+18

ონლაინ ფლირტის ხელოვნება - 6 რჩევა, რომელსაც შეგიძლია ყოველთვის ენდო

სალომე ჩაჩიბაია

20:00 კვი. 17 იანვარი, 2021 წელი

სიყვარული ონლაინ

14
დაკოპირებულია

მესენჯერში არ ჩანს, როგორ ნაზად ეხებით სახეს ან როგორ ხრით თვალებს და იღიმით. „ჩატში“  ასპარეზი თქვენს ენაკვიმატობას ეთმობა. პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ ფლირტი  გართობაა. იყავით ქარიზმატული, კეთილსინდისიერი და  ნუ შეეცდებით გამოჩნდეთ ის, ვინც არ ხართ. მეორე მხრივ, ხომ უნდა გაარკვიოთ, გინდათ თუ არა მასთან რეალური შეხვედრა - ამისთვის კი რამდენიმე მიმართულებით მოგიწევთ ყურადღბის გამახვილება:

1. ნუ გაეპრანჭებით იმდენად, რომ ეს მონიტორს მიღმაც შესამჩნევი გახდეს

ნუ მისცემთ ურთიერთობას „გოგო-ბიჭის გაცნობის“ სახეს. ეცადეთ, იყოთ ბუნებრივი, გქონდეთ მეგობრული დამოკიდებულება. შეგიძლიათ, ხუმრობით, მსუბუქად დასცინოთ მას. ეს მყისიერად დაგაახლოვებთ და თქვენი ენამოსრებულობის გამომჟღავნების შესაძლებლობაც გექნებათ. თუ ეწყინება, მაშინვე გულწრფელად მოუბოდიშეთ. ესეც თქვენი +1 ქულა. ამ ბოდიშით აჩვენებთ, რომ უბრალოდ დაუფიქრებლად უთხარით, ახლა კი ზრუნავთ მის განწყობაზე და მზად ხართ, ყველაფერი გააკეთოთ მისი ხასიათის კვლავ გასაუმჯობესებლად.

2. ესაუბრეთ იმაზე, რაც მას აინტერესებს

სანამ თქვენს ოცნებებს მოუახვევთ თავს, მის „ფეისბუქ პროფაილსაც„ გადახედეთ. გაიგეთ, რა მოსწონს, რა აინტერესებს და შეარჩიეთ სასაუბრო თემა ამის მიხედვით. ღიმილის მომგვრელია, როცა აცნობიერებ, რომ ვიღაცამ თქვენი თვისებები იცის. ეს ნიშნავს, რომ ის მეგობრობის კარს უდაოდ გაგიღებთ - ეს პირველი ნაბიჯია.

3. მოერიდეთ კი/არა ტიპის პასუხებს

ნუ იქნებით საუბრის მკვლელი! ზოგადი კითხვებით თავაზიან, მლიქვნელურ პასუხებს იღებთ, ონლაინ ფლირტი კი მლიქვნელობა სულაც არაა. ესაუბრეთ საინტერესო თემებზე, გამოამჟღავნეთ საკუთარი ინტერესები.

4. ნუ იქნებით მესენჯერის ჭია, გაამრავალფეროვნეთ ვირტუალური ურთიერთობები

ვიდეოზარი... ვხედავ, რომ ნამდვილი ზარივით ჩამოჰკრა ამ სიტყვამ! მაგრამ მერწმუნეთ, სანერვიულო არაფერი გაქვთ. თუ ეს დაგამშვიდებთ, გეტყვით, რომ თავადაც არანაკლებ ღელავს

5. გაცვალეთ ფოტოები

აგრძნობინეთ, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილია. დილის სელფი, თქვენი ძაღლის ფოტო... თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენი ოთახის ფოტოც კი მასთან დაახლოებაში დაგეხმარებათ.

6. ითამაშეთ

იყავით კრეატიული, მოიფიქრეთ თამაშები, რომლით გართობასაც ონლაინ შეძლებთ. მაგალითად, „სიმართლე ან მოქმედება“ - დაიწყეთ მსუბუქი შეკითხვებით და როცა საჭიროდ ჩათვლის, პირველ, ინტიმურ შეკითხვას თავად დაგისვამთ. ამის შემდეგ თქვენთვის მსგავსი შეკითხვის დასმა უხერხული აღარ იქნება და ბოლო-ბოლო გაიგებთ, გიღირთ შეხვედრა თუ არა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში