ურთიერთობა

„იმედია, მიმიხვდებით, რისი თქმა მინდა...“ - რას მიუძღვნა კრამსკოიმ თავისი შედევრი „ქრისტე უდაბნოში“?

fun time

14:00 შაბ. 1 მაისი, 2021 წელი

ივანე კრამსკოის „ქრისტე
უდაბნოში“

14
დაკოპირებულია

„დავასრულე ან თითქმის დავასრულე „ქრისტე“. ახლა გავიტანთ ქვეყნის სამსჯავროზე და ყველა დორბლიან მაიმუნს შეეძლება მისკენ თითის გაშვერა და გაკრიტიკება“, - წერდა დიდი რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი ივანე კრამსკოი თავისი შედევრის შესახებ და ასეც მოხდა. რა თქმა უნდა, „ქრისტე უდაბნოში“ ბევრს სუნთქვას უკრავდა, მაგრამ ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც აღშფოთებული აკრიტიკებდა. საინტერესოა, რამ გამოიწვია ასეთი ვნებათაღელვა და როგორ იქმნებოდა „ქრისტე უდაბნოში“?

სიუჟეტი

იორდანეში ნათლობის შემდეგ იესო უდაბნოში 40 დღე-ღამის განმავლობაში მარხულობდა. ამ ხნის მანძილზე მას, წყლის გარდა, არაფერი მიუღია.

როდესაც შიმშილის გრძნობა ძალიან მოეძალა, მაცხოვარს ეშმაკი გამოეცხადა და მისი ცდუნება სამი რამით სცადა:

შიმშილით (თუ ძე ხარ ღვთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ);
ამპარტავნებით (თუ ძე ხარ ღვთისა, გადავარდი აქედან, რადგანაც დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენ გამო და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი);
რწმენით (ყოველივეს მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე).

იესო ზნეობრივი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, რით დასრულდა ეს ამბავი, ნახატი გვაიძულებს, განვიცადოთ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს მაცხოვარი - დაჰყვება ეშმაკის ცდუნებას, თუ ღმერთის ერთგული დარჩება?

კრამსკოის ნახატზე „ქრისტე უდაბნოში“ (1872 წ.) ასახულია საღამოს უდაბნო და ქვაზე ჩამომჯდარი, ადამიანთა ბედზე ჩაფიქრებული იესო. სურათზე იკითხება მოლოდინი ჯვარცმისა და აღდგომის მისტერიისა.

მხატვარს დიდებულად აქვს გადმოცემული ქრისტეს ადამიანური ბუნება: მოწყენა, დაღლა, მოლოდინი, ფიქრი და იმავდროულად, უზარმაზარი ღვთიური ენერგია სახეზე.

ყურადღებას იპყრობს ქრისტეს ემოციური მდგომარეობა და მისი შინაგანი ბრძოლა - ის ხომ მარტო ღვთის ძე კი არა, ჩვეულებრივი ადამიანიც გახლავთ, რომელსაც ყოველდღე უწევს ბოროტსა და კეთილს შორის არჩევანის გაკეთება.

კრამსკოის ქრისტეს დახატვის სურვილი 10 წელი აწუხებდა.

„მინდოდა, დამეხატა ღრმად ჩაფიქრებული ადამიანი, რომელიც ასეთ მდგომარეობაშია არა ქონების დაკარგვის ან ცხოვრებისეული წარუმატებლობის გამო, არამედ... არც კი შემიძლია გამოვთქვა... იმედია, მიმიხვდებით, რისი თქმა მინდა“, - წერდა კრამსკოი ნახატის ჩანაფიქრზე.

კონტექსტი

თავდაპირველად, ნახატი ვერტიკალური უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქრისტეს ფიგურამ, რომლის ნატურად მხატვარს უბრალო გლეხი ჰყავდა, თითქმის მთელი ტილო დაიკავა და უდაბნოსთვის ადგილი აღარ დატოვა.
როცა მიხვდა, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყო, კრამსკოი ევროპაში გაემგზავრა. ვენაში, პარიზსა და ანტვერპენში ყოფნისას ყურადღებით ათვალიერებდა იმდროინდელი მხატვრების შემოქმედებას და „თავის ქრისტეს“ ეძებდა.

მოგვიანებით, მხატვარი და სკულპტორი ილია რეპინი იხსენებდა, რომ საკუთარ ჩანაფიქრზე საუბრისას კრამსკოი იესოს ისე მოიხსენიებდა, როგორც კარგად ნაცნობ ადამიანს.

სურათის მეორე ვარიანტიდან მხატვარს სამი თვის განმავლობაში თავი არ აუღია. გამოფენაზე გატანამდე ტილო პაველ ტრეტიაკოვმა შეიძინა და მასში უზარმაზარი ფული გადაიხადა.

რაც შეეხება ეფექტს, რომელიც ტილომ საზოგადოებაზე მოახდინა, კრამსკოიმ ამაზე დაწერა:

„ჩემმა ნახატმა უამრავი წინააღმდეგობრივი შეხედულება წარმოშვა. მართალი გითხრათ, სამ ადამიანსაც ვერ იპოვით, რომელიც ამ საკითხში ერთმანეთს ეთანხმება, თუმცა არავინ საუბრობს მთავარზე. არადა, „ქრისტე უდაბნოში“ პირველია, რაზედაც სერიოზულად ვიმუშავე, ცრემლით და სისხლით ვხატე... ის მთლიანად ჩემი განცდებით შეიქმნა და მრავალწლიანი ძიების შედეგია“.

ავტორის ჩანაფიქრით, მომდევნო ნამუშევარი უნდა ყოფილიყო სურათი, რომელიც პილატე პონტოელის სასახლის ეზოში მდგარ იესოს და მის გარშემო შეკრებილ ადამიანებს ასახავდა. კრამსკოიმ ხუთი წელი იმუშავა ნახატზე, მაგრამ მისი დასრულება ვერ მოახერხა...

კრამსკოი 49 წლის ასაკში მოულოდნელად, აორტის ანევრიზმით გარდაიცვალა.

ივანე კრამსკოი. პორტრეტი შესრულებულია ილია რეპინის მიერ, 1882 წელს.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!