უცხოური სამზარეულო

5 ცნობილი სამეფო კერძი

fun time

12:00 ოთხ. 1 სექტემბერი, 2021 წელი

გულიაში

14
დაკოპირებულია

ეს კერძები დაგემოვნებული გექნებათ, თუმცა მათ სამეფო წარმომავლობაზე შესაძლოა, აქამდე არაფერი გსმენიათ...

 

პიცა „მარგარიტა“

პიცა „მარგარიტაში“, როგორც წესი, დებენ ყველს, რეჰანსა და პომიდორს. ეს არჩევანი შემთხვევითი სრულიადაც არაა. თუ ფერებს შევხედავთ: წითელი პომიდორი, თეთრი ყველი და მწვანე რეჰანი, იტალიის დროშის ფერებს დავინახავთ.

ლეგენდის მიხედვით, ნეაპოლიტანელმა მზარეულმა ეს პიცა იტალიის მეფე უმბერტო I-ისა და მისი მეუღლის მარგარიტა სავოიელისთვის დაამზადა. ასევე, ლეგენდის მიხედვით, პიცა დედოფალს აჩუქეს და მისი სახელი დაარქვეს.

ხახვის წვნიანი

ხახვის წვნიანს გაფიცხებული პურით („გრენკებით“) ნებისმიერ ფრანგულ რესტორანში მოგართმევენ. ამ ქვეყანაში ეს კერძი XVII საუკუნიდანაა პოპულარული. მის შემქმნელად მეფე ლუი XV მიიჩნევა.

ლეგენდის მიხედვით, მისი უდიდებულესობა თავის სანადირო სახლში ათევდა ღამეს და ძლიერ დაიმშა. განჯინაში მან მხოლოდ ხახვი და პური აღმოაჩინა. მეფე იძულებული გახდა, საკუთარ თავს მომსახურებოდა და ხახვის წვნიანი მოეხარშა.

ქათამი „მარენგო“

ეს კერძი არსებობას თვით ნაპოლეონ ბონაპარტეს უნდა უმადლოდეს. საფრანგეთის იმპერატორი ლაშქრობებისას ყოველთვის ქათამს მიირთმევდა. როცა მას ერთი და იგივე კერძი მოსწყინდა, მზარეული დაიბარა და დასჯით დაემუქრა, თუ რაიმე ახალს არ დაამზადებდა. მაგრამ მზარეულს, ქათმის გარდა, სხვა არაფერი ჰქონდა. მან ქათამი იმგვარად მოამზადა, რომ ნაპოლეონმა ქათმის გემო ვერ იგრძნო.

ლეგენდის მიხედვით, მოგვიანებით, როცა მზარეულმა ნაპოლეონს საიდუმლო გაუმხილა, იმპერატორმა იგი დააჯილდოვა. კერძს კი სახელად მარენგო დაარქვეს - იმ სოფლის სახელი, სადაც იმ დღეს საფრანგეთის არმია იდგა.

შვედური ბრაწულები („ფრიკადელკები“)

ამ კერძის მამად შვედეთის მეფე კარლოს XII მიიჩნევა, რომელიც ჩრდილოეთის ომში პეტრე I-ის მეტოქე იყო. პოლტავასთან დამარცხების შემდეგ კარლოსმა ოსმალეთის თურქეთის ტერიტორიას შეაფარა თავი, სადაც საკმაოდ დიდი დრო გაატარა. სწორედ იქ დააგემოვნა ადგილობრივი კერძი კიუფტა.

ეს კერძი კარლოს იმდენად მოეწონა, რომ მისი დამზადება თავადაც ისწავლა. მეფის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მისმა მზარეულებმა რეცეპტი ოდნავ შეცვალეს. ასე გაჩნდა შვედური ბრაწულები - მეომარი მეფის საკმაოდ მშვიდობიანი ქმნილება.

გულიაში

ამ კერძის წარმოშობის უამრავი ვერსია არსებობს.
უნგრეთში, ქვეყანაში, რომელმაც მსოფლიოს გულიაში აჩუქა ამგვარი ლეგენდა აქვთ:

მეფე ლაიოშ II პრინცესა მარია ავსტრიელზე უნდა დაქორწინებულიყო. იმისთვის, რომ საცოლე უნგრული სამზარეულოთი გაეოცებინა, მან რაიმე ახალი კერძის შესაქმნელად მთელი უნგრეთის მზარეულები შეკრიბა.

ერთმა ახალგაზრდა მზარეულმა მეფეს გულიაში მიართვა. კერძი მეფეს ძლიერ მოეწონა და მზარეული გამარჯვებულად გამოაცხადა. მოგვიანებით მზარეულმა აღიარა, რომ მას კერძი, უბრალოდ, გაუფუჭდა, მაგრამ მეფისთვის გამხელა ვერ გაბედა.

ლამაზი ლეგენდაა, თუმცა ევროპული სამზარეულოს მკვლევარები მიიჩნევენ, რომ გულიაშს უფრო ხალხური ფესვები აქვს, ვიდრე სამეფო წარმოშობა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში

მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ...

მაშარაფის რეცეპტი

უკრაინული გალუშკები - ნოყიერი საუზმ...

უკრაინული გალუშკები

სასწრაფო დახმარება ნაბახუსევზე - ნი...

ნივრის წვნიანი

თუ ოლივიე მოგბეზრდათ, სცადეთ ეს გან...

განსხვავებული სალათები
საახალწლო სუფრისთვის

განსხვავებული სალათა საახალწლო სუფრ...

განსხვავებული სალათა
საახალწლო სუფრისთვის

სოკოს წვნიანი - მოამზადეთ 20 წუთში

სოკოს წვნიანი