10 წარმოუდგენლად საინტერესო ფილმი უიქენდისთვის

კინო

7 ივლისი 18:00, 2017 წელი

თუ გიყვართ საინტერესო ფილმები, რომლებიც არა მხოლოდ გაგართობთ, არამედ თქვენს ფიქრებს ცოტას შეაჯანჯღარებს, მაშინ ეს ფილმები თქვენთვისაა - საინტერესო სიუჟეტები თავიანთი ფილოსოფიით. ეს ფილმები მიჩვეულ რეალობას დაგავიწყებთ.  

  

  • რობოტი და ფრენკი / Robot & Frank (2012)

    რეჟისორი: ჯეიკ შრეიერი

    როლებში: ფრენკ ლანგელა, ჯეიმს მარსდენი, ლივ ტაილერი, სუზან სარანდონი

    ფილმის შესახებ: ფრენკი ხნიერი მამაკაცია, რომელიც ადრე ქურდი იყო, ახლა კი მარტო ცხოვრობს და ალცჰეიმერის დაავადებით იტანჯება. მამას შვილი დამხმარე რობოტ-კომპიუტერს ჩუქნის, რომლის მიმართაც მამაკაცს თავიდან მტრული დამოკიდებულება გაუჩნდება, მაგრამ მოგვიანებით მასში ნამდვილ მეგობარს აღმოაჩენს. ფილმი იშვიათ ჟანრში, ფანტასტიკურ მელოდრამაშია გადაღებული. 

  • სამყაროს აღსასრული / The World’s End (2013)

    რეჟისორი: ედგარ რაითი

    როლებში: საიმონ პეგი, ნიკ ფროსტი, მარტინ ფრიმანი, როზამუნდ პაიკი

    ფილმის შესახებ: ძველმა სკოლის მეგობრებმა მნიშვნელოვანი საქმის დასასრულებლად მშობლიურ ქალაქში დაბრუნება გადაწყვიტეს: მათ „ოქროს მილი“ უნდა გაიარონ, ამ მანძილზე 12 კაფე-ბარია ჩამწკრივებული, ყოველ მათგანში თითო კათხა ლუდი უნდა დალიონ და ბოლო ბარამდე მიაღწიონ, რომელსაც „სამყაროს აღსასრული“ ჰქვია. რაც უფრო დიდ დროს ატარებენ ბავშვობის ქალაქში, მით უფრო მეტ უცნაურობას ამჩნევენ. ეს არის ფანტასტიკური კომედია კარგი იუმორით, რომლის უკანაც ღრმა აზრი იმალება.

  • არ გამიშვა / Never Let Me Go (2010)

    რეჟისორი: მარკ რომანეკი

    როლებში: ქერი მალიგენი, ენდრიუ გარფილდი, კირა ნაითლი

    ფილმის შესახებ: სამი მთავარი გმირი ერთი ინტერნატის კედლებში გაიზარდა. ისინი გარესამყაროს ყოველთვის მოწყვეტილები იყვნენ და დროთა განმავლობაში ხვდებიან, რას წარმოადგენენ სინამდვილეში. ეს არის ამბავი საზოგადოების სისასტიკეზე, მორჩილებაზე, სიყვარულსა და სიკვდილზე. ფილმი იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის იშიგურო კაძუოს რომანის მიხედვით არის გადაღებული.

  • დეტონატორი / Primer (2004)

    რეჟისორი: შეინ კარუტი

    როლებში: შეინ კარუტი, დევიდ სალივანი, კეისი გუდენი

    ფილმის შესახებ: გამომგონებელი მეგობრები  ეიბი და აარონი ააწყობენ მოწყობილობას, რომელსაც ობიექტის მასის დაპატარავება შეუძლია, მაგრამ მოულოდნელად აღმოაჩენენ ამ საგნის გაუთვალისწინებელ, უსაზღვრო შესაძლებლობებს. ამ დაბალბიუჯეტიანმა ფილმმა თავისი სიუჟეტით მაყურებლისა და კრიტიკოსების გული მოიგო.

  • მელანი / Ink (2009)

    რეჟისორი: ჯეიმინ ვინანსი

    როლებში: კრის კელი, ქვინ ჰანჩარი, ჯესიკა დაფი

    ფილმის შესახებ:  მამა და მისი ქალიშვილი სიზმრების ფანტასტიკურ სამყაროში ხვდებიან. ისინი იძულებულები არიან, თავიანთი სულებისთვის იბრძოლონ, რათა ამ კოშმარიდან გააღწიონ. 

  • გზა არსად / Enter Nowhere (2012)

    რეჟისორი: ჯეკ ჰელერი

    როლებში: კეტრინ უოტსონი, სკოტ ისტვუდი, სარა პექსტონი

    ფილმის შესახებ: რამდენიმე გმირი, შემთხვევით, ჩაკეტილ და მისტიკურ ტყეში აღმოჩნდება. თითქოს კომპიუტერულ თამაშში არიან, სადაც არ შეუძლიათ ეტაპების გავლა და ამ საზარელი ადგილიდან გასვლა. მათ ცხოვრებაში ყველაზე დიდი თავსატეხის ამოხსნა უწევთ. „გზა არსად“ - ნათელი მაგალითია იმისა, რომ კარგი ფილმის გადასაღებად სპეცეფექტებზე მილიონების დახარჯვა საჭირო არ არის.

  • პი / Pi (1997)

    რეჟისორი: დარენ არონოფსკი

    როლებში: შონ გულეტი, მარკ მარგულისი, ბენ შენკმანი, პამელა ჰარტი

    ფილმის შესახებ: ნიჭიერი მათემატიკოსი მაქს კოენი უნივერსალური ციფრული კოდის პოვნას ცდილობს, რომლის მეშვეობითაც საბირჟო აქციების კურსები შეიცვლება. მუშაობის პერიოდში ის უოლ-სტრიტის ანალიტიკოსებსა და მკაცრ რელიგიურ ფანატიკოსებს აწყდება, რომლებიც ყველაფერზე მზად არიან, რათა საიდუმლო გაიგონ. 

  • ბნელი ქალაქი / Dark City (1998)

    რეჟისორი: ალექს პროიასი

    როლებში: რუფუს სეუელი, უილიამ ჰარტი, კიფერ საზერლენდი, ჯენიფერ კონელი

    ფილმის შესახებ: მკვლელს, რომელსაც საკუთარი სახელი და წარსული არ ახსოვს, პოლიციის ინსპექტორი უთვალთვალებს. მას თავისი მეუღლე ემაც ეძებს. პარალელურად კი ტელეკინეტიკური ძალის მქონე არსებები დასდევენ. 

  • კავშირი / Coherence (2014)

    რეჟისორი: ჯეიმს უორდ ბირკიტი

    როლებში: ემილი ბალდონი, მორი სტერლინგი, ნიკოლას ბრენდონი

    ფილმის შესახებ: ვახშამზე რვა მეგობარი შეიკრიბება. მსუბუქი საუბრები, თავისუფალი ურთიერთობა... ვერავინ იეჭვებდა, რომ მალე იდუმალ სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდნილ კომეტასთან არის დაკავშირებული. ფილმი კვანტური მექანიკისა და შროდინგერის კატის ხუმრობების მოყვარულებს განსაკუთრებულად მოეწონებათ. და, სხვათა შორის, არამხოლოდ მათ, რადგან სიუჟეტი ბანალური ნამდვილად არ არის.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?