ურთიერთობა

ნუ იმეგობრებთ ასეთ ადამიანებთან - ისინი თქვენს ცხოვრებას გაანადგურებენ

fun time

16:00 შაბ. 11 სექტემბერი, 2021 წელი

ტოქსიკური ადამიანები

14
დაკოპირებულია

გსმენიათ გამოთქმა „მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ“? დაფიქრებულხართ, ნამდვილად განსაზღვრავს გარემო ადამიანის ცხოვრებას თუ არა? ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დადებითი აურის მქონე ადამიანები არა მარტო წარმატებაში, არამედ ცხოვრების მთავარი მიზნის პოვნაშიც გვეხმარებიან, ნეგატიური აურის მატარებლებმა კი შეიძლება უამრავი პრობლემა შეგვიქმნან. როგორ ადამიანებს უნდა ვერიდოთ, რომ ჩვენი ცხოვრება უღრუბლო და წარემატებული გახდეს? 

ადამიანები საშიში დამოკიდებულებით

გირჩევთ ასეთი ადამიანები სამუდამოდ წაიშალოთ თქვენი ცხოვრებიდან. ნუ შეიცოდებთ და ნუ მისცემთ უფლებას, რომ თქვენი სიკეთით ისარგებლონ. გახსოვდეთ, რომ ეს ადამიანები უკიდურესად არაპროგნოზირებადები და არასაიმედოები არიან და მათგან ყველაფერს უნდა ელოდოთ.

ნეგატიური ადამიანები და აგრესორები

თუ ვინმე თქვენს ან თქვენი ახლობელი ადამიანის მიმართ აგრესიას იჩენს, ეცადეთ ამ ადამიანთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. ასეთი ადამიანები ირგვლივ ყველაფერს წამლავენ და ნეგატიურ ემოციებს ავრცელებენ.

მატყუარები

კვლევებისა და გამოკითხვების თანახმად, ყველა იტყუება, მაგრამ კარგი ადამიანები თავის გადასარჩენად იტყუებიან, ცუდები კი გამუდმებით და ნებისმიერ თემაზე. უმეტეს შემთხვევაში, ამ ცუდი ჩვევისგან გათავისუფლება შეუძლებელია.

მსხვერპლი

არიან ადამიანები, რომლებიც გამუდმებით პრობლემებს უჩივიან. წუწუნებენ წარსულზე, აწმყოზე და მომავალზეც კი. მათთან ყოველთვის, ყველაფერი ცუდია, ამიტომ მათ გვერდით მოტივაცია ქრება და აპათია ჩნდება. ბევრი ადამიანი თანაგრძნობის გამოწვევით მანიპულირებს, მაგრამ რთულია ზუსტად გაარკვიოთ ვინ აკეთებს ამას. საუკეთესო გამოსავალი ასეთი ადამიანებისგან დისტანცირებაა.

უსარგებლო მეგობარი

მეგობრობა კარგია, მაგრამ ზოგჯერ ვიღაცასთან მხოლოდ იმიტომ ვმეგობრობთ, რომ სხვაგვარად არ შეგვიძლია. თუ ურთიერთობას სიხარული და სიამოვნება არ მოაქვს, უმჯობესია დაასრულოთ და უფრო სასარგებლო საქმიანობით დაკავდეთ.

ჭორიკანა

სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ყველა ჭორაობს: კაცებიც, ქალებიც, მოზარდებიც და ბავშვებიც. ამაში საგანგაშო არაფერია, მაგრამ სულ სხვაა ვიღაცაზე მსჯელობა და სულ სხვა არარსებულის მოგონება და ფაქტების შელამაზება. თუ თქვენს საახლობლოში ასეთი ადამიანი აღმოაჩინეთ, სასწრაფოდ შეწყვიტეთ მასთან ურთიერთობა. ეს შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს, რადგან ადრე თუ გვიან, თქვენც მისი საჭორაო თემა გახდებით.

ადამიანი, რომელიც ყველას აკრიტიკებს

ასეთ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან, ამიტომ ცდილობენ ყველას ჭკუა ასწავლონ და დაარიგონ. ისინი ყველაზე წარმატებულ ადამიანებსაც კი აკრიტიკებენ, რითაც ადამიანებს საკუთარი თავის რწმენას უკარგავენ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!