ურთიერთობა

რა ბედი ეწია გერმანელ ბიჭს, რომელმაც საბჭოეთა საჰაერო თავდაცვას დასცინა და თავისი თვითმფრინავით წითელ მოედანზე დაჯდა?

fun time

16:55 სამ. 25 ოქტომბერი, 2022 წელი

მატიას რუსტი წითელ
მოედანზე

14
დაკოპირებულია

გერმანიის ქალაქ ვედელში მცხოვრებმა, 18 წლის მოყვარული მფრინავმა მატიას რუსტმა  1987 წლის 28 მაისს მსუბუქძრავიანი თვითმფრინავით (Cessna-p172) 1000 კმ-ზე მეტი იფრინა, ოთხი სახელმწიფოს საზღვარი გადაკვეთა და წითელ მოედანზე დაეშვა, ცოტა ხანს ტურისტებისა და უშიშროების კამერების წინ იპოზიორა, შემდეგ კი წინასწარ დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

სასჯელი

სამი თვის შემდეგ საბჭოთა სასამართლომ ახალგაზრდა გერმანელს ბრალი სამ დანაშაულში დასდო - ხულიგნობა, ავიაგადაფრენების წესების დარღვევა და სსრკ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა.

განაჩენი საბჭოთა სასამართლოსთვის რეკორდულად სწრაფად - პროცესის დაწყებიდან მესამე დღეს გამოიტანეს. მატიას რუსტს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა აქედან საბჭოთა ციხეში ერთი წელიც არ მოუხდია - 1988 წლის აგვისტოს დასაწყისში, უიღბლო მოგზაურს ამნისტია შეეხო და ის საბჭოთა კავშირიდან გააძევეს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საბჭოთა არმიის ხელმძღვანელებთან შედარებით, რუსტი მსუბუქად დაისაჯა - ახალგაზრდამ რამდენიმე თვე სხვა პატიმრებთან შედარებით კომფორტულ პირობებში გაატარა, ხოლო ასობით საბჭოთა სამხედროს კარიერას სამუდამოდ წერტილი დაესვა.

დაუპატიჟებელი სტუმრის წითელ მოედანზე დაშვებისთანავე თანამდებობიდან გადააყენეს სსრკ თავდაცვის მინისტრი სერგეი სოკოლოვი. ყველაფერთან ერთად, რუსტის ვოიაჟი, ბედის ირონიით, საბჭოთა სასაზღვრო ჯარების დღეს - 28 მაისს დაემთხვა.

ვერსიები - ვინ არის მატიას რუსტი?

რა თქმა უნდა, რუსტის ნაბიჯს უამრავი შეთქმულების თეორია და ჰიპოთეზა მოჰყვა.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, გერმანელი ბიჭის წითელ მოედანზე დაშვება დასავლური ან საბჭოთა სპეცსამსახურების კარგად დაგეგმილი ქმედება იყო.

ასეა თუ ისე, სამშობლოში რუსტს განსაკუთრებული პატივით არ დახვედრიან. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას კომუნისტებთან თბილი და მეგობრული ურთიერთობა არ აკავშირებდა, მაგრამ რუსტის „სიგიჟის“ გამო მისი გაფუჭებაც არ სურდა.

თავიდან გერმანიაში რუსტის წინააღმდეგ გამოძიებაც კი დაიწყეს და ფრენის უფლება ჩამოართვეს, მაგრამ შემდეგ ეს აჟიოტაჟი ჩაცხრა..

ფრენის აკრძალვის გარდა, მატიასისთვის ლეგენდარულ მოგზაურობას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია.

წელიწად-ნახევრის შემდეგ მოყვარული მფრინავი ისევ ციხეში აღმოჩნდა, თუმცა ამჯერად გერმანულში. საქმე ის გახლავთ, რომ მატიასს ჯარში არასოდეს უმსახურია და სამშობლოში დაბრუნებისთანავე ალტერნატიული სამხედრო სამსახური - საავადმყოფოში მოწყალების ძმად მუშაობა დაავალეს. სწორედ ამ საავადმყოფოში ახალგაზრდამ მედდის მოხიბვლა სცადა და როდესაც გოგონამ მის გრძნობებს არ უპასუხა, დანით დაჭრა. სხვადასხვა ვერსიით, მატიასს 2,5-წლიანი ან 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ამჯერადაც გაუმართლა და სასჯელის მხოლოდ ნაწილი მოიხადა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ რუსტი ხან კომერციული საქმიანობით იყო დაკავებული, ხან მსოფლიოში მოგზაურობდა. ამბობენ, რომ ის რუსეთშიც ჩავიდა, სადაც სამი კვირის განმავლობაში მიხეილ გორბაჩოვთან შეხვედრას უშედეგოდ ცდილობდა. მოგვიანებით, პრესაში გაჩნდა ცნობები, რომ მატიასი ინდოელ ქალზე დაქორწინდა და ინდუისტი გახდა.

სად არის რუსტი დღეს?

2000-იანი წლების დასაწყისში რუსტი მაღაზიაში ქაშმირის პულოვერის ქურდობის ფაქტზე დაიჭირეს. ამ ინციდენტმა პრესაში გერმანელი ავანტიურისტის თემა ისევ გაააქტიურა.

ცნობილია, რომ ამჟამად მატიასი პოკერს პროფესიულ დონეზე თამაშობს და ამით მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს.

ისტორიული ფრენის 25 წლის იუბილეზე, რუსტმა მოგონებების წიგნი გამოაქვეყნა, თუმცა ამას დიდი წარმატება არ მოჰყოლია. იმავე წელს რუსტის შესახებ გამოვიდა დასავლური დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "კრემლის პილოტი". რუსტი პრემიერაზე მიიწვიეს, თუმცა ის იქ არ გამოჩენილა.


ესეც დაგაინტერესებთ:

3 ქალი, რომელიც სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

„ცეხავიკები“ - როგორ შოულობდნენ მილიონებს საბჭოთა კავშირში იატაკქვეშა ბიზნესმენები

როგორ იყენებდა საბჭოთა КГБ დაზვერვაში ლამაზ ქალებს?

სსრკ-ის უკანასკნელი მოქალაქე, რომელიც კოსმოსში „დაავიწყდათ“


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!