ურთიერთობა

ქართველი პრინცი აშშ-ს დაზვერვაში - ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავლის ამერიკული ცხოვრება

სალომე ჩაჩიბაია

16:00 პარ. 12 თებერვალი, 2021 წელი

ალექსანდრე და დავით
ჭავჭავაძეები

14
დაკოპირებულია

ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავლების შესახებ საზოგადოებისთვის ცოტა რამაა ცნობილი. ალბათ, იმიტომ რომ რევოლუციის შემდეგ წარჩინებულთა ოჯახებმა ევროპისკენ აიღეს გეზი. ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი პავლე ჭავჭავაძე და მისი მეუღლე, ნინა რომანოვა მეოცე საუკუნის ოციან წლებში ლონდონში გადავიდნენ. სწორედ იქ დაიბადა დავით ჭავჭავაძე 1924 წლის 20 მაისს. 1927 წელს ოჯახი ნიუ იორკში დაბინავდა. 

პავლეს შორეული წინაპრის გენები ცხრა მთას იქეთიც გაჰყვა. მან 5 საავტორო წიგნი დაწერა და მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. როგორც ამბობენ, ის და მწერალი ვლადიმერ ნაბუკოვი მეგობრები იყვნენ.

დავითს რუსი აღმზრდელი მიუჩინეს. ასე ისწავლა რუსული. მას ბავშვობიდან კარგი ვოკალური მონაცემები ჰქონია. არისტოკრატიული წარმოშობის მოზარდში დახვეწილობამ და კრიტიკული აზროვნების უნარებმა თავიდანვე იჩინა თავი. მისი გენეალოგია ამის განმაპირობებელი იყო. მა­მის - პავ­ლე ჭავ­ჭა­ვა­ძის მხრი­დან მისი გე­ნე­ა­ლო­გია მი­დის სა­ქარ­თვე­ლოს მეფე გი­ორ­გი XII-სთან. დე­დის - ნინა რო­მა­ნო­ვას მხრი­დან იგი რუ­სე­თის მეფე ნი­კო­ლოზ I-ის, აგ­რეთ­ვე ინ­გლი­სის მეფე ჯორჯ II-ის, და­ნი­ის მეფე კრის­ტი­ან IX-ის და სა­ბერ­ძნე­თის მეფე გე­ორგ I-ის შთა­მო­მა­ვა­ლი იყო.

ჭავ­ჭა­ვა­ძე­ებ­ის ვაჟი ჯერ და­ხუ­რულ სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში, შემდეგ კი იელის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1943 წელს და­ვი­თ ჭავჭავაზე ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს, სა­დაც რუსული ენის ცოდნის გამო სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვა­ში განამწესეს. ომის დამთავრების შემდეგ გერ­მა­ნი­ა­ში თარჯიმნად მუშაობდა. 1950 წელს ვა­შინგტონ­ში ცსს-ში (ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო - CIA) მიიწვიეს, სა­დაც 25 წე­ლი­წადს იმ­სა­ხუ­რა.

ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნში „გვირ­გვი­ნე­ბი და ში­ნე­ლე­ბი“ დავით ჭავჭავაძე იმ სირთულეებზე საუბრობს, რასაც საქმიანობის დროს აწყდებოდა. მეორე მხრივ წარმოშობით ქართველ ლეიტენანტს აძლიერებდა იმის გააზრება, რომ ებრძოდა ძალას, რომელმაც წინაპრები დაუხვრიტა.

1974 წელს და­ვი­თმა თანამდებობა დატოვა და ვა­შინგტონ­ში და­სახ­ლდა, სადაც აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მოღ­ვა­წე­ო­ბა და­ი­წყო. კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ატა­რებ­და გა­მოკ­ვლე­ვებს ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ, მო­ნა­წი­ლე­ობ­და კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, წერ­და სტა­ტი­ებს.

დავით ჭავჭავაძე ავტორია რამდენიმე ისტორიული წიგნისა: „დიდი მთავ­რე­ბი“, „ვლა­სო­ვის მოძ­რა­ო­ბა“ და სხვა.

ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი დავით ჭავჭავაძის პირადი ცხოვრების ამბებს გვიყვება:

„დავითი აქტიურად იყო ჩაბმული ამერიკის რუსული დიასპორის ცხოვრებაში. დავითის სახლი 70-80-იან წლებში საბჭოთა დისიდენტთა ნამდვილი თავშესაფარი გახდა. დავითი მათ პრესკონფერენციების მოწყობასა და კონგრესმენებთან შეხვედრაში ეხმარებოდა. ამას „ცეერუ” არ ავალებდა – საკუთარი მრწამსის მიხედვით მოქმედებდა. ამერიკელებს ჭავჭავაძის გვარის წარმოთქმა უჭირდათ და როცა წარმოშობის შესახებ ეკითხებოდნენ, ინდიელი, ჩეროკის ტომიდან ვარო, პასუხობდა დავითი. რა თქმა უნდა, არისტოკრატიული გარეგნობისა და მანერების ადამიანს არ უჯერებდნენ „ჩეროკულ” წარმოშობას. ამის მერე, დავითი დაწვრილებით უხსნიდა მათ, თუ სად მდებარეობდა მისი წინაპრების მიწა-წყალი და საუბრისას, ყოველთვის ერთ დასკვნამდე მიდიოდნენ – „სტალინიც ქართველი იყო, არა?“ „დიახ, სამწუხაროდ”.

სტალინთან კიდევ ერთმა ისტორიამ დააკავშირა. 1967 წელს, სტალინის ქალიშვილმა სვეტლანა ალილუევამ დელიში ამერიკის საელჩოს თავშესაფარი სთხოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. 1960-იანი წლების ბოლოს, ნაბოკოვის რეკომენდაციით, პავლემ დაიწყო თარგმნა სვეტლანას წიგნის – „მხოლოდ ერთი წელიწადი”. სტალინური რეპრესიების გამო ლტოლვილად ქცეული ოჯახის წევრისგან ამ საქმისთვის ხელის მოკიდება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. ფული ძალიან გვჭირდებოდაო, – თავს იმართლებდა დავითი. „კომუნისტი დესპოტის” ქალიშვილი სახლშიც მიიწვიეს.

სვეტლანა, მალე დაუმეგობრდა ჭავჭავაძეებს. დავითი იმ დროს ცოლს გაშორებული იყო და ხშირად აკითხავდა მშობლებს. მასა და სვეტლანას შორის, რაღაც გრძნობა გაჩნდა. სვეტლანას სპეციალურად მისთვის გიტარაც კი შეუძენია და ორ ხმაში ასრულებდნენ რუსულ სიმღერებს. ერთხელ, ძველი და ძალიან სევდიანი სიმღერის ბოლო აკორდზე აცრემლებული სვეტლანა ხელზე ემთხვია და უთხრა: „დამიჯერე, დავით, ეს მოსკოვური ბანდა რომანოვებზე მეტადაც კი მძულს”. „მაშინ, ვიგრძენი, რომ ეს იყო ერთგვარი მობოდიშება იმისთვის, რაც მამამისმა და მისმა გარემოცვამ ჩვენ და საერთოდ, რუსეთს დამართა,” – შენიშნავდა დავითი.

1974 წელს, როცა დავითმა გადადგომაზე პატაკი დაწერა, მისი კოლეგები იცინოდნენ: სწორედ რომ დროულია, წარმოიდგინეთ, „ცეერუს” ანკეტას როგორ შეავსებდი: სიმამრი – იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი). ასეთ დარტყმას სააგენტო როგორ გადაიტანდაო. შვილი თუ გაგიჩნდებოდათ, ჭავჭავაძე-ჯუღაშვილი-სტალინი-რომანოვი როგორი შესაკავშირებელი იქნებოდაო?! თავად დავითი კი, ამტკიცებდა, რომ მას მხოლოდ მეგობრული გრძნობა ამოძრავებდა. ანტისაბჭოთა ემიგრაციის საბედნიეროდ, დავითის მომდევნო ცოლი სვეტლანა არ გამხდარა.

დავითის პირველმა ცოლმა ჰელენ ჰასტედმა კარგად შეისწავლა რუსული ენა, დისერტაცია კი ქართულ ფონემებზე დაიცვა. მათი ქალიშვილები – მარიამი და ალექსანდრა, ქორწინების პირველ სამ წელიწადში – 1953 და 1954 წლებში დაიბადნენ.

ჰელენთან გაშორების შემდეგ, 1960 წელს, დავითი მეორედ დაქორწინდა ჯუდით კლიპინგერზე. მასთან ორი შვილი ჰყავს – 1960 წელს დაბადებული ქალიშვილი – კატერინა და 1966 წელს დაბადებული ვაჟი – მაიკლი. მესამედ, დავითმა ცოლად შეირთო ნიუიორკელი რუსი – ჟენია (ეჟენ) სმიტი, რომელიც მეორე ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე გაიცნო ჯორჯთაუნის რუსულ რესტორანში, სადაც გოგონა მღეროდა. მართალია, დავითი მაშინ თავს მოერია, მშვენიერი ჟენიას ნაცვლად ჯუდით კლიპინგერზე იქორწინა, მაგრამ 20 წლის შემდეგ, ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და 1979 წელს დაქორწინდნენ.“

საქართველოში, ის მხოლოდ ერთხელ 1977 წელს უფროს ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა. როგორც ისტორიკოსი მედეა აბაშიძე წერს: „წი­ნან­დალ­მა თით­ქოს შე­იგ­რძნო ერ­თგვა­რი მის­ტი­კუ­რი კავ­ში­რი თა­ვის წი­ნაპ­რებ­თან.
და­ვი­თის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ის გულ­თბი­ლი მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც თბი­ლის­სა და წი­ნან­დალ­ში მო­უ­წყეს. ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა პრინცმა წი­ნან­და­ლი ზღა­პარს შე­ა­და­რა და გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ნიშ­ნა ჭავ­ჭა­ვა­ძი­სე­უ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი გა­რე­მო, რო­მე­ლიც იქ დახვდა...“

და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძე 2014 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს, 90 წლის ასაკ­ში, ნიუ იორკში გარ­და­იც­ვა­ლა. მის გარდაცვალებას გაზეთი The washington post ვრცელი წერილით გამოეხმაურა. და­ვითს დარ­ჩა ოთხი შვი­ლი ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან: პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან, ჰე­ლენ ჰას­ტედ­თან - მა­რი­ა­მი (მა­რუ­სია) და ალექ­სან­დრა, ხოლო მე­ო­რეს­თან, ჯუ­დით კლი­პინ­გერ­თან - ეკა­ტე­რი­ნე და მა­იკ­ლი (მიკო). სიცოცხლის ბოლო წლები მესამე ცოლის, წარმოშობით რუსი ევ­გე­ნია დე სმიტ­ის გვერდით გაატარა.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!