ზეუდი არაია - როგორ ცხოვრობს ყველაზე ლამაზი პარასკევა 45 წლის შემდეგ
12:33 სამ. 13 აპრილი, 2021 წელი
უფროსი თაობას ახსოვს იტალიური სათავგადასავლო კომედია „სინიორ რობინზონი“ (1976), რომელმაც ზეუდი არაიას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. ეთიოპიური წარმოშობის იტალიელი მსახიობი მაშინ 25 წლის იყო.
ეს ზეუდისთვის პირველი ფილმი არ ყოფილა. გოგონა18 წლის იყო, როდესაც სამშობლოში სილამაზის დედოფალი გახდა და რეკლამებში გადაღების უამრავი შეთავაზება მიიღო. ერთი წლის შემდეგ ზეუდი საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და სამოდელო კარიერა დაიწყო. პარალელურად, ეროტიკულ ფილმებში მონაწილეობდა. შავკანიანი ლამაზმანი შეუმჩნეველი არც სერიოზულ რეჟისორებს დარჩენიათ და მალე რობინზონის მეგობარი გოგონას, პარასკევას როლზე მიიწვიეს. მოგვიანებით, ამ ფილმს უამრავი მამაკაცი მხოლოდ ნახევრად შიშველი ზეუდის გამო, რამდენჯერმე ნახავს..
კომედიამ ყოფილ სსრკ-ში ფურორი მოახდინა. ამბობენ, რომ ამის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ ყველაზე ლამაზი პარასკევა იყო.
ზეუდიმ სამსახიობო კარიერა იტალიაში განაგრძო და 80-იან წლებში ცოლად კლაუდია კარდინალეს ყოფილ მეუღლეს, მთავისზე 27 წლით უფროს პროდიუსერ ფრანკო კრისტალდის გაჰყვა.
ფრანკო თავის ულამაზეს ცოლს აღმერთებდა და უარს არაფერზე ეუბნებოდა. პროდიუსერის გარდაცვალებამდე წყვილმა ერთად თითქმის 10 ბედნიერი წელი გაატარა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ზეუდიმ ქმრის კომპანია მემკვიდრეობით მიიღო და მისი საქმე გააგრძელა. ამის შემდეგ ფრანკოს ქვრივს ფილმებში აღარ უთამაშია.
ორიოდე წლის შემდეგ ზეუდი არაია მეორედ გათხოვდა. ამჯერად მისი რჩეული რეჟისორი მასიმო სპანო გახდა. ზეუდი მისთვის მხოლოდ მზრუნველი მეუღლე და ერთადერთი ვაჟის - მიქელანჯელოს დედა კი არა, ფილმების პროდიუსერიც იყო. წყვილი დღემდე მეგობრულად ცხოვრობს. მათი ოჯახი არცერთ სკანდალში არ შეუნიშნავთ.
10 თებერვალს ზეუდი 70 წლის გახდა. ამჟამად ის ახალგაზრდა მსახიობებს ეხმარება, საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და კინოინდუსტრიის განვითარებაში ძალიან აქტიურად მონაწილეობს. რაც მთავარია, ელის, როდის აჩუქებს ერთადერთი ვაჟიშვილი შვილიშვილებს.
კ/ფ La Ragazza Fuori Strada (გოგონა გზიდან), 1973 წ. იტალია. მთავარ როლში ზეუდი არაია
სიახლეები ამავე კატეგორიიდან