იცით თუ არა

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - ჟურნალისტმა ქალმა 60 წელი კაფსულაში იცხოვრა

fun time

19:00 ორშ. 15 თებერვალი, 2021 წელი

60 წელის ფოლადის კაფსულაში

14
დაკოპირებულია

ზოგი ადამიანი გამუდმებით წუწუნებს, რომ საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილოა და ბედი უსამართლოს მოექცა, თუმცა სამყაროში ისეთი ადამიანებიც არსებობენ, ვინც უამრავი ტკივილის მიუხედავად, არ ნებდება და ცდილობს სიცოცხლის ყოველი წუთით დატკბეს. სწორედ ასეთი იყო მარტა მეისონი, რომელმაც 60 წლის მანძილზე  კაფსულის მძევალი იყო, მაგრამ იმედი არ დაუკარგავს.

მარტა მეისონი დაიბადა აშშ-ში, 1937 წელს დაიბადა. ის ჯანმრთელი, გონებამახვილი და მხიარული გოგონა იყო და 11 წლამდე არაფრით განსხვავდებოდა სხვა ამერიკელი გოგონებისგან: ბავშვებთან თამაშობდა, სკოლაში დადიოდა და დედას ოჯახურ საქმეებში ეხმარებოდა. 1948 წელს მეისონების ოჯახს უბედურება დაატყდა - ჯერ მართას უფროსი ძმა პოლიომიელიტით გარდაიცვალა, შემდეგ კი თავად გოგონა დაავადდა.

გოგონა ცოცხალი გადარჩა, მაგრამ დაავადებამ ის ლოგინს მიაჯაჭვა და უმწეო ინვალიდად აქცია. სულ რაღაც ერთ თვეში მართას კუნთები ატროფირდა და გოგონამ მოძრაობის უნარი დაკარგა.

მალე მისი მდგომარეობა გართულდა, რადგან დამოუკიდებლად სუნთქვის უნარი დაკარგა. მარტა სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს და სასუნთქი აპარატის კაფსულაში მოათავსეს, სადაც განსხვავებლი წნევა იყო.

ექიმებმა დედა გააფრთხილეს, რომ მარტა კაფსულაში ერთ წელზე მეტს ვერ იცოცხლებდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. გოგონამ აპარატში, ნიჟარაში გამოკეტილი ლოკოკინას მსგავსად, 61 წელი გაატარა. სხეულის ნაწილად ქცეული აპარატის, მზრუნველი მშობლების და ერთგული მეგობრების დახმარებით, მარტამ ცხოვრება გააგრძელა და ცდილობდა თანატოლებს არაფრით არ ჩამორჩენოდა.

მარტა მეისონმა არა მარტო სკოლა დაამთავრა შესანიშნავი შეფასებებით, არამედ, ორი პრესტიჟული უნივერსიტეტის დიპლომი აიღო და ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში ჟურნალისტად მუშაობა დაიწყო. თავდაპირველად, პარალიზებულ შვილს მუშაობაში დედა ეხმარებოდა, რომელიც მართას კარნახით სტატიებს კრეფდა.

კომპიუტერების გამოჩენის შემდეგ, სამუშაო გაადვილდა - სპეციალური პროგრამის საშუალებით სიტყვების ტექსტად ქცევა შესაძლებელი გახდა. მეტყველება და თარგმნა ტექსტში. მარტა მეისონი ნიჭიერი ჟურნალისტი იყო და მისი სტატიები ზოგჯერ სხვა ჟურნალისტების სტატიებზე პოპულარული იყო. მარტა თავის მწარე ბედს არასდროს უჩიოდა და იუმორის გრძნობას ინარჩუნებდა. რა თქმა უნდა, მას ესმოდა, რომ ავადმყოფობის გარეშე მისი ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა, მაგრამ ცდილობდა, ყველაფერში დადებითი მხარე დაენახა და დეპრესიაში არ ჩავარდნილიყო.

მარტა მეისონს უამრავი მეგობარი ჰყავდა და რაც ყველაზე წარმოუდგენლად ჟღერს, ხშირად წვეულებებსაც მართავდა. ეს საოცარი ქალი ფოლადის კაფსულაზე მტკიცე აღმოჩნდა. ის თავისი რთული ცხოვრების ყოველი წუთით ტკბებოდა და მწუხარებისთვის დრო აღარ რჩებოდა.

ნიჭიერმა ჟურნალისტმა აპარატში ცხოვრების შესახებ წიგნი დაწერა - „ჩაისუნთქეთ-ამოისუნთქეთ: ცხოვრება ხელოვნური სუნთქვის აპარატის რიტმში“. ეს წიგნი, ისე, როგორც მარტა მეისონის მთელი ცხოვრება ადასტურებს რამდენად სულელურია მცირე წარუმატებლობების გამო ბედის დადანაშაულება და დეპრესიასა და თვითგვემაზე დროის კარგვა.

მართა კაფსულას იშვიათად და ძალიან მოკლე დროით ტოვებდა. „იმის გაცნობიერება, რომ შეიძლება ნებისმიერ წამს მოკვდე, ძალიან რთულია. სწორედ ეს მაძლევდა ძალას, რომ სიცოცხლის ყოველი წამის მშვენიერება მეგრძნო,“ - აღიარა მარტამ თავის წიგნში.

მარტა მეისონი 2009 წელს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა და მისი ცხოვრება გაკვეთილია ყველასთვის, ვინც დადის და სუნთქავს, მაგრამ არ აფასებს იმას, რაც აქვს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი