თემატური ჰოროსკოპი

როგორ მოვაწონოთ თავი ბიჭს მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

fun time

12:00 ოთხ. 28 აპრილი, 2021 წელი

ზოდიაქო მამაკაცები

14
დაკოპირებულია

თუკი ამ წესებს მოხერხებულად გამოიყენებთ, მიზანს უფრო მალე მიაღწევთ...

 

ვერძი მამაკაცი

აქ დიდი მოხერხებაა საჭირო, ვინაიდან ვერძები იდეალურ გოგოს ეძებენ. გოგო უნდა იყოს თავმდაბალიც და ნებისმიერ გარემოში საუბარიც უნდა შეეძლოს. იმის გარდა, რომ ვერძებს ინტელექტი მოსწონთ, მათთვის გარეგნულ სილამაზესაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

კურო მამაკაცი

კურო პირად თავისუფლებას დიდად აფასებს, ამიტომაც გოგონა ძალიან მომაბეზრებელი არ უნდა იყოს. ბიჭი-კურო ძალიან დიდხანს ათვალიერებს და შემდეგ ირჩევს, ამიტომაც მოთმინებაა საჭირო.
და კიდევ, გოგონას უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა და გართობის უნარი. კუროები გულჩათხრობილნი არიან და ამიტომაც მათ ასალაპარაკებლად დიდი ძალისხმევა, კომფორტული და მყუდრო გარემოა საჭირო. ყველაფერთან ერთად, გოგონა შემართებული და გაბედულიც უნდა იყოს.

ტყუპი მამაკაცი

ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის მნიშვნელოვანია, რომ გოგონა მის გატაცებას იზიარებდეს და ამ საქმეში მისი მოკავშირე იყოს. ბიჭ-ტყუპებს მოსწონთ ჭკვიანი გოგონები, რომლებიც სიახლეების საქმის კურსში არიან და განვითარება სურთ. ამასთანავე, უნდა დაივიწყოთ ეჭვიანობა! ტყუპები ამას ვერ იტანენ. ნუ ეცდებით მის გაკონტროლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს გააფუჭებთ.

კირჩხიბი მამაკაცი

კირჩხიბებს სითბო და ზრუნვა უნდა აგრძნობინოთ. ისინი გულწრფელობას, სიკეთეს, პატიოსნებასა და თვითდაჯერებულობას აფასებენ. კირჩხიბებს სულით ძლიერი გოგონები მოსწონთ, რომლებიც საგმირო საქმეებისკენ უბიძგებენ. ამასთანავე, კირჩხიბზე ზეწოლას არ გირჩევთ - ამით მხოლოდ დააფრთხობთ.

ლომი მამაკაცი

მისი გულის დასაპყრობად საკმარისია, კომპლიმენტებით აავსო, მოიწონოთ მისი იუმორის გრძნობა და აუცილებლად გაიცინოთ მის ხუმრობებზე. ბიჭ-ლომს უყვარს ქება, მაგრამ ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეთ, თორემ მალე მობეზრდება. ეცადეთ, გააოცოთ რამეთი, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ თქვენც პიროვნება ხართ, სხვანაირად ლომს მალე მოსწყინდებით. მაგრამ თუკი შეგიყვარათ, ხელით გატარებთ.

ქალწული მამაკაცი

გახსოვდეთ, რომ მისგან რომანტიკულ პაემნებს არ უნდა ელოდოთ, მაგრამ უბრალოდ ბაღში გასეირნებაც რომ შემოგთავაზოთ, აღფრთოვანებით უნდა მიიღოთ. ბიჭ-ქალწულებს უყვართ, როცა მათ გვერდით გოგონებს კარგად აცვიათ და ლამაზი ვარცხნილობა აქვთ. და კიდევ, იყავით პასუხისმგებელი, გონიერი, წესიერი და, რაც მთავარია, პუნქტუალური!

სასწორი მამაკაცი

ბიჭი-სასწორი დიდხანს ეძებს თავის ერთადერთს. შეიძლება, ერთდროულად რამდენიმე გოგონას ხვდებოდეს, რათა შემდეგ მათგან აარჩიოს. სწორედ ამ დროს გაქვს დიდი შანსი, მისი რჩეული გახდე. აი, კიდევ რა უნდა იცოდეთ: სასწორი იშვიათად დგამს პირველ ნაბიჯს, ამიტომაც შესაძლოა, ინიციატივის ხელში აღება თქვენ მოგიწიოთ. მთავარია, იყოთ ის, რაც ხართ, სასწორები ამას ნამდვილად დააფასებენ.

მორიელი მამაკაცი

მორიელებთან სიფრთხილეა საჭირო! ისინი ძალიან მომთხოვნები არიან და საკუთარი მისამართით კრიტიკას ვერ იტანენ. ერთადერთი და განუმეორებელი უნდა იყოთ. ამასთანავე, მუდამ მისი მხარე გეჭიროთ. სხვანაირად ის ბრაზდება და შეიძლება, ქარაფშუტად მოეჩვენოთ. მორიელებს ზრუნვა ესაჭიროებათ. იყავით მის მიმართ ალერსიანი. ის სწორედ ასეთს ეძებს.

მშვილდოსანი მამაკაცი

მისი სურვილია, რომ გოგონა მის ტალღაზე იყოს. ამიტომაც შეისწავლეთ მისი სპორტული, მუსიკალური ან სხვა რაიმე გატაცება. თქვენ უნდა შეგეძლოთ საუბრის წარმართვა და ინტერესის გამოხატვა ყველაფრის მიმართ, რაც მშვილდოსანს მოსწონს. მას მოგზაურობა და ექსტრემი უყვარს, ამიტომაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თუკი მოტოციკლით გასეირნებას შემოგთავაზებთ. არ შეშინდეთ, საიმედო ხელში იქნებით.

თხის რქა მამაკაცი

ბიჭი თხის რქები გოგონას დიდხანს არჩევენ. ისინი ყველა დეტალს აკვირდებიან. თხის რქებისთვის მნიშვნელოვანია, როცა მათ აზრს ითვალისწინებენ, ამიტომაც ხშირად დაინტერესდით მისი აზრით რომელიმე ფილმის ან წიგნის შესახებ - ამით მის თავმოყვარეობასაც დააკმაყოფილებთ და პირველ ნაბიჯსაც გადადგამთ. ის კი ვალში არ დაგრჩებათ და ნამდვილად დაგპატიჟებთ სწორედ იმ ფილმის სანახავად.

მერწყული მამაკაცი

ამ ბიჭის „ამოცნობა“ არც ისე ადვილია, ამიტომ, თუ გსურთ, ვითარება თქვენკენ შემოაბრუნოთ, იყავით მიუკარებელი. ეს მას ძლიერ მოეწონება. მერწყულს გოგონა მანამდე მოსწონს, სანამ ის მისთვის ამოუცნობია. ამიტომაც თავიდანვე ყველაფერს ნუ მოუყვებით. ამასთანავე, მას უყვარს პირადი თავისუფლება და როგორც კი ამ მხრივ საფრთხეს იგრძნობს, მაშინვე გაქრება. არც იმის შეგეშინდეთ, თუკი მოულოდნელად რეკვას შეწყვეტს. ეს მის ხასიათშია. ცოტა ხანში ისევ დაგირეკავთ! და ამ დროს დაფიქრდით - გჭირდებათ კი ასეთი ბიჭი?

თევზები მამაკაცი

მათი მონადირება ძალიან ადვილია! უბრალოდ, მთელი ხელისუფლება ხელში უნდა აიღოთ, სხვაგვარად იგი „გაგიცურდებათ“. ეს ბიჭი თქვენი მხრიდან ყურადღებას სათანადოდ დააფასებს და იმავენაირად გიპასუხებთ. ბიჭი-თევზები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს წვრილმანებს: მას არ დაავიწყდება თქვენი დაბადების დღე, თქვენი საყვარელი ყვავილი ან რა კაბა გეცვათ პირველ პაემანზე. თუკი მიხვდა, რომ გოგონას მოსწონს, ის შეეცდება, შესაბამისი იყოს. თევზებისთვის მთავარია, მიმართულება დაინახოს და მაშინ ის მიზნამდე აუცილებლად მიცურდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024

ნუმეროლოგია: რა რიცხვში იბადებიან ი...

ნუმეროლოგია: რა რიცხვში
იბადებიან იღბლიანი
ადამიანები?