ბავშვები, რომლებმაც ფილმში უფროსებზე უკეთ ითამაშეს (13 ფოტო)

კინო

11 აგვისტო 18:00, 2017 წელი

ზოგჯერ პატარა მსახიობები იმდენად კარგად ასრულებენ როლს, აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა, როდის მოასწრეს ასე დაოსტატება? წარმოგიდგენთ 13 პატარა მსახიობს, რომლებმაც ასაკის მიუხედავად გაგვაოცეს.

  

  • კირსტენ დანსტი - „ინტერვიუ ვამპირთან“

    კირსტენ დანსტმა პოპულარობა 10 წლის ასაკში, გოგონა ვამპირის როლით მოიპოვა. ერთ-ერთი მთავარი გმირის შემსრულებელმა ბრედ პიტმა მეწყვილეზე თქვა: „ის არის ბავშვი 30 წლის ქალის სულით და გონებით. მასთან ურთიერთობა, სხვა ბევრ ზრდასრულ ქალთან შედარებით, ბევრად საინტერესოა“. ალბათ, სწორედ ეს თვისება დაეხმარა კირსტენს, არაჩვეულებრივად შეესრულებინა უკვდავი ვამპირის როლი 10 წლის გოგონას სხეულში.

  • დაკოტა ფენინგი - „მე მქვია სემი“

    ფილმი მოგვითხრობს მამაკაცზე, რომლის გონებრივი განვითარებაც შვიდი წლის ბავშვის დონეზე შეჩერდა, დაკოტა მისი ქალიშვილის როლს ასრულებს. გოგონას ხშირად უფროსი ადამიანის მოვალეობების საკუთარ თავზე აღება უწევს. იმისთვის, რომ სევდიან სცენებში დამაჯერებელი ყოფილიყო, დაკოტა საყვარელი ოქროს თევზის სიკვდილზე ფიქრობდა. სხვათა შორის, დაკოტა ფენინგი კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტია.

  • ჯეიმი ბელი - „ბილი ელიოთი“

    ფილმი ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზეა. ჯეიმი ბელმა პატარა ბიჭის როლი შეასრულა, რომელიც ბალეტის ცეკვაზეა შეყვარებული. ჯეიმიმ ბევრიც იცეკვა გადასაღებ მოედანზე. ის ბალეტით სკოლაში იყო გატაცებული. მართალია, მაშინ თანატოლი ბიჭები დასცინოდნენ, მაგრამ ცეკვის ცოდნა დაეხმარა, უკეთ ეგრძნო როლი.

  • ჯასტინ ჰენრი - „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“

    ამ ფილმში ჯასტინმა ისეთ ძლიერ მსახიობებთან ერთად ითამაშა, როგორებიც არიან დასტინ ჰოფმანი და მერილ სტრიპი, თუმცა მიუხედავად ასაკისა, მან ძალიან რეალისტურად გადმოსცა ბავშვის გრძნობები, რომელსაც ცხოვრებაში ყველაზე რთული არჩევანის წინ აყენებენ. ჯასტინმა იმპროვიზაციაც კი შეძლო  - ეს არის ცნობილი სცენა ნაყინით, რომელიც სცენარში არ იყო.

  • კუავენჟაეი უოლისი - „ველური სამხრეთის ცხოველები“

    პატარა კუავენჟაეი უოლისმა ერთ-ერთი საუკეთესო როლი შეასრულა 2012 წელს. მას დებიუტად პირდაპირ მთავარი როლი ერგო - თითქმის მთელი ფილმი მარტო თამაშობდა. მსახიობი საკმაოდ ბევრ კინოპრემიაზე წარადგინეს, მათ შორის „ოსკარზე“, MTV Movie Awards და „სატურნზე“.

  • ჰენრი ტომასი - „უცხოპლანეტელი“

    ჰენრი ძალიან დამაჯერებელი იყო ელიოტის როლში, რომელიც უცხოპლანეტელს დაუმეგობრდა. ყველაზე შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ ჰენრის პარტნიორი უცხოპლანეტელის სათამაშო იყო და არა ნამდვილი მსახიობი. როდესაც ჰენრის ქასტინგზე მოწყენილი სახის მიღება სთხოვეს, იმდენად სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა, რომ რეჟისორ სტივენ სპილბერგსაც კი აუცრემლიანდა თვალები და მაშინვე დაამტკიცა მთავარ როლზე. 

  • ჯოდი ფოსტერი - „ტაქსის მძღოლი“

    ახალგაზრდობაში ჯოდი ფოსტერმა 12 წლის აირისის როლი შეასრულა. მაყურებელი მისით აღფრთოვანებული დარჩა, მსახიობი კი „ოსკარზე“ წარადგინეს და ამით მიიღო ბილეთი დიდ კინოში. სხვათა შორის, რამდენიმე სცენის გადაღებისას ჯოდი დახმარებისთვის დუბლიორს მიმართავდა - საკუთარ დას კინო ფოსტერს .

  • ტომას ტურგუსი - „ეს ინგლისია“

    11 წლის ტომასმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში, რომელიც სკინჰედებთან დამეგობრებულ ბიჭზე მოგვითხრობს. ამბობენ, რომ ის სხვა ზრდასრულ მსახიობებზე დამაჯერებელი იყო და საკმაოდ რთულ ფილმს ნამდვილი პროფესიონალივით გაუმკლავდა.

  • ტატუმ ონილი - „ქაღალდის მთვარე“

    10 წლის მსახიობმა კრიტიკოსები გააოცა თავისი როლით ფილმში „ქაღალდის მთვარე“, სადაც თაღლითი მამა-შვილი ქვეყნის გარშემო ფულის საშოვნელად მოგზაურობს. ტატუმი „ოსკარის“ ყველაზე პატარა მფლობელი გახდა ისტორიაში. სხვათა შორის, მას გადაღებების დროს საკმაოდ ხშირად უწევდა სალათის ფურცლებისგან გაკეთებული სიგარეტის მოწევა.

  • ელაიჯა ვუდი და მაკალეი კალკინი - „კარგი შვილი“

    ამ ფილმში ორი ახალგაზრდა მსახიობის ტანდემი შედგა. ფილმის გადაღებებისას მაკალეი კალკინი უკვე ვარსკვლავი იყო, განსხვავებით ელაიჯა ვუდისგან. მიუხედავად ამისა, მისმა თამაშმაც არავინ დატოვა გულგრილი. ასევე, უნდა აღინიშნოს მაკალეი კალკინის ძალიან კარგი ნამუშევარი დრამაში. თუმცა ბევრი კრიტიკოსი უკმაყოფილო იყო, რომ რეჟისორის არჩევანი სწორად მასზე შეჩერდა, რადგან 90-იანი წლების დასაწყისში კალკინი სწორად კომედიებთან ასოცირდებოდა.

  • ჰეილი სტაინფელდი - „სულის სიმტკიცე“

    როდესაც ფილმის შემქმნელები ეძებდნენ მსახიობს 14 წლის მეტი როსის როლისთვის, რომელსაც მამის სიკვდილისთვის შურისძიება უნდოდა, მათ 15 ათასი პრეტენდენტი გასინჯეს. საბოლოოდ ყველასთვის უცნობ ჰეილი სტაინფელდზე შეჩერდნენ და არ შემცდარან - მისმა დებიუტმა ყველა გააოცა, ფილმი კი „ოსკარის“ 10 ნომინაციაზე წარადგინეს.

  • ნატალი პორტმანი - „ლეონი“

    ლუკ ბესონის ფილმში მატილდას როლზე, დაახლოებით, 2000-მა კანდიდატმა სცადა ბედი, რომელთა შორის ლივ ტაილერიც იყო, მაგრამ ის ამ როლისთვის ასაკით დიდად მიიჩნიეს. თავიდან 11 წლის ნატალი პორტმანმაც უარი მიიღო, რადგან, სცენარის მიხედვით, პერსონაჟი უფრო დიდი ასაკის უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან სინჯებზე იმდენად კარგად ითამაშა, რომ ლუკ ბესონმა სწორად ის აიყვანა.

  • ებიგეილ ბრესლინი - „პატარა მის ბედნიერება“

    ოდესღაც 10 წლის ებიგეილი ბევრს დაამახსოვრდა ფილმიდან „პატარა მის ბედნიერება“, ახლა კი ის Forbes-ის სიაში ჰოლივუდის ყველაზე მდიდარ ახალგაზრდა ვარსკვლავებს შორის მე-8 ადგილზეა. ებიგეილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ლამაზი სახის გარეშეც შეიძლება, კარგი მსახიობი გახდე.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.