10 ყველაზე სექსუალური ქალი ბოროტმოქმედი

კინო

22 სექტემბერი 18:00, 2017 წელი

ისინი ხშირად შეუდარებლად მომხიბლავები არიან, აკრძალვებს არ ემორჩილებიან, შავ მაგიას ფლობენ, ნებისმიერ მოწინააღმდეგეს მარტივად უმკლავდებიან და იოლად მართავენ სამეფოებს. მკვეთრ მაკიაჟს ატარებენ ან ულამაზესი საღამოს კაბებით დადიან. ეს არც არის გასაკვირი - მათ როლებს ხომ კინემატოგრაფიის ყველაზე ლამაზი ქალბატონები ასრულებენ. 

  

  • ანჯელინა ჯოლი - „მალეფისენტი“, 2014 წ.

    ამ ფილმის შესახებ პრემიერამდე ერთი წლით ადრე დაიწყეს ლაპარაკი, როდესაც მაყურებელს ახალ-ახალი თრეილერებით აღიზიანებდნენ. ფილმის მთავარი კოზირი, რა თქმა უნდა, ანჯელინა ჯოლი იყო. „მეცინება, როდესაც მეუბნებიან, რომ ბოროტმოქმედების როლები მიხდება, მაგრამ მალეფისენტი ძალიან მიყვარდა. როცა პატარა ვიყავი, მეშინოდა მისი, თან ამავდროულად მიზიდავდა... მაგრამ იცით, რა არის საინტერესო? ის, როგორ წარმოვიდგენ მას მე, და ის, როგორ წარმოიდგენენ მას სხვები, სინამდვილეში არ არის ის, ვინც არის ის სინამდვილეში“, - ამბობდა ანჯელინა.

  • შარლიზ თერონი - „ფიფქია და მონადირე“, 2012 წ.

    „სიმართლე გითხრათ, მომეწონა გადაღებების დროს ადამიანებისთვის ყვირილი. იმდენად ხშირად ვყვიროდი, რომ მუცლის ის კუნთები დამეჭიმა, რომელთა არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი“, - ხუმრობს შარლიზი. ფილმში „ფიფქია და მონადირე“ შარლიზს 20 ლუქი ჰქონდა და კონცეპტუალურად დედოფლის ყველა კაბა სიკვდილს განასახიერებს.

  • ჯულია რობერტსი - „ფიფქია“, 2012 წ.

    შარლიზ თერონს იმავე წელს კონკურენცია ჯულია რობერტსმა გაუწია. მაგრამ მსგავსი სიუჟეტის ეს ორი ფილმი თავიდანვე გამიჯნეს: მსახიობებს სხვადასხვა აუდიტორიისთვის უნდა ეთამაშათ და ამიტომ სრულიად განსხვავებული პერსონაჟები უნდა შეექმნათ. ამ ფილმში დედოფლის თითქმის ყველა კაბა ვიწრო კორსეტით მოიაზრებოდა და 30 კილოგრამს იწონიდა, რაც ძალიან აწუხებდა ჯულიას, რომელიც რეალურ ცხოვრებაში უბრალოდ ტანსაცმელს ხმარობს. „სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ ბოროტ დედოფლად გადაქცევაში რამდენიმე ადამიანი დამეხმარა, რომლებსაც იმაზე ახლოს ვიცნობ, ვიდრე მინდა“, - გულახდილად აღიარა მსახიობმა.

  • ჯესიკა ლანჟი - „ამერიკული საშინელებათა ისტორია“, 2013-2014 წწ.

    სერიალ „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მესამე სეზონში ჯესიკას პერსონაჟი სექსუალური ჯადოქარია, ვიწრო ქვედაბოლოსა და მაღალ ქუსლებზე, რომელიც ახალგაზრდობის დაბრუნებას ცდილობს. მაგრამ ლანჟმა ამავე დროს მოახერხა, ეჩვენებინა, არა სიბერის უსუსურობა, არამედ 60 წელს გადაცილებული ქალის სექსუალურობა. 

  • ლენა ჰიდი - „სამეფო კარის თამაშები“, 2011-2017 წწ.

    სერსეი ლანისტერისთვის ღალატი, ეშმაკობა და სისასტიკე უცხო არ არის. ეს იმ ატმოსფეროს დამსახურებაა, სადაც ის იზრდებოდა. 19 წლის ასაკში იძულებით გაათხოვეს მეფე რობერტ ბარატეონზე, რომლის შეყვარებაც ვერ შეძლო და ამასთანავე, იძულებულია, თავისი ტყუპი ძმისადმი გრძნობები დამალოს. „სერსეი შიშით იძინებს და იღვიძებს, ტერორით  და საშიშროებებითაა გარშემორტყმული, თუმცა სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს - ამისთვის ცოტას მოძრაობს და მუდმივად მომლოდინე კობრას პოზაშია“, - ამბობს ლენა თავის პერსონაჟზე.

  • ევა გრინი - „მუქი ჩრდილები“, 2012 წ.

    ხანდახან ბოროტ პერსონაჟად გარდასაქმნელად ახალი თმის ფერი სრულიად საკმარისია. სწორედ ამ ხრიკს მიმართა ევა გრინმა, რომელიც ჯერ კიდევ „მეოცნებენიდან“ შავგვრემანი გვახსოვს. პლატინის თმები, წითელი კაბა და ალისფერი ტუჩები ნებისმიერ მამაკაცს დაატყვევებს, მაგრამ ჯონი დეპის პერსონაჟს შეუძლია, ამ სილამაზეს არ დანებდეს. სწორედ ამიტომ შეყვარებული ჯადოქარი მას ვამპირად აქცევს და რამდენიმე საუკუნით მარხავს. „ანჟელიკა ცოტა შეშლილია, მაგრამ იცით, სწორად ამას ჰქვია სიყვარული“, - იცავს თავის პერსონაჟს ევა.

  • ტილდა სუინტონი - „ნარნიას ქრონიკები“, 2005-2014 წწ.

    ტილდა სუინტონის საუცხოო გარეგნობისთვის ნებისმიერი ზღაპრის კარია ღია. „ნარნიას ქრონიკების“ ტრილოგიაში მსახიობმა თეთრი ჯადოქრის როლი შეასრულა. მისი მთავარი მიზანია ნარნიის დაპყრობა და მასში შიშისა და სიცივის დათესვა. თავად ტილდა აღიარებს, რომ ფილმში საკუთარი ჩაცმულობა ჩანჩქერს მოაგონებს, თავად ჯადოქარი კი თითქოს ყინულისგან არის შექმნილი. 

  • მონიკა ბელუჩი - „ძმები გრიმები“, 2005 წ.

    კიდევ ერთი ჯადოქარი, რომელიც მარადიულ სიცოცხლეზე ოცნებობს. თუ წინა კინოგმირები სცენარისტებისა და მეზღაპრეების წარმოსახვის შედეგები იყვნენ, მონიკა რეალურად არსებულ პერსონაჟად გარდაისახა - გრაფინია ელიზაბეტ ბატორად, რომელიც ქალიშვილებს ხოცავდა, რადგან სჯეროდა, რომ მათი სისხლი გაახალგაზრდავებაში ეხმარებოდა.

  • დერილ ჰანა - „მოკალი ბილი“, 2003-2004 წწ.

    მამაკაცების მოსახიბლად ხანდახან ექთნის ხალათიც საკმარისია. ქერა დერილის ეპიზოდი სწორედ მედდის ხალათით გახდა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმში „მოკალი ბილი“. ამ პერსონაჟის კიდევ ერთი გამორჩეული დეტალი თვალის სახვევი გახდა - ფეთქებადი და ჯიუტი ხასიათის სიმბოლო.

  • უმა თურმანი - „ბეტმენი და რობინი“, 1997 წ.

    უმა თურმანის პერსონაჟი ბეტმენის კომიქსიდან ერთ-ერთი საშიში ლამაზმანია: ფერადი მაკიაჟი, გრძელი, წითური თმები და მწვანე მოტკეცილი პიჯაკი. „ასეთი გმირები უსასრულო შესაძლებლობებს იძლევიან, ამიტომაც არიან ასე მიმზიდველები“, - ამბობდა უმა თურმანი ფილმის გამოსვლის შემდეგ.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.