12 სამსახიობო იმპროვიზაცია, რომელიც კინოს ისტორიაში შევიდა

კინო

24 მაისი 18:00, 2017 წელი

სცენარებში თითოეული სიტყვა და პერსონაჟების ყოველი მოძრაობა გაწერილია, მაგრამ ნიჭიერი მსახიობების გონებამახვილობა ხანდახან ჩარჩოებს სცდება და სწორად მაშინ ჩნდება ეკრანებზე დაუვიწყარი სცენები. 

  

  • ლამაზმანი / Pretty Woman

    გახსოვთ სცენა, რომელშიც რიჩარდ გირი ყელსაბამს ჩუქნის ჯულია რობერტსს? მან ყელსაბამის ასაღებად ხელი წაიღო და მოულოდნელად რიჩარდ გირმა ყუთი დახურა. ეს არ იყო სცენარში, ისევე როგორც ჯულია რობერტსის რეაქცია.

  • რომაული არდადეგები / Roman Holiday

    ამ ფილმში არის სცენა, რომელშიც გრეგორი პეკის პერსონაჟი იტყუება, თითქოს „სიმართლის პირმა“ ხელი მოაჭამა. ეს იყო იმპროვიზაცია მსახიობის მხრიდან და ოდრი ჰეპბერნის რეაქციაც ბუნებრივი და დამაჯერებელი გამოვიდა.

  • მზის ჩასვლიდან განთიადამდე / From Dusk Till Dawn

    ჯორჯ კლუნის თავის მარტოობასა და უცოლობაზე ხუმრობა არა მარტო რეალურ ცხოვრებაში უყვარდა, არამედ ფილმებშიც. მაგალითად, ფილმში „მზის ჩასვლიდან განთიადამდე“, როდესაც სელმა ჰაიეკის პერსონაჟმა ის ძირს დააგდო, ფეხი მკერდზე დაადგა და უთხრა, რომ მას თავის მონად აქცევს, ჯორჯ კლუნიმ იმპროვიზაციას მიმართა და უპასუხა, - „გმადლობ, მაგრამ მე უკვე ვიყავი დაქორწინებული“.

  • ნათლია / The Godfather

    ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენაში, სადაც ვიტო კორლეონე ბონასერას მეკუბოვეს ესაუბრება, მას მუხლებზე კატა უზის. როგორც აღმოჩნდა, სცენარის მიხედვით კადრში კატა არ ჩნდებოდა - კატა უბრალოდ გადასაღებ მოედანზე სეირნობდა და მარლონ ბრანდომ ის უბრალოდ ხელში აიყვანა.

  • ნათება / The Shining

    „აი, ჯონიც მოვიდა!“ - ამ ფრაზას ჯეკ ნიკოლსონის პერსონაჟი ამბობს, როდესაც აბაზანის კარს ჩეხს. ეს სცენა ყველაზე ცნობადი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იმპროვიზაცია იყო: მსახიობმა ეს ფრაზა ერთ-ერთი შოუდან აიღო, რომელიც ყოველთვის ამ ფრაზით იწყებოდა.

  • კერკეტი კაკალი / Die Hard

    ამ ფილმის ყველა თაყვანისმცემელს ემახსოვრება მთავარი ბოროტმოქმედის სიკვდილის სცენა, რომელსაც ალან რიკმანი ასრულებდა: ის ხვდება, რომ მისი გეგმა ჩაიშალა, თვითონ კი შენობის სახურავიდან ქვევით ვარდება. როგორც აღმოჩნდა, რეჟისორმა მას ხელი ჰკრა 6 მეტრის სიმაღლიდან გასაბერ ლეიბებზე, როდესაც ის ამას საერთოდ არ ელოდა - და სწორად ამიტომ გამოიყურება ყველაფერი ასე რეალურად.

  • განდგომილები / The Departed

    ჯეკ ნიკოლსონის კიდევ ერთი იმპროვიზაცია. როდესაც მისი და დიკაპრიოს პერსონაჟების დიალოგის სცენას იღებდნენ, ნიკოლსონმა მოულოდნელად იარაღი ამოიღო, რითიც ლეო შესამჩნევად შეაშინა. თუმცა, ტყუილად არ ადიდებენ დიკაპრიოს: მან მოახერხა, მოულოდნელი ემოცია მის სასარგებლოდ შემოებრუნებინა და სცენა იმაზე უკეთესი გამოვიდა, ვიდრე სცენარში.

  • ტერმინატორი 2: განკითხვის დღე / Terminator 2: Judgment Day

    შვარცენეგერის გმირი ლაპარაკის მოყვარული არ არის, და, ალბათ, სწორედ ამიტომ მსახიობმა გადაწყვიტა, ცოტა გამოესწორებინა სცენარი. ფრაზას „შვებულება მჭირდება“, რომელიც მას შემდეგ საკულტო გახდა, სცენარში ვერ იპოვით - ეს არნოლდის სრული იმპროვიზაცია იყო და რეჟისორმა ჯეიმს კემერონმა გადაწყვიტა, საბოლოო ვერსიაში დაეტოვებინა.

  • თარგმანში დაკარგულები / Lost in Translation

    თუ თქვენ სოფია კოპოლას ეს ფილმი ნანახი გაქვთ, მაშინ გემახსოვრებათ ბილ მიურეისა და სკარლეტ იოჰანსონის ფინალური სცენა. სცენარის მიხედვით, პერსონაჟები, უბრალოდ, უნდა ჩახუტებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ სხვანაირად გამოვიდა: თავიდან მიურეიმ სკარლეტს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, შემდეგ კი ერთმანეთს აკოცეს.

  • ჭკვიანი უილ ჰანტინგი / Good Will Hunting

    რობინ უილიამსი იმპროვიზაციის მეფე იყო, მას ხომ კომედი-შოუში გამოსვლის დიდი გამოცდილება ჰქონდა. ამ ფილმში ის მეთ დეიმონის პერსონაჟს გარდაცვლილ მეუღლეზე უყვება, რომელსაც კუჭ-ნაწლავის პრობლემა ჰქონდა და ხანდახან ჰაერს აფუჭებდა, ერთხელ კი ხმისგან გაეღვიძა კიდეც... უილიამსმა მთელი ეს ისტორია გზადაგზა მოიგონა. სხვათა შორის, ამ დროს არა მარტო დეიმონი იცინოდა: თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ გამოსახულება ცოტა ხტუნაობს - ოპერატორი, რომელიც ამ ეპიზოდს იღებდა, თავს ვერ იკავებდა სიცილისგან.

  • ლეონი / Léon

    გარი ოლდმანსაც ძალიან კარგად გამოსდის იმპროვიზაცია. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იმპროვიზაცია კი „ლეონის“ გადაღებებზე იყო: მისი საუბარი მატილდას მამასთან სრული იმპროვიზაცია იყო, რაც იმაზე იყო მიმართული, რომ მისი თანამოსაუბრე აენერვიულებინა. მონაყოლი ბეთჰოვენის სიყვარულზეც გზადაგზა იყო მოფიქრებული. რაც მთავარია, მსახიობი ყველა დუბლში სხვადასხვა ისტორიას იგონებდა.

  • კარიბის ზღვის მეკობრეები / Pirates of the Caribbean

    ჯონი დეპმა ბევრი იმუშავა ჯეკი ბეღურას პერსონაჟზე და არ ეშინოდა ექსპერიმენტების. „პირატების“ მეორე ნაწილში ბეღურას ცეკვა და მისი სიმღერა ქვიშიან ქილაზე სრულად მსახიობის იმპროვიზაცია იყო. ასევე, მას ეკუთვნის რამდენიმე საკულტო ფრაზაც.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.