ურთიერთობა

როგორი შთამომავლობა ჰყავთ გენიოსებს

fun time

16:00 სამ. 7 დეკემბერი, 2021 წელი

გენიოსების შთამომავლობა

14
დაკოპირებულია

ამბობენ, გენიოსების გენეტიკა შვილებსა და შვილიშვილებში ისვენებსო. ზოგჯერ ასეც ხდება, ზოგჯერ კი ნიჭიერებით, ქარიზმატულობითა და გარეგნობით შთამომავლები სახელოვან წინაპრებს არ ჩამოუვარდებიან...

ალბერტ აინშტაინის შვილთაშვილები ტომასი და პოლი

სახელგანთქმული ფიზიკოსის შვილთაშვილმა ტომასმა სამედიცინო სასწავლებელი დაამთავრა, ოთხ უცხო ენას ფლობს და ლოს-ანჯელესის ამბულატორიული ქირურგიის კლინიკის ხელმძღვანელი გახლავთ. აინშტაინის გზას არ გაჰყოლია ფიზიკოსის კიდევ ერთი შვილთაშვილი პოლი. ძირითად საქმიანობად მან, მეცნიერების ნაცვლად, ხელოვნება არჩია და მევიოლინე გახდა. ამჟამად სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრობს.

ერნესტ ჰემინგუეის შვილთაშვილი დრი ჰემინგუეი

ის მსახიობი და მოდელია, თანამშრომლობს ისეთ სამოდელო სახლებთან, როგორიცაა Gucci, Valentino, H&M და ჟან-პოლ გოტიე. 2016 წლის მარტში ჟურნალმა „პლეიბოიმ“ დრი მარტის თვის გოგონად დაასახელა. დრი ჰემინგუეი მოდური ჟურნალების რედაქტორებმა ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან გოგონად აღიარეს.

ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი უნა ჩაპლინი

გენიალური კომიკოსის შვილიშვილს სახელი ბებიის პატივსაცემად დაარქვეს. დედამისი ჯელარდინა სახელოვანი მამის კვალს გაჰყვა და მსახიობობის ნიჭი თავის ქალიშვილსაც გადასცა. უნამ დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია დაამთავრა. პოპულარობა „სამეფო კარის თამაშებში“ რობი სტარკის საცოლის როლით მოიპოვა. ამის გარდა, მსახიობი მონაწილეობს სერიალებში „შავი სარკე“ და „შერლოკი“. უნა ძალიან ამაყობს სახელოვანი ბაბუით, თუმცა უფრო მეტად ბებიის სეხნიობა ეამაყება, რომელმაც ჩაპლინს სამი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი აჩუქა.

ლევ ტოლსტოის შვილიშვილი ვიქტორია ტოლსტოი

ცნობილ ჯაზის მომღერალს შვედეთში მხოლოდ ჯაზის მოყვარულები კი არა, ლევ ტოლსტოის თაყვანისმცემლებიც კარგად იცნობენ. ქალიშვილს სახელოვანი ბაბუის არცერთი ნაწარმოები არ წაუკითხავს და არც რუსულად საუბარი ეხერხება, თუმცა იცის, რომ „ომი და მშვიდობა“ და „ანა კარენინა“ ბაბუამისის დაწერილია.

ზიგმუნდ ფროიდის შვილიშვილი მეთიუ ფროიდი

ფსიქოანალიზის მამას, ზიგმუნდ ფროიდს ცხოვრებაში უდიდესი ბედნიერება ერგო - დიდი ოჯახის უფროსი გახლდათ. მას და მის ცოლს მარტა ბერნესს 6 შვილი, 4 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი ჰყავდათ. ერთ-ერთი მათგანი მეთიუ ფროიდი ინგლისის უდიდესი კომპანიის მფლობელი და ქველმოქმედია. მეთიუ ცნობილია, როგორც აფრიკის ღარიბი ქვეყნებისა და ბავშვთა უფლებების დამცველი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!