მსახიობები, რომლებმაც კაპრიზებით ყველა გააწამეს (9 ფოტო)

კინო

23 ივნისი 18:00
5626

მათ მოთხოვნებსა და პრეტენზიებზე უკვე ლეგენდები დადის. გადასაღებ მოედანზე ამ სელებრითების კაპრიზების ატანა მთელ გადამღებ ჯგუფს უწევს. რეჟისორები ხშირად დგებიან დილემის წინაშე - ღირს კი მათი ნიჭისთვის ამდენი სისულელის მოთმენა?

  

  • შაია ლაბაფი

    შაია ლაბაფს არაერთხელ დაუტოვებია პროექტი საკუთარი კაპრიზების გამო. მაგალითად, ბროდვეის სპექტაკლი „ობლები“, სადაც ის ალეკ ბოლდუინთან ერთად მუშაობდა. საწყალმა ბოლდუინმა და რეჟისორმა არ იცოდნენ, სად წასულიყვნენ ახალგაზრდა თავხედი მსახიობისგან. საბოლოო ჯამში, მიმოწერაც კი გამოაქვეყნეს, სადაც შაიას გამოხტომებს განიხილავდნენ. ახალგაზრდა ვარსკვლავს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია თავისი უღირსი ქცევის გამო.

  • ბრიუს უილისი

    ის სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მასთან ურთიერთობაში პრობლემები რეჟისორებს ჯერ კიდევ მაშინ დაეწყოთ, სანამ ცნობილი გახდებოდა. ბრიუსი მთელი ჯგუფის წინაშე ღიად ებრძოდა თავის პარტნიორს სერიალში „მთვარის ნათება“. ამბობენ, რომ სწორედ ამ ფაქტის გამო დახურეს ეს სერიალი. და დღესაც ასე გრძელდება. რეჟისორების თქმით, შეიძლება, უილისი არ აწყობს სკანდალებს, მაგრამ არც კომფორტს ქმნის.

  • ედვარდ ნორტონი

    ნორტონი ყოველთვის ითხოვს სცენარის გადაკეთებას და მისი მონაწილეობით სცენების გადაღებას არასამუშაო საათებში. სტუდია Marvel-მა მოითხოვა კიდეც, ერთ-ერთ პროექტში ნორტონი შეეცვალათ მსახიობით, რომელიც მთელი გუნდის შრომას ანგარიშს გაუწევდა.

  • ჯულია რობერტსი

     რობერტსის უღირს საქციელზე ყველაზე მეტს რეჟისორი სტივენ სპილბერგი საუბრობს. ის ამტკიცებს, რომ ჯულია განებივრებული დივასავით იქცევა და სურს, ყველამ ხელისგულზე ატაროს. და მაინც... შესაძლოა, მას ამის უფლება აქვს კიდეც...

  • ჯარედ ლეტო

    ლეგენდად იქცა ლეტოს ღლაბუცი ფილმ „თვითმკვლელთა რაზმის“ გადაღებებზე. ლეტო გადასაღებ მოედანზე ხულიგნობდა და კოლეგებს გაბერილ პრეზერვატივებს უგზავნიდა. ერთ-ერთი მსახიობი - მარგო რობი - მკვდარი თაგვითაც კი შეაშინა.

  • ხოაკინ ფენიქსი

    ბოლო პერიოდში მსახიობს თავისი ექსცენტრიკული ქცევა როლების დაკარგვად უჯდება. ის ჰონორარზე მოლაპარაკებებს აჭიანურებს და საქმეს აფერხებს. სწორად ამის გამო ვერ მიიღო მან ჯოკერის როლი ფილმში „თვითმკვლელთა რაზმი“.

  • რასელ ქროუ

    რასელ ქროუს მთელი კარიერის განმავლობაში მოულოდნელი აგრესიულობა ახასიათებდა. მართალია, მსახიობი ბოლო წლებში ცდილობდა, უფრო თავშეკავებული ყოფილიყო, მაგრამ ერთხელ ერთ პროდიუსერს მაინც კინაღამ სცემა.

  • მელ გიბსონი

    მას შემდეგ, რაც მსახიობმა მაღალფარდოვანი ანტისემიტური სიტყვა წარმოთქვა, უარესს აღარავინ ელოდა, მაგრამ გიბსონი აგრძელებს უმცირესობების მუდმივ შეურაცხყოფას. სწორად ამიტომ ის კინოკომპანიების შავ სიაშია მოხვედრილი.

  • ქეთრინ ჰეილი

    რომანტიკულ კომედიებში წარმატების შემდეგ ჰეილი აუტანელ აბეზარად იქცა. მას შეუძლია, გადაღებების წინ ტრეილერში საათობით იჯდეს თავის მოსაწესრიგებლად, შემდეგ კი შედეგი არ მოეწონოს და საერთოდ არ გამოვიდეს გარეთ. გარდა ამისა, მას ხშირად არ მოსწონს გარდერობი და სცენარის დამახსოვრებაც უჭირს.

წყარო: trendymen.ru