მსახიობები, რომლებმაც ფილმებში შვილებთან ერთად ითამაშეს (12 ფოტო)

კინო

13 სექტემბერი 18:00, 2017 წელი

ბევრი ცნობილი მსახიობის შვილმა პატარა ასაკში ითამაშა დედის თუ მამის გვერდით, ბევრი კი პროფესიის არჩევისას დაადგა მშობლის გზას და არანაკლები წარმატებითაც... 

  

  • მერილ სტრიპი

    მსახიობს ოთხი შვილი ჰყავს, რომელთაგან ორმა - მერიმ და გრეისმა დედის გზა აირჩიეს. მათგან პირველმა სცენიური სახელი მემი გამერი დაირქვა და ფილმებში, რომლებშიც მერილი მონაწილეობდა, ეპიზოდურ როლებს ასრულებდა. მერის დედასთან ერთად ორ ფილმში დასამახსოვრებელი ნამუშევარი აქვს: „ეჭვიანობა“ და „რიკი და ფლეში“.

  • უილ სმიტი და ჯადა პინკეტ სმიტი

    მსახიობების ქალიშვილი უილოუ მამასთან ერთად მონაწილეობს ფილმში „მე ვარ ლეგენდა“, ვაჟი ჯეიდენი კი - ფილმებში „ბედნიერების კვალდაკვალ“ და „დედამიწის შემდეგ“.

  • ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი

    წყვილის ქალიშვილმა შაილომ ჯერ კიდევ ჩვილობისას ითამაშა მამასთან ერთად ფილმში „ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი“, ტყუპებისგან ერთ-ერთმა კი 5 წლის პრინცესა ავრორას როლი შეასრულა ფილმში „მალეფისენტი“.

  • კირკ დაგლასი

    ოსკაროსან მამასა და ვაჟს სამი საერთო ნამუშევარი აქვთ. კირკ და მაიკლ დაგლასები პირველად ერთად ეკრანებზე 1966 წელს გამოჩნდნენ, შემდეგ 2003 წელს ფილმში „ეს ხდება ოჯახში“ და შემდეგ 2008 წელს.

  • ბლაიტ დანერი

    ბლაიტ დანერის ნამდვილად აქვს მიზეზი, თავისი შვილებით იამაყოს. მისი ვაჟი ჯეიკი კინორეჟისორი გახდა, ქალიშვილი გვინეთ პელტროუ კი - მსოფლიო დონის მსახიობი. მომხიბვლელი კინოვარსკვლავები ეკრანებზე ერთად ორჯერ გამოჩნდნენ. პირველად ტელეფილმში „სასტიკი ეჭვი“ 1992 წელს, სადაც მთავარ როლზე დანერი დაამტკიცეს. მეორედ - ბიოგრაფიულ დრამაში „სილვია“, სადაც პირველ ხაზზე უკვე საკმაოდ ცნობილი გვინეთი წარდგა, ბლაიტმა კი მისი დედის როლი შეასრულა. 

  • მარტინ შინი

    მარტინსა და მის ვაჟს ჩარლის 15 საერთო პროექტი აქვთ. ეს ვარსკვლავური ოჯახი ყველასგან გამოირჩევა. 

  • ბრენდან გლისონი

    „ჰარი პოტერში“ ერთდროულად ორი წითური გლისონის ხილვა შეგიძლიათ. ბრენდონის მამამ პროფესორ მუდის როლი შეასრულა, უმცროსმა გლისონმა კი - უიზლის ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ბილის როლი.

  • სილვესტერ სტალონე

    2012 წელს ტრაგიკულად გარდაცვლილი მსახიობის ვაჟი სეიჯ სტალონე ბავშვობიდან გამოხატავდა კინოს მიმართ ინტერესს და მამასთან ერთად ფილმებში „როკი 5“ და „დღის სინათლე“ ითამაშა.

  • ბილი რეი საირუსი

    ყველას ახსოვს ახალგაზრდული სერიალი „ჰანა მონტანა“. სერიალში მაილის მამის როლი მისმა ნამდვილმა მამამ ბილი რეი საირუსმა შეასრულა.

  • სუზან სარანდონი

    მსახიობს სამი შვილი ჰყავს, მაგრამ მხოლოდ მისმა ქალიშვილმა ევამ მოინდომა, დედის გზას გაჰყოლოდა. ის საკმაოდ წარმატებული სატელევიზიო მსახიობია. დედასთან ერთად მან ათ პროექტზე იმუშავა.

  • დემი მური და ბრიუს უილისი

    კინოში გადაღება წყვილის სამივე ქალიშვილმა მოისურვა. სკაუტმა და ტალულამ დედასთან ერთად ითამაშეს ფილმში „ალისფერი სიმბოლო“. ტალულამ მამასთან ერთადაც მიიღო მონაწილეობა ფილმში „სრული ცხრა იარდი“. უფროსი ქალიშვილი რუმერი დედასთან ერთად ფილმში „სტრიპტიზი“ გადაიღეს და საერთო პროექტი აქვს მამასთან ერთად მძაფრსიუჟეტიან ფილმში „მძევალი“.

  • ჯერი სტილერი

    ცოტამ თუ იცის, რომ სახალისო მოხუცებული ფილმებში „ზულენდერი“ და „გულგატეხილი“ ცნობილი კომიკოსის ბენ სტილერის მამაა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.