თემატური ჰოროსკოპი

როგორ განმარტავს სკოლის ნიშნებს ნუმეროლოგია?

fun time

12:00 ხუთ. 5 აგვისტო, 2021 წელი

სკოლის ნიშნები და
ნუმეროლოგია

14
დაკოპირებულია

ვისაც სმენია პითაგორას სწავლებაზე რიცხვების შესახებ, სასკოლო შეფასებების ნამდვილ მნიშვნელობას ადვილად ამოიცნობს. ხშირად მასწავლებლებს მოსწავლისთვის ერთიანის დაწერა ეუხერხულებათ, რაც პითაგორელიზმის გაუცნობიერებელი გამოძახილია. დიდი ფილოსოფოსიც კი ბევრს ფიქრობდა იმაზე, შეეყვანა თუ არა ერთიანი რიცხვების სერიაში, რადგან ღვთაებრივ სამყაროს უკავშირებდა.

1️⃣ - ცნობილია, რომ ერთიანის ოთხიანად გადაკეთება ძალიან ადვილია, რაც ასევე, პითაგორას ფილოსოფიის დახმარებით შეიძლება აიხსნას. არითმეტიკულად, ერთიდან ოთხის მისაღებად, საჭიროა სამის დამატება. სამიანი კი შერიგების რიცხვია - თქვენ ასრულებთ დავალებას და ზავს დებთ მასწავლებელთან.

2️⃣ - გამოცდილი ოროსნები დაგვეთანხმებიან, რომ ორიანი არაპოპულარული და მოუხერხებელია, რადგან უნდა გამოსწორდეს. ეს რიცხვი ორმაგი ბუნების გამო, პითაგორელებსაც არ მოსწონდათ. ის პირდაპირ მიუთითებს წინააღმდეგობასა და კონფლიქტზე - თქვენ ბარიკადების ერთ მხარეს ხართ, ხოლო მეცნიერება მეორე მხარეს დარჩა.

3️⃣ - სამიანს შუალედური პოზიცია უკავია ორიანის აშკარა უვიცობასა და ოთხიანის მტკიცე ცოდნას შორის. ის მასწავლებლის შემრიგებელ პოზიციაზე მიუთითებს - მშვიდობიანად დავშორდეთ და ნუ ვიჩხუბებთ.

თუ რომელიმე საგნის შეფასებებში ორი და ოთხი ჭარბობს, მასწავლებელს შედეგების შეჯამებით შეუძლია საშუალო არითმეტიკული გამოიყვანოს და მშვიდობიანი სამიანი დაგიწეროთ.
ზოგჯერ, სამის გამოსწორებისა და ოთხის მიღებისთვის ღვთაებრივი ალების ჩარევაც საკმარისია: (4 = 3 + 1). მაგრამ ხუთამდე გაზრდისთვის აუცილებელია შინაგანი კონფლიქტის გადალახვა „არ მინდა“-სა და „საჭიროა“-ს შორის (3 + 2 = 5).

4️⃣ ოთხის დაწერით მასწავლებელი გულისხმობს, რომ ძირითად ინფორმაციას დაეუფლეთ. ოთხი ნიშნავს, რომ მასწავლების აზრით, თქვენი რეიტინგი სტაბილურია. ამავე დროს, ეს რიცხვი იმდენად სტაბილურია, რომ მისი შეცვლის სურვილი იშვიათად ჩნდება.

5️⃣ ერთი მხრივ, მასწავლებლისთვის შეიძლება ფსიქოლოგიურად რთული იყოს თქვენში წარჩინებული ადამიანის დანახვა. მეორე მხრივ, მიღწეული შეფასებით თქვენც კმაყოფილი ხართ.

ხუთის მისაღებად ოთხს ერთი უნდა დაამატოთ ანუ იმისათვის, რომ წარჩინებული მოსწავლე გახდეთ, საჭიროა დამატებითი ენერგია. ხუთიანის მიღებით თქვენ რჩეულთა წრეს უერთდებით ანუ, უბრალო მოკვდავის სტატუსს, რომელიც ოთხ სტიქიასა და ქვეყნიერების ოთხ კუთხეში არსებობს, თქვენ ზეციურ (1) პრივილეგიებს ამატებთ, რაც გარშემო მყოფთა მხრიდან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას უზრუნველყოფს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024