ურთიერთობა

„რკინის ლედის“ აღსარება: სიმართლე რომ ვთქვათ, ქალებს რედიკული უფრო გვიხდება, ვიდრე ხიშტი

fun time

12:30 ოთხ. 9 თებერვალი, 2022 წელი

მარგარეტ ტეტჩერის
ცხოვრება

14
დაკოპირებულია

„რკინის ლედის“ უწოდებდნენ, მის ზურგს უკან კი ჭორაობდნენ, რომ პოლიტიკაში წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ როგორც დედა ვერ შედგა. თავად მარგარეტიც სიცოცხლის ბოლომდე ნანობდა, რომ შვილებს საჭირო სითბო და სიყვარული ვერ მისცა. 

მარგარეტის პირველი სიყვარული

ერთ დღესაც მარგარეტ ტეტჩერზე საფრანგეთის პრეზიდენტი აღტაცებით იტყვის: „მას სტალინის თვალები და მერილინ მონროს ხმა აქვს“.

მარგარეტ ჰილდა რობერტსს ყოველთვის ძლიერი ხასიათი ჰქონდა.

ოქსფორდში სწავლის დროს თანაკურსელი, მომხიბვლელი არისტოკრატი თავდავიწყებით შეუყვარდა.
შეყვარებულებმა გადაწყვიტეს, მთელი ცხოვრება ერთად გაეტარებინათ, მაგრამ ბიჭის მშობლებმა უბრალო მედუქნის ქალიშვილი მათი ოჯახისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს.
საქმრო ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა - მას არც მარგარეტის და არც მშობლების კეთილგანწყობისა და ფულის დაკარგვა სურდა.

იცით როგორ მოიქცა „მედუქნის ქალიშვილი“, რომელსაც სახლში ცხელი წყალი და აბაზანა არ ჰქონდა? მშვიდად დაასრულა ურთიერთობა საქმროსთან და გააგრძელა ცხოვრება ისე, თითქოს მის ცხოვრებაში სიყვარული არც ყოფილა.

„თუ მხოლოდ ვიღაცის სიამოვნებაზე ხართ მომართული, მზად უნდა იყოთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ საკითხზე კომპრომისისთვის, ასე კი ვერასდროს ვერაფერს მიაღწევთ”, - იტყვის მარგარეტი მოგვიანებით.

რა თქმა უნდა, მას სტკიოდა, მაგრამ გულის სიღრმეში ყოფილი საქმრო უკვე სძულდა. ვერც ერთი ახლობელი და მეგობარი ვერ იტყვის, რომ იმ დროს მარგარეტის თვალებზე ცრემლები ნახა. სწორედ ასე ხდებიან გოგონები რკინის ქალები.

სხვათა შორის, მეგიმ ცხოვრებაში მხოლოდ რამდენჯერმე იტირა და ერთი მაშინ იყო, როცა 11-წლიანი მუშაობის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

იდეალური ქმარი

1949 წელს კონსერვატიული პარტიის წვეულებაზე, მარგარეტს ალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა და სახლამდე გაცილება შესთავაზა. მამაკაცს დენის ტეტჩერი ერქვა. ომის ვეტერანი და ბრიტანელი ბიზნესმენი დენის ტეტჩერი ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული და ახლა მდიდარი და ჭკვიანი მარტოხელა მამაკაცის როლს ეგუებოდა.

ძალიან მალე მიხვდნენ, რომ ერთმანეთს იდეალურად შეეფერებოდნენ და 1951 წელს დაქორწინდნენ კიდეც.

ხელმოკლე ოჯახში გაზრდილი გოგონასთვის ერთდროულად უჩვეულო და სასიამოვნო იყო, რომ მისი პრობლემების ნაწილს სხვა ადამიანი იზიარებდა, მაგრამ მარგარეტი მდიდარი ქმრის კმაყოფაზე ცხოვრებას არ აპირებდა.

დენი ყოველთვის მზად იყო, ცოლს დახმარებოდა და არ მოითხოვდა, რომ მეგის მთელი დრო ოჯახისთვის დაეთმო. მარგარეტმა უბრალოდ იცოდა, რომ დენი ყოველთვის მის გვერდით იყო და ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა.

მან იურიდიული მეცნიერების შესწავლა გადაწყვიტა და როდესაც პირველი გამოცდა ჩააბარა, ხუთი თვის ორსული იყო. 1953 წელს, ტყუპების - კეროლისა და მარკის გაჩენისთანავე, მარგარეტმა დასკვნით გამოცდებზე დაშვება ითხოვა.

მარგარეტ ტეტჩერი 1979 წლის 4 მაისს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახდა - იგი იყო არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, არამედ პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ევროპაში.

„იყო პრემიერ-მინისტრი, იმას ნიშნავს, რომ მარტოობაში ცხოვრობდე. გარკვეულწილად, ასეც უნდა იყოს - მასიდან სახელმწიფოს მართვა შეუძლებელია, მაგრამ დენისის გვერდით მარტო არასდროს ვყოფილვარ. ის ნამდვილი მამაკაცი, ქმარი და მეგობარია!“ - ამბობდა მარგარეტ ტეტჩერი.

ის გამორჩეულად შრომისმოყვარე იყო:

„დღე-ღამეში 5 საათზე მეტი არასოდეს მძინებია. ასეა თუ ისე, ჩემი ცხოვრება ჩემი სამუშაოა. ზოგიერთი ადამიანი იმიტომ მუშაობს, რომ იცხოვროს, მე კი იმიტომ ვცხოვრობ, რომ ვიმუშაო“, - ამბობდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.

რა თქმა უნდა, შვილები უყვარდა, მაგრამ მათ აღზრდაში ბოლომდე ვერ ჩაერთო - ტყუპებს დენისი და ძიძა უვლიდნენ.

მარგარეტს ქმარი უსაზღვროდ უყვარდა - ოჯახში ის ერთადერთი ახლობელი ადამიანი იყო და ერთადერთი მამაკაცი , რომლის აზრსაც „რკინის ლედი“ ითვალისწინებდა. შვილები კი წლების მატებასთან ერთად სულ უფრო და უფრო შორდებოდნენ დედას.

ერთხელ „რკინის ლედიმ“ ისიც კი თქვა, რომ ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, პოლიტიკაში აღარ წავიდოდა, რადგან ამას მისი ოჯახისთვის ძალიან სამწუხარო შედეგები მოჰყვა.

ამბის დასასრული

დენისი 2003 წელს, 88 წლის ასაკში, ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა. ეს დიდი დარტყმა იყო „რკინის ლედისთვის“. ქმრის დაკარგვის შემდეგ მარგარეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთბაშად გაუარესდა. „რკინის ლედი“ 2013 წლის 13 აპრილს ინსულტით გარდაიცვალა.

ტეტჩერის ანდერძის თანახმად, დაკრძალვის ცერემონიალზე ორკესტრმა შეასრულა ინგლისელი კომპოზიტორის სერ ედვარდ ელგარის ნაწარმოებები;

მარგარეტ ტეტჩერი დაკრძალულია ქმრის გვერდით, ლონდონის ჩელსის რაიონში სამხედრო ჰოსპიტლის სასაფლაოზე.

„დღეს ქალებს საკუთარი თავის გამოსავლენად მრავალფეროვანი შესაძლებლობები აქვთ, ზოგიერთი ჩვენგანი სახელმწიფოსაც ხელმძღვანელობს, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, ქალებს რედიკული უფრო გვიხდება, ვიდრე ხიშტი“ - მარგარეტ ტეტჩერი.

⭕⭕⭕

10 გენიოსი, რომელსაც თითქმის არ ეძინა

„ის ჩემი მთავარი საყრდენი იყო“ - ელისაბედ II-ს და პრინც ფილიპეს სიყვარულის ისტორია

რატომ არ სურდა უინსტონ ჩერჩილს ელისაბედ მეორეს სამეფო ტახტზე ასვლა?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!