10 ფილმი ადვოკატის რთულ პროფესიაზე

კინო

20 სექტემბერი 18:00, 2017 წელი

მათ ერთ სიტყვას ადამიანის გადარჩენა შეუძლია. თავიანთ საქმეში არა მხოლოდ ცოდნა, არამედ გამჭრიახობა, ცივი გონება და სწრაფად მოქმედების უნარი სჭირდებათ. ამ ფილმებში ადვოკატების ცხოვრების ბევრი საინტერესო ნიუანსია გადმოცემული.  

  • განაჩენი / The Verdict – 1982 წ.

    რეჟისორი: სიდნი ლუმეტი

    აღწერა: 1983 წელს ეს ფილმი „ოსკარის“ ხუთ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. პოლ ნიუმანის გმირი ოდესღაც წამყვანი ადვოკატი იყო, მაგრამ ალკოჰოლის სიყვარულმა მას კარგი არაფერი მოუტანა. იურიდიული საქმიანობით მხოლოდ დამკრძალავ ბიუროში შეეძლო დაკავებულიყო. მაგრამ ერთხელაც ძველმა კოლეგამ ძალიან საინტერესო საქმე მისცა, რომელიც ექიმების გულგრილ დამოკიდებულებას ეხებოდა. ადვოკატი მედიცინის წარმომადგენლების დანაშაულში დარწმუნებულია, მაგრამ საავადმყოფოს მხარეს არანაკლებ გამოცდილი ადვოკატები წარმოადგენენ. წინ უკომპრომისო სასამართლო პროცესი გელით...

  • ადვოკატი მკვლელისთვის / Criminal Law – 1988 წ.

    რეჟისორი: მარტინ კემპბელი

    აღწერა: ფილმის რეჟისორმა, კრიმინალური ჟანრის წესების გათვალისწინებით, სიუჟეტი საკმაოდ განსხვავებულად განავითარა. მან მაყურებელი არ დაღალა იმაზე ფიქრით, არის თუ არა კლიენტი ცივსისხლიანი მკვლელი. მან სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი დილემა დააყენა - უღირს თუ არა ადვოკატს კლიენტის დასაცავად „სულის გაყიდვა“, თუ დაივიწყოს ადვოკატის ეტიკეტი და ეცადოს, მართლმსაჯულება სინდისიერად აღასრულოს?

  • პირველყოფილი შიში / Primal Fear – 1996 წ.

    რეჟისორი: გრეგორი ჰობლიტი

    აღწერა: ამ ფილმის ყურებას ვურჩევთ მათ, ვისაც 90-იანი წლების კინო ენატრება. რიჩარდ გირმა კიდევ ერთი გენიალური ადვოკატის როლი შეასრულა და, როგორც ყოველთვის, უმაღლეს დონეზე. მისი პერსონაჟი არაადეკვატურ ბრალდებულს ეხმარება, რომელსაც არაჩვეულებრივად ასრულებს ედვარდ ნორტონი. ნახეთ, როგორ იქცა პატარა ეშმაკობა დამნაშავის შველად და გამოცდილი ადვოკატის მიუტევებელ შეცდომად.

  • ეშმაკის ადვოკატი / The Devil's Advocate – 1997 წ.

    რეჟისორი: ტეილორ ჰეკფორდი

    აღწერა: 90-იანი წლები - უკომპრომისო ახალგაზრდების დრო, რომლებიც კარიერულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები. კიანუ რივზის გმირი ფლორიდიდან ნიუ-იორკში ჩავიდა. ის უზომოდ თავდაჯერებული და უკვე წარმატებული ადვოკატია. მისმა პროფესიონალიზმმა ცნობილი საადვოკატო კომპანიის ხელმძღვანელობის ყურადღება მიიქცია. ის ამ სამსახურს დასთანხმდა და აქ დგება მის წინაშე რთული არჩევანი: მორალი თუ ეთიკა, ოჯახი თუ სამსახური... და როცა გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანში პატივმოყვარეობა დომინირებს, ეშმაკიც ყოველთვის იქვეა...

  • აუტანელი სისასტიკე / Intolerable Cruelty – 2003 წ.

    რეჟისორი: ჯოელ კოენი, ეთან კოენი

    აღწერა: ძალიან სასიამოვნო კომედია, რომელიც მაყურებელს განტვირთვის საშუალებას აძლევს. მთავარი გმირები არიან - ქეთრინი (ქეთრინ ზეტა-ჯონსი) და ადვოკატი მაილსი (ჯორჯ კლუნი). ყოველთვის შეიძლება ადვოკატ მაილსზე დაყრდნობა და განქორწინების დროს ფულის შენარჩუნება. ის ყველაფერს გააკეთებს კლიენტის დასაცავად. მისთვის სამსახური მუდამ პირველ ადგილზე იდგა, მაგრამ ულამაზეს ქეთრინთან შეხვედრამ ადვოკატის ცხოვრება და პრინციპებიც კი შეცვალა... 

  • სიკვდილის მძევალი / Afterwards – 2008 წ.

    რეჟისორი: ჟილ ბურდო

    აღწერა: რა ემართება ადამიანის სულს სიკვდილის შემდეგ? შეიძლება თუ არა ადამიანმა ამის შესახებ რამე იცოდეს? უბრალო ადამიანმა არა, მაგრამ არიან გამორჩეულები და ეს მათი ხვედრია. ექიმი ქეი სწორად ასეთი ადამიანი აღმოჩნდა. ის გავლენიანი ადვოკატის, ნატანის ცხოვრებაში მაშინ გამოჩნდა, როდესაც ეს უკანასკნელი საყვარელ ქალთან დაშორებას განიცდიდა. ნატანს თავიდან არ სურს კეის მოსმენა, მაგრამ მას დარწმუნება კარგად ეხერხება. ცოტა ხანში ნატანი სულ სხვანაირად იწყებს განვლილი ცხოვრების აღქმას. ახლა მან ზუსტად იცის, რას შეცვლის ცხოვრებაში.

  • ლინკოლნი ადვოკატისთვის / The Lincoln Lawyer – 2011 წ.

    რეჟისორი: ბრედ ფურმანი

    აღწერა: ინტრიგა, დინამიკა და მომხიბლავი მეთიუ მაკკონაჰი - რა არის კიდევ საჭირო მაყურებლის განწყობისთვის?! მეთიუს პერსონაჟი მიკი ცნობილი და იღბლიანი ადვოკატია, რომლის იმიჯს მისი უმშვენიერესი „ლინკოლნი“ ამშვენებს. მომდევნო საქმე მას განსაკუთრებულად არ მოსჩვენებია.  მდიდარი კლიენტის გამართლებას მარტივად მიაღწია. თითქოს საქმე დასრულდა და არქივში გაგზავნის დროა, თუმცა მიკიმ მალევე გაიგო, რომ მისი კლიენტი იტყუებოდა. კლიენტის დანაშაულის გამოაშკარავების წყურვილით აღსავსე ადვოკატი მაცდურად და ჭკვიანურად დაგებულ მახეში აღმოჩნდება. ახლა ციხე უკვე მას ემუქრება...

  • ქეით მაკკოლის ახალი მცდელობა / The Trials of Cate McCall – 2013 წ.

    რეჟისორი: კარენ მონკრიფი

    აღწერა: ქეითი ბრწყინვალე პროფესიონალია, ასეთი ადვოკატი ყველა კლიენტის ოცნებაა, თუმცა ალკოჰოლისადმი მიდრეკილებამ მისი კარიერა შეცვალა. ქალიშვილის ჩამორთმევის შემდეგ კი ცხოვრება თითქოს თავზე დაექცა. იმისთვის, რომ იმიჯიც აღიდგინოს და შვილიც დაიბრუნოს, ახალი საქმე უნდა მოიგოს. შეძლებს თუ არა ქეითი შანსის გამოყენებას?

  • მოსამართლე / The Judge – 2014 წ.

    რეჟისორი: დევიდ დობკინი

    აღწერა: თქვენ წინაშეა ოჯახური დრამა - ფატალური შემთხვევებით, ნათესაური გარჩევებითა და ოჯახური ღირებულებების გადაფასებით. ჩახლართული სიუჟეტის ცენტრში ადვოკატი შვილია, რომელიც, მიუხედავად მამისადმი მტრული დამოკიდებულებისა, მზად არის მის დასაცავად. მამამისს მკვლელობაში ადანაშაულებენ. რთული საქმე მთავარ გმირს საკუთარ ოჯახში რწმენის დაბრუნებაში ეხმარება. ფილმში რეჟისორმა ადგილი სასიამოვნო იუმორისთვისაც გამონახა...

  • საწოლში ვიქტორიასთან / In Bed with Victoria -2016 წ.

    რეჟისორი: ჟუსტინ ტრიე

    აღწერა: ვიქტორია ადვოკატია, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობს. ის განქორწინებულია და ორი ქალიშვილის გასაზრდელად ძიძებს იხმარს. შრომისმოყვარე ადვოკატს პირადი ცხოვრებისთვისაც არ აქვს დრო, ამიტომ პარტნიორებს მხოლოდ ერთი ღამისთვის ირჩევს. მისი ცხოვრება ასე გაგრძელდებოდა, რომ არა მისი ყოფილი ქმარი, რომელმაც თავის ბლოგში ვიქტორიას ინტიმური დეტალები გამოაქვეყნა. ვიქტორიას რეპუტაცია საფრთხის ქვეშ დგება და ადვოკატს ყოფილ ქმარზე სასამართლოში სარჩელი შეაქვს...


წყარო
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.