თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ხუთი ნიშანი, რომელსაც სექტემბერში წარმატება ელის

fun time

12:00 ორშ. 6 სექტემბერი, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები - ვის
გაუმართლებს სექტემბერში

14
დაკოპირებულია

ასტროლოგების აზრით, შემოდგომის პირველი თვე განსაკუთრებით გულუხვი ნიშნისთვის იქნება შემდეგი ნიშნებისთვის:

ქალწული

სექტემბერი ქალწულის თვეა. მათი ფინანსური თუ სოციალური მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდება. სიყვარულშიც წარმატება გელით, მიუხედავად ოჯახური მდგომარეობისა. დაოჯახებული ქალწულების ურთიერთობებში ახალი, განსაკუთრებით სასიამოვნო ეტაპი დადგება, ხოლო მარტოხელებს ყოვლისმომცველი სიყვარულის სასიამოვნო განცდა ელით. ქალწულებს ვურჩევთ, რომ თავი დაიცვან ნეგატივისგან, რომელიც გარშემო აკრავთ.

თხის რქა

მცხუნვარე ზაფხული უკან დარჩა. სექტემბრის დადგომა თხის რქებს ახალი ენერგიით აავსებს და ისინი ორჯერ და სამჯერ მეტი საქმის გაკეთებას შეძლებენ. თქვენ მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა უნდა სცადოთ და „საჭირო ადამიანები“ თქვენი უზრუნველყოფილი მომავლისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

ლომი

დროა, თვითგანვითარების და საყვარელი საქმის კეთებისთვის დრო გამონახოთ. შემოდგომის პერიოდი თქვენზე იმდენად პოზიტიურად იმოქმედებს, რომ სექტემბრიდან ყოველგვარი მიზეზის გარეშეც თავს ბედნიერად იგრძნობთ. ვარსკვლავების მხარდაჭერა უზრუნველყოფილი გექნებათ. ატმოსფეროც კი სასარგებლო გავლენას მოახდენს ნიშნის აზროვნებაზე და განვითარებაზე. ასე რომ, განვითარების შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ვერძი

ვერძმა შეიძლება, თავიდან ცხოვრების გაუმჯობესების ნიშნები ვერც შენიშნოს და ამისთვის ერთი ან ორი კვირა დასჭირდეს, სანამ შემოდგომა ძალას მოიკრებს. ვერძი თანდათან იგრძნობს, რომ სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც შემოდგომის აპათიას განიცდიან, სხეული ენერგიით ევსება. სასურველია, სექტემბრის შუა რიცხვებამდე ძველი საქმეების დასრულება მოახერხოთ და ყურადღება ბედის საჩუქარზე გადაიტანოთ, რომელსაც თავად სამყარო გიმზადებთ.

მორიელი

მორიელს შემოდგომის თვე იმედებით და საკუთარი თავის რწმენით აავსებს. ნებისმიერ საქმეს სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით და ისეთ შედეგს მიიღებთ, როგორზეც ვერასოდეს იოცნებებდით.
სანამ ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობას ზამთრის მოახლოება სევდას ჰგვრის, მორიელები ისეთი ენერგიით ივსებიან, რომ დედამიწის ფეხით შემოვლასაც კი შეძლებენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024