ურთიერთობა

სამი რამ, რის შესახებაც არასდროს უნდა ილაპარაკოთ - მაშინაც კი, როცა გეკითხებიან!

fun time

18:00 პარ. 4 ივნისი, 2021 წელი

სამი „არა“ ჯანსაღი
ურთიერთობისთვის

14
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ სანამ არ გკითხავენ, საკუთარი აზრი თქვენთვის უნდა შეინახოთ და ასეცაა, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებზეც მაშინაც არ უნდა ილაპარაკოთ, თუ ამის შესახებ კითხვას დაგისვამენ. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ახლობელია თქვენი თანამოსაუბრე! 

შვილები

გახსოვდეთ, დედის თანდასწრებით მისი შვილები არავითარ შემთხვევაში არ უნდა განიხილოთ. ქალმა თავადაც რომ გთხოვოთ აზრის გამოთქმა თუ რჩევის მიცემა, ან გაჩუმდით, ან თავაზიანად, ორიოდე წინადადებას დასჯერდით.

თუ გსურთ, რომ ქალთან კარგი ურთიერთობა გააგრძელოთ, არასოდეს უთხრათ, რომ ცუდი შვილი ჰყავს. ნებისმიერი დედა ამას პირად შეურაცხყოფად მიიღებს და ადრე თუ გვიან აგრესიით გიპასუხებთ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შვილის დადანაშაულება დედისა და მისი აღზრდის მეთოდების არაპირდაპირი კრიტიკაა და დედის მხრიდან საპასუხო რეაქციას უნდა ელოდოთ.

ურთიერთობები

გახსოვდეთ, რომ საკუთარი ურთიერთობების შესახებ რაც შეიძლება ნაკლები უნდა ისაუბროთ - განსაკუთრებით ძველი, ნეგატიური ურთიერთობების შესახებ)! დიახ, თქვენი პარტნიორი სრულყოფილი არაა, მაგრამ დედასთან და მეგობარ გოგოებთან ამაზე წუწუნი არ ღირს.

ზოგადად, იმ ადამიანის ლანძღვა, ვისთანაც რომანტიკულ ურთიერთობაში ხართ ან იყავით, საკუთარი თავის დამცირებაა, რადგან შეიძლება ბევრს გაუჩნდეს კითხვა - ნუთუ, საერთოდ არ ჰქონდა თავმოყვარეობა, რომ ამ ყველაფერს იტანდა? თუმცა, ხმამაღლა ამას არავინ გეტყვით.

იმასაც ნუ გამორიცხავთ, რომ შეიძლება შერიგდეთ. ბოლოს და ბოლოს, დაშორების შემდეგ ბევრი რიგდება. შემდეგ როგორ ახსნით ურთიერთობის განახლების მიზეზს? ალბათ, ბანალური ფრაზით - „შეიცვლება“...

ბევრად უარესია მოქმედ პარტნიორთან ყოფილის განხილვა. არცერთ ქალს ან მამაკაცს არ გაუხარდება იმის მოსმენა, რომ ყოფილი სჯობს ან ყოფილს სჯობია.

სხვისი საიდუმლო

გახსოვდეთ, ადამიანს, რომლებსაც ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია, პატივს არავინ სცემს და ასეთ ადამიანთან ურთიერთობასაც ერიდებიან (გასაგები მიზეზების გამო)! თანაც, ის, ვისი საიდუმლოც გაამხილეთ, ადრე თუ გვიან ამას შეიტყობს და ურთიერთობის გაწყვეტა ლოგიკური შედეგი იქნება.

როდესაც ვიღაც ცდილობს, რაღაც ინფორმაცია დაგაცდენინონ, პირდაპირ უთხარით „ამაზე საუბარი არ მსურს“ ან „ეს ჩემი საიდუმლო არ არის“.

გახსოვდეთ, საიმედო ადამიანის რეპუტაცია ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე ხუთწუთიანი ჭორაობა იმაზე, რაც არც კი გეხებათ. სხვისი საიდუმლოდ შენახვის უნარი კეთილშობილების ნიშანია!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!