ურთიერთობა

„მე მეშინოდა მისი“ - პრისცილა პრესლი ელვისთან ქორწინების დეტალებს ამჟღავნებს

სალომე ჩაჩიბაია

18:00 კვი. 28 თებერვალი, 2021 წელი

ელვის პრესლი

14
დაკოპირებულია

როკის ლეგენდის ცოლობა შესაშურად ჟღერს, მაგრამ პრისცილა პრესლისთვის ეს ბნელი და დაბნეულობით სავსე პერიოდი იყო. საბოლოოდ მან გაბედა და ყოფილ ქმარზე ღიად ისაუბრა, გაიხსენა როგორ აკონტროლებდა მის ცხოვრებას, როგორ ამცირებდა და რამდენი სირთულის გადატანა უწევდა ყოველდღიურად.

პრისცილა 14 წლის იყო, როცა ელვისს შეხვდა

1950-იანი წლების ბოლოს პრისცილა გერმანიაში შეხვდა პრისცილა როკ-ენ-როლის მეფეს. ელვისი მაშინ 25 წლის იყო და მას უკვე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა 14 წლის პრისცილას დაადგა თვალი.

გარყვნილი ცხოვრების წესის გამო, პრისცილას ელვისი არ მოსწონდა და ცდილობდა, მისგან თავი შორს დაეჭირა. ელვისმა არაფერი დაიშურა, რომ გოგოს დაახლოებოდა. მათ შორის რომანი დაიწყო და პრისცილაც ელვისს „უხეშ“ ბიჭად აღარ მიიჩნევდა, თუმცა სხვა აზრის იყვნენ გოგოს მშობლები - ისინი თავიანთი არასრულწლოვანი შვილის ასეთი ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ.

მალევე პრესლის ცხოვრებაში რთული პერიოდი დაიწყო - გარდაეცვალა დედა, გაიწვიეს ჯარში, რის გამოც ნაცნობი ადგილიდან შორს ცხოვრება უწევდა. 2 წლის განმავლობაში წყვილის ურთიერთობა მხოლოდ სატელეფონო საუბრებს მოიცავდა და პრისცილას ელვისის ერთგულებაში უკვე ეჭვი ეპარებოდა.

ღალატი

ამ ხნის განმავლობაში პრიცილა ისმენდა ჭორებს პრესლის რომანების შესახებ. მოგვიანებით ელვისმა თავადვე აღიარა, რომ ურთიერთობა ჰქონდა ფილმ Viva Las Vegas-ს ვარსკვლავ ენ მარგრეტთან. ელვისი, რაღაც პერიოდი, ორმაგ ურთიერთობაში იყო.

იძულებითი ქორწინება?

ამბობე, თითქოს პრისცილა ელვისს აშანტაჟებდა - თუ მათ ურთიერთობას არ გაასაჯაროებდა, ამას პრესასთან თავად გააკეთებდა. ზოგი იმასაც წერს, თითქოს პრისცილას მამობილი ელვისს ემუქრებოდა, თუ გოგონას ცოლად არ მოიყვანდა, არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში დასდებდა ბრალს და ციხის გზას გაუყენებდა.

8-წუთიანი ცერემონია

ბოლოს და ბოლოს, ელვისმა პრისცილა ცოლად შეირთო და ტაბლოიდებიც აჭრელდა. თუმცა ქორწილი ისეთი ზღაპრული არ ყოფილა, როგორზეც გოგონები ოცნებობენ. ცერემონია 8 წუთს გაგრძელდა - ეს პრისცილას პირველი იმედგაცრუება იყო.

კონტროლი ცხოვრებაზე

პრისცილა ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან საუბრისას ამბობს: „იგი ძალიან ჯიუტი იყო და ყოველთვის თავის სურვილებზე ფიქრობდა: მე არ მომწონხარ ამ ფერში. ყავისფერი არ გიხდება. მწვანეში საშინლად გამოიყურები... ის ხელს მირტყამდა შუბლზე და მეუბნებოდა: ასე არ გააკეთო, შუბლზე ნაოჭებს გიჩენს“. პრისცილა ყოველთვის მაკიაჟით იყო. მან საკუთარ თავთან პირობა დადო, რომ მეუღლე უმაკიაჟოდ ვერასდროს ნახავდა. ქორწილის დროს პრისცილა ჯერ კიდევ კოლეჯის მოსწავლე იყო: დილას კოლეჯის ფორმა ეცვა და გაკვეთილებს ესწრებოდა, საღამოს - მძიმე მაკიაჟი ეკეთა და ელვისის წვეულებებს მასპინძლობდა.

ქმრის შიში

მიუხედავად იმისა, რომ პრისცილას უყვარდა ქმარი, ის The Guardian-თან ააღიარებს, რომ ელვისთან თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა, მე მეშინოდა მისი, ამბობს პრისცილა. ცხოვრების არანორმალური რიტმი ელვისის ხასიათს კიდევ უფრო ამძიმებდა. ამას ემატებოდა ის, რომ როკ-ენ-როლის მეფე წამლებზე დამოკიდებული ხდებოდა...

ფეხმძიმობა

ქორწინებიდან კარგა ხნის შემდეგ პრისცილა დაფეხმძიმდა. ის თავს კიდევ უფრო დაუცველად გრძნობდა. იმდენად შეიპყრო შიშმა, რომ აბორტის გაკეთება გადაწყვიტა.

საბოლოოდ, 1968 წლის 1 თებერვალს პრისცილას შეეძინა ქალიშვილი - ლიზა მარი პრესლი.


ღალატი

პრისცილა დიდხანს ცდილობდა ქმრის ინტერესი შეენარჩუნებინა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან ელვისისგან ვერც ემოციური და ვერც ფიზიკური გვერდით დგომა ვერ იგძნო, პასუხი თავისებურად გასცა - ელვისის ფიტნეს-ინსტრუქტორ მაიკ სტოუნთან რომანი გააბა.

ეს კავშირი იმაზე მყარი აღმოჩნდა, ვიდრე ქორწინება. ელვისი კარგა ხანს ცდილობდა პრისცილას შერიგებას, თუმცა ამაოდ.


გაყრა

განქორწინების შემდეგ ელვისი და პრისცილა მეგობრობას აგრძელებდნენ. პრისცილამ გაყრის შემდეგ ფულადი თანხა მიიღო, 725,000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც დღევანდელი კურსით, დაახლოებით, $ 4.2 მილიონია.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!