10 ფილმი, რომელიც აზროვნებას გაიძულებთ

კინო

12 ივლისი 18:00, 2017 წელი

იმ ორიოდე საათის შემდეგ, რომელსაც აქ ჩამოთვლილი რომელიმე ფილმის ყურებაში გაატარებთ, მიხვდებით, რომ თქვენში რაღაც შეიცვალა. 

   

  • მალენა / Malena (2000)

    რეჟისორი: ჯუზეპე ტორნატორე

    როლებში: მონიკა ბელუჩი, ჯუზეპე სულფარო, ლუჩიანო ფედერიკო, მატილდე პიანა

    ფილმის შესახებ: შთამბეჭდავი ისტორია იმის შესახებ, როგორია ლამაზი ქალის ხვედრი შურიან და გარყვნილ ადამიანებს შორის. იტალია მეორე მსოფლიო ომის დროს, შეუდარებელი მონიკა ბელუჩი და გენიალური ენიო მორიკონეს მუსიკა.

  • ისტორია ძაღლ ჰაჩიკოზე / Hachi: A Dog’s Tale (2009)

    რეჟისორი: ლას ჰალსტრომი

    როლებში: რიჩარდ გირი, ჯოან ალენი, ჯეისონ ალექსანდრი, ქერი–ჰიროუკი ტაგავა

    ფილმის შესახებ: ძაღლი გარდაცვლილ პატრონს ჯიუტი ერთგულებით ელოდება და ყოველდღე ერთსა და იმავე რიტუალს ასრულებს. ჰაჩიკო მაგალითია ნამდვილი სიყვარულის, მეგობრობისა და მადლიერების. ეს არის ამერიკული რიმეიქი იაპონური ფილმისა „ჰაჩიკოს ისტორია“, რომელიც 1987 წელს გადაიღეს. 

  • ბურუსი / The Mist (2007)

    რეჟისორი: ფრენკ დარაბონტი

    როლებში: თომას ჯეინი, მარსია გეი ჰარდენი, ლორი ჰოლდენი, ტობი ჯონსი

    ფილმის შესახებ: ამ ბრწყინვალე რეჟისორს სტივენ კინგის ნაწარმოებების მიხედვით ფილმების გადაღება („მწვანე მილი“, „გაქცევა შოუშენკიდან“) სჩვევია. სწორედ ამ ტრადიციას აგრძელებს „ბურუსი“. ერთ პროვინციულ ქალაქს ერთ დღეს უცნაური ბურუსი დაფარავს.  ქალაქის რამდენიმე მცხოვრები ბურუსიდან აღმოცენებულ ურჩხულებთან პირისპირ რჩება. ისინი სუპერმარკეტს შეაფარებენ თავს და გადარჩენის გზებს ეძებენ. 

  • შერბურის ქოლგები / The Umbrellas of Cherbourg (1964)

    რეჟისორი: ჟაკ დემი

    როლებში: კატრინ დენევი, ნინო კასტელნუოვო, ან ვერნონი, მარკ მიშელი

    ფილმის შესახებ: დაგვეთანხმებით, რომ არ არსებობს არც ერთი დიდი ფილმი გენიალური მუსიკის გარეშე. ამ ფილმის მუსიკა უკვე დიდი ხანია, კლასიკად იქცა, მთავარი გმირების სიყვარულის ისტორია კი დღემდე აღელვებს მაყურებელს...

  • ციცინათელების სასაფლაო / Grave of the Fireflies (1988)

    რეჟისორი: ისაო ტაკაჰატა

    როლებში: ტსუტომუ ტატსუმი, აიანო შირაიში, იოშიკო სინოჰარა, აკემი იამაგუჩი

    ფილმის შესახებ: ირგვლივ ომია, იაპონია ბომბებისგან ზანზარებს. მშობლების გარეშე დარჩენილი ორი პატარა გადარჩენას ცდილობს. 14 წლის ბიჭს უწევს, უფროსივით იმოქმედოს, რათა თავისი პატარა დაიკო გადაარჩინოს.

  • გამოღვიძება / Awakenings (1990)

    რეჟისორი: პენი მარშალი

    როლებში: რობერტ დე ნირო, რობინ უილიამსი, ჯული კავნერი, რუტ ნელსონი

    ფილმის შესახებ: სიუჟეტი ექიმ ოლივერ საკსის რეალურ პრაქტიკაზეა დაფუძნებული. იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებმა, რომლებმაც უმოქმედო მდგომარეობაში რამდენიმე წელი გაატარეს, მკურნალობის შედეგად „გამოიღვიძეს“. ცხოვრების პატარა ბედნიერებები, მათთან ერთად, ექიმმაც აღმოაჩინა...

  • მე, ერლი და მომაკვდავი გოგო / Me and Earl and the Dying Girl (2015)

    რეჟისორი: ალფონსო გომეზ-რეიონი

    როლებში: ტომას მანი, ოლივია კუკი, კონი ბრიტონი, ნიკ ოფერმანი

    ფილმის შესახებ: გრეგი ცდილობს, კიბოთი დაავადებული თანაკლასელი გოგონა, რეიჩელი გაამხნეოს. ამისთვის მას ფილმებს აჩვენებს, რომლებსაც სამოყვარულო კამერით მეგობართან ერთად იღებს...

  • საით მივყავართ ოცნებებს / What Dreams May Come (1998)

    რეჟისორი: ვინსენტ უორდი

    როლებში: რობინ უილიამსი, კუბა გუდინგ უმცროსი, ანაბელა შიორა, მაქს ფონ სიუდოვი

    ფილმის შესახებ: ფილმი სამუდამო სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, რომელმაც საზღვრები არ იცის და არანაირი დაბრკოლების არ ეშინია. მთავარი როლის შემსრულებელმა, მსახიობმა რობინ უილიამსმა, რომელიც ამ დრამამდე, ძირითადად, კომედიურ როლებს ასრულებდა, ფილმში თავისი ნიჭი ახალი რაკურსით დაგვანახა.

  • მეცამეტე სართული / The Thirteenth Floor (1999)

    რეჟისორი: იოზეფ რუსნაკი

    როლებში: ქრეიგ ბიერკო, არმინ მიულერ-სტალი, ვინსენტ დ'ონოფრიო, დენის ჰეისბერტი

    ფილმის შესახებ: ეს ფილმი 1999 წელს, „მატრიცამდე“ გამოვიდა და რატომღაც შეუმჩნევლად ჩაიარა. მეცნიერთა გუნდი სუპერკომპიუტერს ქმნის, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, ადამიანების მართვაც კი. ამ პროექტის იდეის ავტორს, მეცნიერ ფულერს სურს, 1930-იანი წლების ლოს-ანჯელესი ვირტუალურად აღადგინოს. თუმცა, მოვლენები დაგეგმილ ჩარჩოებს სცდება  - ფულერს ვიღაც კლავს, ამ ამბის გამოძიება კი ისევ და ისევ ვირტუალურ რეალობაშია შესაძლებელი...

  • ვარსკვლავური ომები: განდევნილი / Rogue One (2016)

    რეჟისორი: გარეტ ედვარდსი

    როლებში: ფელისიტი ჯონსი, მეს მიკელსენი, ბენ მენდელსონი, ალან ტუდიკი

    ფილმის შესახებ: მეამბოხეთა ალიანსი იმპერიის წინააღმდეგ იბრძვის, რომელსაც ახლად შექმნილი საბრძოლო სადგურიდან უკვე შეუძლია, ნებისმიერი პლანეტა გაანადგუროს. აშკარაა, რომ მეამბოხეთა მისია - მოიპარონ სადგურის ნახაზები, რათა იქაურობა გააცამტვერონ - თვითმკვლელობის ტოლფასია, მაგრამ ისინი მზად არიან, ნებისმიერ ფასად, მაგრამ მაინც გაიმარჯვონ...

წყარო
დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.