თემატური ჰოროსკოპი

რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

fun time

16:00 ორშ. 19 აპრილი, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები და
ყვავილები

14
დაკოპირებულია

ამის ცოდნა გარე სამყაროსთან ჰარმონიის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.  

ვერძი

ვერძებს ეხმარება ისეთი ყვავილები, როგორებიცაა ორქიდეა, ია, კუნელი.
პირველი ორი ვერძების ბრაზისა და იმპულსურობის დონეს ამცირებს. კუნელი კი ქალი ვერძებისთვის უნივერსალური მცველია.

კურო

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალებისთვის საუკეთესო დამხმარე გერანები და იასამანი იქნება. ეს ყვავილები უბრალოებითა და სასიამოვნო სურნელით გამოირჩევა, რაც კუროებს მაცოცხლებელი ძალების შენარჩუნებაში დაეხმარება.

ტყუპები

ტყუპები - ჭკვიანი ქალები არიან, რომლებმაც ყოველთვის იმაზე ბევრი იციან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეძლება გეგონოთ. თავიანთი გონიერების ხაზგასმაში ტყუპებს ყაყაჩოები და სამყურა დაეხმარება. ეს ყვავილები სხვადასხვაგვარად მოქმედებს, თუმცა მათი გავლენა ტყუპებზე მთლიანობაში მსგავსია.

კირჩხიბი

კირჩხიბის ყვავილებია ვარდი და ლილია. ვარდი სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც დადებითი ენერგიებით მუხტავს ზოდიაქოს ამ ნიშანს, ლილია კი მოთმინების უნარსა და სიკეთეს აჩუქებს მათ. საერთო ჯამში, ეფექტი შესანიშნავია.

ლომი

ორქიდეა და მაგნოლია - ლომის ყვავილებია. ყველაზე ძლიერი ქალები უფრო ძლევამოსილები და პატივსაცემები გახდებიან ორქიდეის ენერგიის დახმარებით. მაგნოლიას შეუძლია, ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში დაგეხმაროთ.

ქალწული

ქალწულები ყვავილების არჩევისას ჭირვეულები არ არიან, თუმცა საუკეთესო აურას მათთვის გვირილები და მზესუმზირები ქმნიან. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალების უდიდეს მარაგს ამ ყვავილების გარემოცვაში იღებენ.

სასწორი

სასწორებისთვის შესაფერის ენერგეტიკას იები ქმნიან. ალტერნატივად შეიძლება ვარდები განვიხილოთ, რომლებიც სასწორებს განსაკუთრებულ შარმს სძენენ და აიძულებენ მათ გარემომცველი სამყაროსა და საკუთარი თავის სიყვარულს.

მორიელი

მორიელებს ასტროლოგები ვარდებისა და ქრიზანთემების გარემოცვაში ყოფნას ურჩევენ. ქრიზანთემა საუკეთესო ვარიანტია ყველა ყვავილს შორის, რამდენადაც მათ დამცველობითი და დამხმარე ფუნქცია აქვთ.

მშვილდოსანი

ნარცისი - საუკეთესო ყვავილი-თილისმაა მშვილდოსნებისთვის. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალბატონები ძალიან დინამიკურები, ლამაზები არიან. ასე რომ, ნაჩუქარი ყვავილებიც მათ ხასიათს უნდა შეესაბამებოდეს.

თხის რქა

ბელადონა და მიხაკი - ორი საუკეთესო ყვავილი ნებისმიერი ქალი თხის რქისთვის. ისინი დაგეხმარებათ, გამოსავალი ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი იპოვოთ. ისინი თქვენი საუკეთესო მეგობრები იქნებიან ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად.

მერწყული

ზოდიაქოს ამ ნიშნის ენერგიულ წარმომადგენლებს მიმოზები და იები სჭირდებათ. ეს ყვავილები საუკეთესო ამულეტები გახდებიან საზოგადო წარმატებისკენ მიმავალი გზისთვის. ისინი გიკარნახებენ გზას საუკეთესო თვითგამოხატვისკენ.

თევზები

ეს მგრძნობიარე ნატურები რთულ წუთებში ნარცისებისა და ჟასმინების გარემოცვაში შვებას იპოვიან. ასეთი ყვავილები ქალი თევზების დადებით ენერგიას შეინარჩუნებენ და კარგი განწყობით დიდხანს გაგანებივრებენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024