ურთიერთობა

20 წლის მანძილზე ამ ქალმა საროსკიპოებიდან 10 000-მდე გოგონა იხსნა, მაგრამ შვილი ვერ იპოვა...

fun time

14:00 სამ. 27 ივლისი, 2021 წელი

სუსანა ტრიმარკო

14
დაკოპირებულია

კაცობრიობამ უამრავი თავგანწირული დედის მაგალითი იცის და არგენტინელი სუსანა ტრიმარკოს ამბავი, უდავოდ, ერთ-ერთი მათგანია. ამ ქალმა „რკინის ქალამნები ჩაიცვა“ და შვილის გამო მაფიას დაუპირისპირდა...

2002 წლის 3 აპრილს არგენტინელი სუსანა ტრიმარკოს ერთადერთმა შვილმა მარია დე ლოს ანხელეს ვერონმა თავისი 2 წლის გოგონა ექიმთან წაიყვანა. ამ დღის შემდეგ მარია აღარავის უნახავს. თვითმხილველთა ჩვენებით, ის წითელი ფერის მანქანაში ძალით ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

მას შემდეგ სუსანა ტრიმარკოს შვილის ძებნა წუთითაც არ შეუწყვეტია.
ქალმა გაიგო, რომ მარიას საროსკიპოში მუშაობას აიძულებდნენ და მის საპოვნელად, მეძავად გადაცმული, ერთი საროსკიპოდან მეორეში დადიოდა.

„მარიტას ძებნაში უამრავი მაფიოზური ქსელი აღმოვაჩინე, რომლებიც გოგონებს ძიძებად და მოდელებად მუშაობას სთავაზობდნენ, სახლიდან მოტყუებით მიჰყავდათ და საროსკიპოებში მუშაობას აიძულებდნენ. ჩემი შვილიშვილი უკვე სრულწლოვანია. მას დედა მოსტაცეს, მე კი - შვილი. ზუსტად ვიცი, რომ მარიტა აიძულეს, პროსტიტუციაში ჩაბმულიყო. ტუკუმანის პროვინციიდან გამტაცებლებმა ის ლა რიოხას პროვინციაში გადაიყვანეს, შემდეგ კი, ადგილობრივი ჩინოვნიკებისა და პოლიციის დახმარებით, ქალაქიდან ქალაქში გადაჰყავდათ, რათა კვალი აერიათ. ეს ძალიან რთული და მტკივნეული ბრძოლა იყო“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ტრიმარკო.

როცა ქალს შვილი მოსტაცეს, ტრეფიკინგსა და ადამიანებით ვაჭრობაზე არავინ საუბრობდა. არც კანონი არსებობდა, რომელიც ადამიანებით ვაჭრობას კრძალავდა. სუსანა ტრიმარკოს თქმით, სასამართლო ჩხრეკის ორდერებისა და ძებნის დაწყებისთვის საჭირო დოკუმენტაციის გაცემას აჭიანურებდა, თუმცა ქალი ძებნას არ წყვეტდა.

ამ პერიოდში ის ათასობით მოტყუებულ და გატაცებულ ქალიშვილს შეხვდა, რომლებსაც პროსტიტუციაში ჩაბმა აიძულეს.

„მე ისეთ დაწესებულებებს ვეძებდი, რომლებიც თავიანთ ნამდვილ საქმიანობას მალავდნენ და ასეთი უამრავი შემხვდა. ღამის კლუბისა და ბარის მანიშნებელი აბრის მიღმა, უმეტეს შემთხვევაში, ბორდელები იმალებოდა. ასეთ დაწესებულებებში სუტენიორებსაც კი შეიარაღებული დაცვა ჰყავდათ და ისინი პოლიციის ვიზიტის დროსაც კი არ ცდილობდნენ, რომ იარაღი დაემალათ. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევებში პოლიცია მაფიასთან შეკრულია“, - ამბობს ქალი.

ტრიმარკო, სპეცსამსახურების თანამშრომლებთან ერთად, საროსკიპოებში იძულებით გამოკეტილ გოგონებს გაქცევაში ეხმარებოდა. ბევრი მათგანი სახლში მიჰყავდა და მათზე ძალადობის შესახებ პროკურატურაში წარსადგენი განცხადების დაწერაში ეხმარებოდა.

2007 წელს სუსანა ტრიმარკომ დაკარგული შვილის - მარია დე ლოს ანხელესის ფონდი შექმნა. მისი და მისი ფონდის ძალისხმევით, პროსტიტუციაში ძალდატანებით ჩაბმულმა 9558 გოგონამ მოიპოვა თავისუფლება

ტრიმარკოს მცდელობის შედეგად, 2008 წელს არგენტინაში მიიღეს კანონი ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ.

10 წლის წინ მას მეუღლე გარდაეცვალა და მაფიასთან ბრძოლაში სრულიად მარტო დარჩა, თუმცა ქალი დანებებას არ აპირებს და, შვილიშვილთან ერთად, დაკარგული შვილის ძებნას აგრძელებს.

🔰🔰🔰:

ტრაგიკული ბედის ქართველი გოგო, რომელიც პარიზში მის მსოფლიო გახდა

პირველი ექიმი ქალი, რომელიც მსოფლიოს 46 წელი ატყუებდა!

გაუჩინარებული პრინცესა ლატიფას საქმე


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!