ურთიერთობა

„თეთრი გოგო და აფრიკელი ბიჭი“ - სიყვარული, რომელსაც მთელი სამყარო დაუპირისპირდა

fun time

14:00 სამ. 11 მაისი, 2021 წელი

ბოტსვანას პირველი
პრეზიდენტი, ცოლთან ერთად

14
დაკოპირებულია

ბოტსვანას პირველი პრეზიდენტის, სერეტსე კჰამას და ინგლისელი ქალის, რუთ უილიამსის სიყვარულისა და ქორწინების ისტორიამ 1948 წელს არნახული პოლიტიკური და დიპლომატიური არეულობა გამოიწვია. 

ბამანგვატოს ტომის ბელადთა შთამომავალმა, სერეტსე კჰამამ განათლება სამხრეთ აფრიკაში და დიდ ბრიტანეთში მიიღო. მომავალმა პრეზიდენტმა მომავალი მეუღლე სწორედ ინგლისში სწავლის დროს გაიცნო, თუმცა ამ ქორწინებას, ფაქტობრივად, ყველა ეწინააღმდეგებოდა: სერეტსეს და უილიამსის ოჯახები და ბრიტანეთის მთავრობა, ვინაიდან იმ დროს ბოტსვანა სამხრეთ აფრიკაში ბრიტანეთის პროტექტორატს წარმოადგენდა.

სერეტსეს აიძულებდნენ ცოლზე უარი ეთქვა და სამშობლოში დაბრუნებულიყო ან თავისი ტომის მიწებზე უარი ეთქვა. ყველაფრის მიუხედავად, სხვის ცხოვრებაში ჩარევის მოყვარულებს შეყვარებულების დაშორება არ გამოუვიდათ.

წყვილი სერეტსეს სამშობლოში დაბრუნდა, სერეტსე კჰამა ბოტსვანას პირველი პრეზიდენტი გახდა, თავისი ქვეყნის დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას მიაღწია და კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიურად განვითარებადი სახელმწიფო გახადა!

რუთ უილიამსი კი ბოტსვანის ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პოლიტიკურად აქტიური პირველი ლედი...

საზოგადოება დიდი ინტერესით აკვირდებოდა სერეტსეს და რუთის სიყვარულის ისტორიას. ცნობილ წყვილზე რომანები შექმნეს და ფილმი „გაერთიანებული სამეფო“ გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლებს როზამუნდ პაიკი და დევიდ ოიელოვო ასრულებდნენ.

წყვილმა ერთმანეთი 1947 წელს, ლონდონის მისიონერული საზოგადოების საღამოზე გაიცნო, სადაც რუთი უფროსმა დამ, მიურიელმა მიიყვანა.

სერეტსემ ლამაზი დები შენიშნა, მიუახლოვდა და რუთს საცეკვაოს გაყოლა სთხოვა. ასე დაიწყო რომანი, რომელსაც მთელი სამყარო დაუპირისპირდა.

ქორწილის იდეა არც სერეტსეს და არც რუთის ოჯახს მოეწონა. ამ ურთიერთობას განსაკუთრებით ბოსტვანას მომავალი პრეზიდენტის ბიძა ეწინააღმდეგებოდა, რადგან მიაჩნდა, რომ ვაჟს ჯერ სწავლა უნდა დაესრულებინა, შემდეგ სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო და დაქორწინებულიყო ქალზე, რომელსაც ოჯახი აურჩევდა. რუთის მამამ კი მაშინვე გამოაცხადა, რომ მისი ქალიშვილი შავკანიანზე ვერასოდეს დაქორწინდებოდა.

ახალგაზრდებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ მხოლოდ ნათესავების კი არა, დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ აფრიკის მთავრობების შეტევისთვის უნდა გაეძლოთ. სამხრეთ აფრიკაში ისის იყო აპარტეიდი მყარდებოდა და ბრიტანეთს ამ ქვეყანასთან ურთიერთობების გართულება არ სურდა. სამხრეთ აფრიკამ დიდ ბრიტანეთს მიანიშნა, რომ მის ტერიტორიაზე თეთრკანიან ქალსა და აფრიკელს შორის ქორწინება კონსტიტუციურ კრიზისს გამოიწვევდა.

ფოტოზე: წყვილი 1949 წელს ლონდონში.

მღვდელს, რომელსაც ახალგაზრდებისთვის ჯვარი უნდა დაეწერა, მიანიშნეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, მაგრამ სერეტსე და რუთი სიყვარულზე უარის თქმას არ აპირებდნენ.

მათ საიდუმლოდ იქორწინეს და აფრიკაში გაემგზავრნენ, მაგრამ პრობლემები არც ამით დასრულებულა. ძმისშვილის თავნებობით განრისხებულმა სერეტსეს ბიძამ, რომელსაც ტახტზე პრეტენზია თავადაც ჰქონდა, ყველაფერი გააკეთა, რომ ტომის უხუცესებს ქორწინებისა და რუთის დედოფლად აღიარებაზე უარი ეთქვათ.
გარკვეული დროის შემდეგ სერეტსე ლონდონში მიიწვიეს, რაც ხაფანგი აღმოჩნდა. ის აიძულეს, ორსულ მეუღლეზე და ტომის ბელადობის გეგმებზე უარი ეთქვა.

ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ სერეტსემ ტახტზე უარი თქვა, აფრიკაში დაბრუნდა და პირველი დემოკრატიული არჩევნების შემდეგ მომავალი ბოსტვანას პირველი პრეზიდენი გახდა!

ფოტოზე: ბოტსვანის პრეზიდენტი და პირველი ლედი, დედოფალ ელიზაბედთან და პრინცესა ანასთან ერთად,
სადილზე ბუკინგემის სასახლეში.

სერეტსე კჰამას და რუთ უილიამსს ოთხი შვილი - ქალიშვილი და სამი ვაჟი ეყოლათ. უფროსი ვაჟი იან კჰამა 2008 წლიდან ბოტსვანის პრეზიდენტია.

ფოტოზე: ბოსტვანას პრეზიდენტი იან კჰამა ბარაკ ობამასთან შეხვედრაზე

ფოტოზე: ბრიტანელი პოლიტიკოსი ენიურინ ბივენი, ბოტსვანას პრეზიდენტი და პირველი ლედი ლორდთა პალატაში.

ფოტოზე: ბოტსვანას რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის სერეტსე კჰამას ძეგლი ქვეყნის დედაქალაქ გაბორონეში.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!