ურთიერთობა

8 რამ, რასაც არასდროს გააკეთებს მაღალი ემოციური ინტელექტის ადამიანი

fun time

18:00 შაბ. 10 ივლისი, 2021 წელი

ემოციური ინტელექტი

14
დაკოპირებულია

ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მეცნიერებმა დასვეს კითხვა: რატომ არ არის მაღალი ინტელექტი (IQ) ყოველთვის წარმატების გარანტი? ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში ჩამოყალიბდა ტერმინი ემოციური ინტელექტი (EQ). სწორედ EQ-ს მეშვეობით აიხსნება ის, თუ რატომ აღწევს წარმატებას ადამიანი არცთუ დიდი გამოცდილებით და არცთუ ღრმა განათლებით...

სამეცნიერო წრეებში ახლა ფართო მსჯელობის საგანია, საიდან მოდის ემოციური ინტელექტი - თანდაყოლილია თუ მისი სწავლა შეიძლება. მკვლევართა უმეტესობა უკანასკნელ ვარიანტს ემხრობა.

მართლაც შეიძლება იმის სწავლა და დამახსოვრება, რასაც არასდროს გააკეთებს მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანი:

ის არ აიგნორირებს სხვების გრძნობებს

მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანი მზად არის თანაგრძნობისთვის. ის არასოდეს წაუყრუებს სხვის გრძნობებსა და ემოციებს. მას ნამდვილად აინტერესებთ, რას გრძნობენ ადამიანები.

ის არასდროს ითამაშებს მსხვერპლის როლს

ემოციურად მომწიფებულ ადამიანს მომენტალური იმპულსების მოთოკვა შეუძლია. როცა წარუმატებელი დღე აქვს, ის მსხვერპლის როლს არ ითამაშებს და საკუთარ ნეგატიურ ემოციებს აუცილებლად გონებით წარმართავს.

ის ყოველთვის მშვიდია

რა თქმა უნდა, ემოციურად ჭკვიან ადამიანსაც აქვს გრძნობები, თუმცა მშვენივრად ესმის, რომ გრძნობები მუდმივად პრობლემებთანაა დაკავშირებული. ამიტომ მას ვერასდროს შეატყობთ, რომ გრძნობებმა გონებას აჯობა.

მის ემოციებზე ვერავინ იმანიპულირებს

ძლიერი ემოციური ინტელექტის ადამიანი საკუთარი პიროვნების განადგურების უფლებას არავის მისცემს. ის, თავისი მგრძნობელობის მიუხედავად, საკუთარ ემოციებზე კონტროლს ყოველთვის ინარჩუნებს.

ის არასაჭირო კონფლიქტში არასდროს მონაწილეობს

ემოციურად ჭკვიანი ადამიანის ერთ-ერთი მთავარი დადებითი თვისება კონფლიქტის არიდების უნარია, იმისთვის, რომ თავისი ენერგია უფრო პოზიტიური ურთიერთობისთვის შეინახოს. მას შესანიშნავად შეუძლია სიტუაციაში ორიენტირება და ესმის, რომელი კონფლიქტი უნდა აიცილოს და რომელი მიიყვანოს გადაწყვეტამდე.

ის არ ჭორაობს

ემოციურად ჭკვიან ადამიანს ესმის, რომ ჭორს მხოლოდ ზარალი მოაქვს, მათ შორის - რეპუტაციისაც. მას საინტერესო თემებზე პოზიტიური საუბარი ურჩევნია. ამიტომ ყოველთვის გაურბის ჭორიკნებს.

მას არ ეშინია, თქვას „არა“

ბევრ ადამიანს უძნელდება „არა“-ს თქმა. შედეგად კი იღებენ ისეთ ვალდებულებას, რომელთან გამკლავება, უბრალოდ, არ შეუძლიათ. ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანმა იცის თავისი შესაძლებლობების საზღვრები, საკუთარ თავს პატივს სცემს და ესმის, როდის არის აუცილებელი „არას“ თქმა.

მას თავისი საქმიანობისთვის არ სჭირდება შექება

ემოციურად ჭკვიანმა ადამიანმა იცის, რომ შექება შრომის არაობიექტური შეფასებაა. მას მშვენივრად აქვს გააზრებული თავისი თავისი ნიჭის და თავისი შრომის ფასი. შეუძლებელია მისი მოსყიდვა მლიქვნელობით, შექებით, კომპლიმენტებით. ამ ყველაფერს ის საკმაოდ გულგრილად იღებს. მიუხედავად ამისა, ყოველთვის პატივს სცემს სხვა ადამიანების აზრს.

სცადეთ, ამოხსენით 🙂👇:

4 გამოცანა თქვენი ინტელექტისთვის


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!