მსახიობები, რომლებმაც შეყვარებული წყვილი რამდენიმე ფილმში ითამაშეს (14 ფოტო)

კინო

19 ივლისი 18:00, 2017 წელი

ზოგიერთ წყვილს გრძნობები გადასაღები მოედნიდან რეალურ ცხოვრებაშიც გადაჰყვა...

  

  • ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ლოურენსი

    მათი პირველი ერთობლივი ფილმი „იმედის სხივთა კრებული“ იყო, სადაც ექსცენტრიკული წყვილი ითამაშეს. მოგვიანებით ფილმის „ამერიკული აფერა“ გადაღებებზე შეხვდნენ, აქ მათი გმირების რომანტიკული ურთიერთობა ვერ შედგა. თუმცა მელოდრამაში „სერენა“ ბრედლისა და ჯენიფერის პერსონაჟებმა მაყურებელს ლამაზი და სასტიკი სიყვარულის ისტორია უამბეს.

  • ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი

    ამ კინოწყვილის ლოდინი თაყვანისმცემლებს „ტიტანიკის“ გამოსვლის შემდეგ თითქმის 10 წელი მოუწიათ. ფილმში „ცვლილებების გზა“ მსახიობებმა იმდენად არაჩვეულებრივად ითამაშეს ცოლ-ქმარი, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ ყველა მათ რომანზე ალაპარაკდა. მსახიობები კი, უბრალოდ, ძველი და კარგი მეგობრები აღმოჩნდნენ.

  • კრის ევანსი და სკარლეტ იოჰანსონი

    კაპიტან ამერიკის და შავი ქვრივის კოცნა ფილმში „კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი“ თაყვანისმცემლებისთვის დაუვიწყარი გახდა. პერსონაჟებს შორის ნამდვილად გაიელვა ნაპერწკალმა. Marvel-ის ვარსკვლავებმა „შურისმაძიებლების“ ეპოქამდე შეყვარებული წყვილი ითამაშეს კომედიაში „ძიძის დღიურები“.

  • კიანუ რივზი და შარლიზ თერონი

    მსახიობებმა ორჯერ ითამაშეს შეყვარებული წყვილი: თრილერში „ეშმაკის ადვოკატი“ და მელოდრამაში „ტკბილი ნოემბერი“. პრესაში დიდხანს საუბრობდნენ მსახიობების რომანის შესახებ, მაგრამ საბოლოოდ ეს ვარაუდი არ დადასტურდა.

  • კიანუ რივზი და სანდრა ბულოკი

    გადასაღებ მოედანზე ისინიც ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: 90-იანი წლების საკულტო თრილერში „სიჩქარე“ და მელოდრამაში ფანტასტიკის ელემენტებით „სახლი ტბის პირას“. ორივე ფილმში კიანუ და სანდრა საკმაოდ ჰარმონიულ შეყვარებულ წყვილად გამოიყურებოდნენ.

  • კურტ რასელი და გოლდი ჰოუნი

    იმის შემდეგ, რაც ფილმში „Swing Shift“ კურტმა და გოლდიმ საყვარლები ითამაშეს, მიხვდნენ, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები. მას შემდეგ უკვე 30 წელზე მეტია, ჰოლივუდის ყველაზე მყარი წყვილია. მსახიობებს სხვა ფილმშიც მოუწიათ შეყვარებულების თამაში, თუმცა ამ დროს ისინი რეალურადაც ყურებამდე შეყვარებულები იყვნენ.

  • რიჩარდ გირი და ჯულია რობერტსი

    ამ ორმა ადამიანმა მაყურებელს კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი წყვილი აჩუქა: ვივიენი და ედვარდი ფილმში „ლამაზმანი“. რობერტსი და გირი „შეყვარებულების ამპლუას“ მხოლოდ 9 წლის შემდეგ დაუბრუნდნენ ფილმში „გაქცეული პატარძალი“, სადაც მათი პერსონაჟები ქორწინებამდეც კი მივიდნენ.

  • მეთიუ მაკკონაჰი და ქეით ჰადსონი

    ისინი, როგორც წყვილი, პირველად რომანტიკულ კომედიაში გამოჩნდნენ - „როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში“.  რეჟისორებს მათი დუეტი იმდენად მოეწონათ, რომ 5 წლის შემდეგ კვლავ წყვილის როლში მიიწვიეს სათავგადასავლო კომედიაში „სულელების ოქრო“ .

  • ხავიერ ბარდემი და პენელოპა კრუსი

    ბარდემი და კრუსი ერთმანეთს ფილმის „შაშხი, შაშხი“ გადაღებაზე შეხვდნენ. მათი პერსონაჟების სასიყვარულო ხაზის მიუხედავად, მაშინ მსახიობებს შორის ნაპერწკალი არ გაელვებულა. ეს „ვიკი, კრისტინა, ბარსელონას“ გადასაღებ მოედანზე მოხდა, სადაც პენელოპამ ბარდემის ყოფილი ცოლი ითამაშა. პრემიერის შემდეგ რამდენიმე წელში დაოჯახდნენ კიდეც. 2017 წელს გამოდის ფილმი „ესკობარი“, სადაც ბარდემს ნარკობარონის როლი შეხვდა, კრუსს კი - მასზე შეყვარებული ჟურნალისტის.

  • ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი

     ერთად სამ ფილმში ითამაშეს და მათ პერსონაჟებს შორის სამივეში დიდი სიყვარულია. ეს ფილმებია: „ჭექა-ქუხილის დღეები“, „შორს“ და „ფართოდ დახუჭული თვალები“. თავად მსახიობების ურთიერთობა პირველი ფილმის გადაღებებზე დაიწყო და მესამე ფილმის გადაღებების დასრულებისთანავე დამთავრდა.

  • ადამ სენდლერი და დრიუ ბერიმორი

    ეს ორი მსახიობი რომანტიკული კომედიების საყვარელი დუეტია, რომლებმაც სამი ფილმი გვაჩუქეს: „ქორწილის მომღერალი“ (პირველი ერთობლივი ნამუშევარი), „50 პირველი პაემანი“ და „არეულები“ (ამ დროისთვის ბოლო ერთობლივი პროექტი). სამივე ფილმი რეკომენდებულია ცუდი ხასიათის პირველივე სიმპტომების დროს.

  • რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი

    ამ კაშკაშა და ქარიზმატულმა მსახიობებმა უკვე სამჯერ ითამაშეს ერთად: რომანტიკულ კომედიაში „სულელი, უაზრო, სიყვარული“, თრილერში „განგსტერებზე მონადირენი“ და მიუზიკლში „ლა ლა ლენდი“. ვიმედოვნებთ, რომ ისინი კიდევ არაერთხელ გვაჩუქებენ ერთობლივ პროექტებს.

  • ტომ ჰენკსი და მეგ რაიანი

    ამ კინოწყვილის ურთიერთობის ისტორია დაიწყო ჰოლივუდური მელოდრამით „ჯო ვულკანის წინააღმდეგ“. ამის შემდეგ ჰენკსმა და რაიანმა ითამაშეს საკულტო ფილმში „უძინარები სიეტლში“ . 90-იანი წლების ბოლოს გამოვიდა რომანტიკული კომედია „თქვენთვის წერილია“. 17-წლიანი პაუზის შემდეგ კიდევ ერთი ერთობლივი პროექტი „ითაკა“ გვაჩუქეს, სადაც ჰენკსი და რაიანი ცოლ-ქმარს თამაშობენ.

  • ვინსენტ კასელი და მონიკა ბელუჩი

    ჩვენი ჩამონათვალის აბსოლუტური რეკორდსმენები და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი კინოს ისტორიაში - ვინსენტ კასელი და მონიკა ბელუჩი. 15 წლის მანძილზე მათ ისეთი დრამები გაალამაზეს, როგორიცაა „ბინა“, „სიამოვნება“, „დაუმორჩილებელი“, „გარდაუვალი“, ტრაგიკომედია „როგორი გინდივარ“ და მძაფრსიუჟეტიანი „დობერმანი“. ასევე,  „საიდუმლო აგენტები“ და „მგლის საძმო“.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.