ურთიერთობა

სიამის ტყუპი - ერთი გული და გადარჩენის ნული შანსი

fun time

18:00 ორშ. 17 ოქტომბერი, 2022 წელი

სიამის ტყუპი - ერთი გულით

14
დაკოპირებულია

როცა ექიმებმა შეიტყვეს, რომ დედას მკერდით შეზრდილი ორი გოგონა ეყოლებოდა, საგონებელში ჩავარდნენ: ბავშვების გადარჩენის შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობდა, თუმცა ბედისწერამ ისინი არ გაწირა...

ჟაკლინმა და მარკმა ექიმებისგან ორსულობის მეოცე კვირაზე შეიტყვეს, რომ მათი ტყუპი გოგონა გულით, ღვიძლით, მკერდითა და დიაფრაგმით იყვნენ შეზრდილები. გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა - მათ ერთი გული ჰქონდათ!

წყვილმა ფლორიდის უნივერსიტეტის Health Shands Children’s Hospital-ის პედიატრ ჯენიფერ კო-ვუსთან (Jennifer Ko-Wu) გაიარა კონსულტაცია. უფრო დაწვრილებითი ანალიზის შედეგად ექიმმა თეორიულად დაუშვა, რომ ტყუპები დაშორების ოპერაციას გადაიტანდნენ, მაგრამ რისკი უდიდესი იყო. საერთო გულის გაყოფას შეიძლებოდა, ორივეს ან ერთ-ერთის დაღუპვა მოჰყოლოდა.

„გარკვეული დრო დაგვჭირდა, რათა ეს გაგვეაზრებინა“, - განაცხადა ჟაკლინმა შემდგომ ინტერვიუში. „ბევრი გვეუბნებოდა, რომ არაფერი გამოვიდოდა და სიტუაციას შევგუებოდით“, - დაამატა მარკმა.

ტყუპები სკარლეტი და სავანა 2016 წლის აპრილში საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ. ორი თვის შემდეგ დაშორების ოპერაცია გაუკეთდათ. მანამდე კი ექიმებმა 3D-პრინტერზე დაბეჭდილ მოდელზე წაივარჯიშეს.

რვასაათიანი ოპერაცია წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც ტყუპები ექვსი კვირის მანძილზე ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყვნენ მიერთებულები.

„გოგონები თავს მშვენივრად გრძნობენ. ისინი მებრძოლები არიან", - დაწერა ჯენიფერ კო-ვუმ თავის ბლოგში.

დოქტორი მარკ ბლეივისი (Mark S Bleiweis), სამედიცინო ცენტრის დირექტორი წერდა: „ყოველდღე მივდივარ და ვხედავ ცოცხალ და ჯანმრთელ გოგონებს თავიანთ საწოლებში. ეს ფენომენალურია“.

„მათი გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან სწრაფად წავიდა. ჩვენ მათი ოჯახი მათ დაბადებამდე გავიცანით და ამიტომაცაა, კარგი ურთიერთობა რომ გვაქვს", - განაცხადა დოქტორმა ბლეივისმა ინტერვიუში.



წყარო: explore.research.ufl.edu


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!