თემატური ჰოროსკოპი

როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები პლაჟზე

fun time

12:00 პარ. 16 ივლისი, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები პლაჟზე

14
დაკოპირებულია

ნახეთ, ვინ როგორ ერთობა ზღვის ნაპირზე...

ვერძი

ვერძი ერთ-ერთი აქტიური ნიშანია. ბევრს მოძრაობს და პლაჟზე ახლომახლო მყოფ დამსვენებლებს გამოელაპარაკება. ვერძს მარტივად შეუძლია მეგობრების შეძენა.

კურო

კურო ნაკლებად აქტიურია პლაჟზე. ხშირად შეზლონგზე ძილი ერევა. უყვარს ზღვის ღელვის ყურება დაუსრულებლად და მოუბეზრებლად.

ტყუპები

ტყუპები პლაჟზე სხვადასხვა ხრიკებს იგონებენ. ტყუპი ღრმად ჩაყვინთავს და წყალში შესულ მეგობარს ფეხებზე მოულოდნელად წაავლებს ხელს, თითქოს ზვიგენი ან მედუზა იყოს.

კირჩხიბი

კირჩხიბი პლაჟზე ცდილობს, ყურადღება მიიქციოს. ზღვაში ისე შედის და ამოდის, რომ გარშემომყოფების მზერა მიიპყროს. პირსახოცსაც სექსუალურად შემოიხვევს ხოლმე.

ლომი

ლომი, მზის დიდი სათვალითა და ქოქოსის წვენით ხელში, შეზლონგზე მედიდურად ირუჯება. ლომი დაწმუნებულია თავის გამორჩეულობაში.

ქალწული

ქალწული ყოველთვის ცდილობს, ფორმა შეინარჩუნოს და თავი აკონტროლოს. პლაჟზეც არ მოერიდება ცეკვა ან ვარჯიში.

სასწორი

სასწორი გემოვნებით შერჩეული საცურაო კოსტიუმით უამრავ ფოტოს იღებს, აქტიურობს სოციალურ ქსელებში და დაჩექინებით არის გართული.

მორიელი

მორიელი ფლირტაობს მზის ჩასვლამდე. თუ ფლირტის პროცესმა დიდხანს გასტანა, მთელ ღამეს პლაჟზე ახალგაცნობილთან გაატარებს და ვარსკვლავების ცქერაში დაათენდება.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი თავგამოდებით ცდილობს, სერფინგს დაეუფლოს, თუმცა იმედგაცრუებული, მუდმივად წყალში ვარდება. ბოლოს კი ამ იდეას შეეშვება და ნაყინის საყიდლად გაეშურება.

თხის რქა

მეგობრები თხის რქას კარგად ეთამაშებიან და ამით ხალისობენ. თხის რქას ხშირად ქვიშაში მარხავენ და სასაცილო ფოტოებს უღებენ.

მერწყული

მერწყული პლაჟზე ნიჟარებს და ლამაზ ქვებს აგროვებს, რითაც სამკაულებს აკეთებს და ამ გზით ირთობს თავს. მერწყული ხშირად მეგობრებთან ერთად ისვენებს.

თევზები

ძალიან ადრე დგება და გადის პლაჟზე მზის ამოსვლის საყურებლად. შემდეგ ქვიშაში ჩაფლულ თითებს უამრავს ფოტოს უღებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024

ნუმეროლოგია: რა რიცხვში იბადებიან ი...

ნუმეროლოგია: რა რიცხვში
იბადებიან იღბლიანი
ადამიანები?