მსახიობები, რომლებმაც ლეგენდარულ ფილმებში მონაწილეობაზე უარი თქვეს (10 ფოტო)

კინო

8 სექტემბერი 18:00, 2017 წელი

შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ შავკანიანი ნეო „მატრიცაში“ ან ლეონარდო დიკაპრიო „ვარსკვლავური ომების“ შემადგენლობაში? ზოგიერთ მსახიობს უარი რომ არ ეთქვა შეთავაზებულ როლზე, ჩვენთვის ნაცნობი ფილმები ალბათ სულ სხვანაირი იქნებოდა...

   

  • ჯონ ტრავოლტა ფორესტ გამპის როლში - „ფორესტ გამპი“

    ჯონ ტრავოლტას „მაკულატურასა“ და „ფორესტ გამპს“ შორის მოუწია არჩევანის გაკეთება. რთული სათქმელია, რატომ თქვა უარი მსახიობმა მთავარ როლზე მეორეხარისხოვანი როლის გამო, შესაძლოა, ვინსენტ ვეგას გმირი მასთან უფრო ახლოს იყო. ასეა თუ ისე, „ოსკარებზე“ ორივე როლი იყო წარდგენილი, თუმცა ოქროს ქანდაკება მხოლოდ ჰენქსს ერგო.

  • ჰიუ ჯეკმანი ჯეიმს ბონდის როლში - „კაზინო როიალი“

    რა თქმა უნდა, აგენტ 007-ის როლი წარმატებული იქნებოდა, ამაში ეჭვის შეტანაც არ ღირს. თუმცა, მეორე მხრივ, ყველა მსახიობი, ვინც ბონდიანაში მიიღო მონაწილეობა, მაყურებლისთვის სამუდამოდ ჯეიმს ბონდად დარჩა. ჰიუ ჯეკმანმა გადაწყვიტა, იმ წელს სამურავის როლი შეესრულებინა ფილმში „იქს-ადამიანები“.

  • შონ კონერი გენდალფის როლში - ტრილოგია „ბეჭდების მბრძანებელი“

    შონ კონერი „ბეჭდების მბრაძენბელში“ ჯადოქარის როლზე ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იყო, მაგრამ მსახიობმა მასზე უარი თქვა, რადგან „სცენარი ვერ გაიგო“. მის ნაცვლად გენდალფის გმირი იან მაკკელენს ერგო, რომელმაც ამ როლისთვის „ოსკარის“ ორი ნომინაცია მიიღო.

  • ლეონარდო დიკაპრიო ენაკინ სქაიუოკერის როლში - „ვარსკვლავური ომები“

    მიუხედავად ენაკინ სქაიუოკერის დრამატული ისტორიისა, ლეონარდო დიკაპრიომ ეს როლი არასაკამრისად საინტერესოდ მიიჩნია. ასეა თუ ისე, მსახიობმა „ვარსკვლავური ომების“ გადაღებებზე უარი თქვა და მონაწილეობა „ნიუ-იორკის ბანდებში“ მიიღო.

  • მეგ რაიანი ვივიანის როლში - „ლამაზმანი“

    მეგ რაიანის გარდა, ვივიანის როლზე უარი ვაინონა რაიდერმა და დერილ ჰანამაც თქვეს. არცერთ მათგანს არ მოეწონა იდეა, რომ მდიდარი მამაკაცის დამხარებით მეძავს „საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება“ შეუძლია. ასეთი ფილმი, რა თქმა უნდა, ბევრ უკმაყოფილება გამოიწვევდა საზოგადოებაში, მაგრამ ჯულია რობერტსმა გადაწყვიტა, გაერისკა და ნამდვილად არ შეცდა...

  • ალ პაჩინო ჰან სოლოს როლში - „ვარსკვლავური ომები“

    როდესაც გაიგო, რომ გალაქტიკის მასშტაბის კონტრაბანდისტის როლს სთავაზობდნენ, ალ პაჩინომ სცენარიც კი არ წაიკითხა. ჰარისონ ფორდისთვის კი ეს როლი წარმატების გზად იქცა. მისი წყალობით XX საუკუნის ბოლოს ფორდი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებად კინომსახიობი გახდა.

  • უილ სმიტი ნეოს როლში - „მატრიცა“

    ზედმეტად ჩახლართულია - იფიქრა უილ სმიტმა და „მატრიცაზე“ უარის თქმა გადაწყვიტა. მსახიობმა „ველური ველური დასავლეთი“ აირჩია. მოგვიანებით სმიტმა ინტერვიუში აღიარა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო ინანა - ფილმი ნამდვილად არაჩვეულებრივი გამოვიდა.

  • გვინეთ პელტროუ როუზის როლში - „ტიტანიკი“

    მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმს კამერონს ძალიან უნდოდა, სწორად გვინეთ პელტროუს შეესრულებინა როუზის როლი, მსახიობი ამ როლით არ მოიხიბლა. ამ დროს კი ქეით უინსლეტი ემუდარებოდა, რომ ამ ფილმში აეყვანათ - შედეგად, ამ როლმა მას „ოსკარის“ პირველი ნომინაცია მოუტანა.

  • ჯეკ ნიკოლსონი მაიკლ კორლეონეს როლში - „ნათლია“

    ნიკოლსონმა გააზრებულად თქვა ამ როლზე უარი, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდა. მსახიობი დარწმუნებული იყო, რომ მაიკლ კორლეონე ნამდვილ იტალიელს უნდა ეთამაშა. ასე რომ, საბოლოოდ როლი ალ პაჩინოს ერგო, მიუხედავად იმისა, რომ კინოსტუდიის უფროსებს ამ პერსონაჟისთვის მისი სიმაღლე არასაკამრისად მიაჩნდათ.

  • რასელ ქროუ სამურავის როლში - „იქს-ადამიანები“

    რასელ ქროუს ამ როლზე უარი არ უთქვამს. უბრალოდ, ისეთი თანხა მოითხოვა, რომ ფილმის შემქმნელებმა იმ დროისთვის ნაკლებად ცნობილი ავსტრალიელი მსახიობის, ჰიუ ჯეკმანის აყვანა გადაწყვიტეს. ეს როლი ჰიუს კარიერისთვის სავიზიტო ბარათი აღმოჩნდა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.