მსახიობები, რომლებმაც ერთ ფილმში რამდენიმე როლი შეასრულეს (10 ფოტო)

კინო

28 ივნისი 18:00, 2017 წელი

მათი ნიჭიერება და უნივერსალურობა, მართლაც, გასაოცარია. თქვენ ეჭვსაც ვერ შეიტანთ, რომ ამ განსხვავებულ ტიპაჟებს ერთი პიროვნება ქმნის...

  

  • ქეით ბლანშეტი - „მანიფესტო“

    „მანიფესტოში“ ქეით ბლანშეტმა ერთდროულად 13 როლი შეასრულა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე შეიძლებოდა წარმოგვედგინა მას შემდეგაც კი,  რაც ყველა დროის ელფების დედოფალი ბობ დილანად გარდაისახა ფილმში „მე აქ არ ვარ“.

  • ტომ ჰენკსი - „ღრუბლის ატლასი“

    დევიდ მიტჩელის რომანის გმირები ერთი სულის რეინკარნაციას წარმოადგენენ. ექვსი სხვადასხვა პერსონაჟის ისტორია სხვადასხვა დროს -  მე-19 საუკუნიდან დაწყებული, პოსტაპოკალიპსური მომავლის ჩათვლით. აქ წარმოდგენილი 4 როლის გარდა, რომლებსაც ტომ ჰენკსი არაჩვეულებრივად გაუმკლავდა, მან ფილმში კიდევ ორი პერსონაჟი შეასრულა - სასტუმროს მენეჯერი და მსახიობი.

  • უგო უივინგი - „ღრუბლის ატლასი“

    უგო უივინგს პერსონაჟების კიდევ უფრო კოლორიტული ნაკრები ერგო, ერთიმეორეზე უსიამოვნო პირებით.

  • მაიკ მაიერსი - „ოსტინ პაუერსი 3“

    მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსებმა არცთუ კარგად შეაფასეს ამ ნიჭიერი კომიკოსის პაროდიები, დღემდე ბევრი დიდი სიამოვნებით უყურებს ფილმებს მაიერსის მონაწილეობით. 

  • ჩიჩ მარინი - „მზის ჩასვლიდან განთიადამდე“

    მექსიკელი კომიკოსი საკულტო ფილმში სამ როლს გაუმკლავდა, თანაც ისე, რომ ბევრმა ვერც კი შეამჩნია, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანია. მაყურებელს განსაკუთრებით ჩეტ ფუსი დაამახსოვრდა. გახსოვთ: „white pussy, black pussy, Spanish pussy“?

  • ედი მერფი - „ნორბიტი“

    კომედიური ჟანრის კიდევ ერთი მსახიობი, რომელსაც ფილმში ყველა საკვანძო როლის შესრულება უყვარს. მისი ცნობა თითქმის შეუძლებელია ხოლმე. ასეთივე ტრიუკს მიმართა ფილმებში „მოგზაურობა ამერიკაში“ და „შეშლილი პროფესორი“.

  • ნუმი რაპასი - „7 დის საიდუმლო“

    ნუმი რაპასი ერთდროულად 7 ტყუპს თამაშობს. დები ტოტალიტარულ რეჟიმში ცხოვრობენ, სადაც ოჯახებს მხოლოდ ერთი შვილის ყოლის უფლება აქვთ. თითოეული და სახლიდან კვირაში ერთხელ გადის იმ დღეს, რომელიც „მათი“ დღეა - დებს კვირის დღეების სახელები ჰქვიათ. მსახიობის ამოცანა კიდევ უფრო გართულდა იმით, რომ ეს სერიალია და არა ფილმი.

  • რეიფ ფაინსი - „მზის შუქი“

    ფაინსი არაჩვეულებრივად ასრულებს ზონენშაინების ოჯახის სამ თაობას, რომლებსაც ბევრი განსაცდელისა და ტრაგედიის გამოვლა უწევთ: მეორე მსოფლიო ომი, საკონცენტრაციო ბანაკი, უნგრეთის 1956 წლის სახალხო აჯანყება...

  • ჯეიმს მაკევოი - „გახლეჩილი“

    ფილმის მთავარ პერსონაჟში კევინ კრამბში 23 პიროვნება ცხოვრობს და ჩვენს თვალწინ 24-ე იღვიძებს. მაყურებელი მხოლოდ შვიდს ხედავს: დენისი, პატრიციო, ჰედვიგი, ბარი, ორუელი, ჯეიდი და ცხოველი - ყველაზე თვალსაჩინო პერსონაჟები, რომლებიც საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს. მაკევოის შესრულებამ ამ ფილმში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო როგორც მაყურებლისგან, ისე კრიტიკოსებისგან.

  • ტატიანა მასლანი - „იდუმალი ობოლი“

    კანადელი მსახიობის ტატიანა მასლანის, ნუმი რაპასის მსგავსად, სხვადასხვა როლების შესრულება სერიალში უწევს. ის 5 ძირითადი კლონის როლს ასრულებს, თუმცა მთავარი გმირების გარდა, ყველა სეზონის მანძილზე დამატებითი პერსონაჟები შემოდიან. მასლანიმ 10-ზე მეტი კლონის როლი შეასრულა.

წყარო: adme.ru
საკნატუნო ამბები

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ზეპირი ანკეტა

შოთა იათაშვილი: „ხალისი სულ მაქვს, მაგრამ სევდაც სულ თან დამყვება“

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია პოეტი შოთა იათაშვილი.
საკნატუნო ამბები

იმისთვის, რომ კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო

„ბიძაჩემი ამბობს, რომ ქალები უკეთესი მზარეულები არიან, სამზარეულოშია მათი ადგილი და „ქალური მოვალეობაც“ კარგად უნდა შეასრულონ“, - წერს ბეირუთელი ფოტოგრაფი ალი რეზკალაჰი. „ვიცი, რომ ყველა კაცი ბიძაჩემივით არაა, ამიტომაც გამოვიგონე პარალელური სამყარო, სადაც კაცისა და ქალის როლები შევცვალე, რათა კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო“.
PR კლუბი

ზურა თალაკვაძე: „პიარში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭია“

ავსტრიაში აღებული ჰონორარით ბაბუას „ქემელი" რომ უყიდა, ამას დღეს ღიმილით იხსენებს. თუმცა ყველაფერი სწორედ იქიდან დაიწყო, საქართველოში დაბრუნებას კი კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება მოჰყვა... 
საკნატუნო ამბები

მწერები სამკაულებად - ეს მართლაც დიდებული სანახაობაა!

მწერების ბევრს ეშინია და, სიმართლე რომ ითქვას, ეს არც არის გასაკვირი. მაგრამ ეს ხელნაკეთი ხოჭოები მხოლოდ შემქმნელის საოცარი ნიჭით „გვაშინებს“...
საკნატუნო ამბები

მათ ცნობილი ფოტოების გამეორება სურდათ, მაგრამ შემთხვევით „შედევრები“ შექმნეს

სხვისი მიღწევის გამეორება საკმაოდ ძნელია, მაგრამ დღევანდელი ფოტოების გმირებმა ეს შეძლეს და მეტიც - პოპულარულ ფოტოებს „თავიანთი წილი ნიგუზალი“ დაუმატეს!
იცით თუ არა...

რას ნიშნავს იდუმალი „13“ აშშ დოლარზე?

1862 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც პირველი დოლარი დაიბეჭდა, აშშ-ის ეროვნული ვალუტა ყოველთვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დოლარის შექმნას საინტერესო ისტორია აქვს და უამრავ საიდუმლოსაც მალავს. ერთ-ერთი ასეთია რიცხვი „13“... 
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019" გამოცხადდა.
თემატური ჰოროსკოპი

ქალის ჯადოსნური უნარი მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იცით, რომ ასეთი ძალა ყოველ ქალს აქვს და ისე იყენებს ყოველდღიურად, რომ ვერც კი ამჩნევს?..
FUN-ტესტი

7 ბილიკიდან აირჩიეთ ერთი და გაიგეთ, რა ცვლილებები გელოდებათ ცხოვრებაში

ყოველი ადამიანი თავად ირჩევს თავისი ცხოვრების გზას. თუ თქვენ ახლა გზაჯვარედინზე დგახართ, აირჩიეთ ქვემოთ მოცემული ბილიკებიდან ერთ-ერთი და შეიტყვეთ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ ამ წელს.
რჩევები დიასახლისებს

„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს ბუნებრივი ქვების მისტიკური თვისებები?

მნიშვნელობა არ აქვს, გჯერათ თუ არა „ავი თვალის“ არსებობა, ნებისმიერ შემთხვევაში ახერხებს თქვენი ენერგეტიკული ველის დაზიანებას ის ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც თქვენი მტრებისგან მოდის. ნეგატიური აურისგან თავის დასაცავად უამრავი გზა არსებობს, მაგრამ მათ შორის - ნატურალურ ქვები ყველაზე ხელმისაწვდომი და ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა. 
თავსატეხი

თავსატეხი ფეხბურთის მოყვარულებისთვის

თქვენ წინაშეა მაისურები, რომლებსაც ცნობილი ფეხბურთელების გვარები ამშვენებს. ნახატზე კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის გვარიცაა დაშიფრული. შეძლებთ გამოცნობას?