ბევრი რამ, რაც მას შესანიშნავ სასიყვარულო პარტნიორად აქცევს:

გული და გონება - რომანტიკა და გონებამახვილობა

მორიელთან ურთიერთობა მარტივი არ არის. თქვენი კავშირი სავსე იქნება აღმასვლებითა და მიწაზე დანარცხებით. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს ერთდროულად შეუძლია იყოს, თავით ბოლომდე რომანტიკოსი და თან წარმოუდგენლად ჭკვიანი. მას პარტნიორში ინტელექტი იზიდავს, თუმცა მისთვის ესარ კმარა. მას თანამოაზრე და თავგადასავლებზე შეყვარებული კაცი სჭირდება. მის გვერდით სულ ახლის ძიებაში მოგიწევთ ყოფნა.

ერთგულება და გესლი

თუ მორიელთან ურთიერთობის პირველი ეტაპი გადალახეთ, მოემზადეთ მორიელის „შხამის“ დასაგემოვნებლად. მისი უნებლიე ფრაზები თუ ქმედებები ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ და გაფიქრებინებთ - ნუთუ, საერთოდ აქვს გრძნობები ჩემ მიმართ? დიახ, აქვს თან როგორი ძლიერი... მერწმუნეთ, თუ მორიელმა თავის პარტნიორად მიგიღოთ, ის არასდროს გიღალატებთ, მისი გესლი უებარია, სხვაგვარად, უბრალოდ, არ შეუძლია. ის ხომ მორიელია?! მაგრამ თუ მას მოატყუებთ, მოგიწევთ, სხვა პლანეტაზე გადაიხვეწოთ, ის საშიში მტერი და საშინელი შურისმაძიებელია.

ემოციების დამალვა და მესაკუთრეობა

ის ყოველ დილით არ გეტყვით, თუ როგორ ძლიერ უყვარხართ, არც ვრცელ სასიყვარულო წერილებს დაგიწერთ. გრძნობების დამალვა მისი თავდაცვითი მექანიზმია, მაგრამ თუკი ოდნავ იეჭვიანებს, ყველა ემოციას თავზე დაგაფრქვევთ. მორიელი ქალი მესაკუთრეა.

მორიელის იდეალური პარტნიორები:

მორიელები კარგად ეწყობიან წყლის ნიშნებს: თევზებს, კუროებს, კირჩხიბებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024