14 ახალი სერიალი შემოდგომის საღამოებისთვის

კინო

27 სექტემბერი 18:00, 2017 წელი

წვიმის აკომპანიმენტის ქვეშ სერიალის ყურება ბევრს უყვარს. თუ თქვენც მათ შორის ხართ, მაშინ გადახედეთ ჩვენ მიერ შედგენილ სიას.

  

  • The Deuce

    წინა საუკუნის 70-იანი წლების ნიუ-იორკი. პრესტიჟულ მანჰეტენზე „ფასიანი სიყვარულის“ ინდუსტრია ყვავის. ამბავს ტყუპი მაფიოზებისა (ჯეიმს ფრანკო) და მეძავის (მეგი ჯილენჰოლი) ცხოვრების პრიზმიდან მიადევნებთ თვალს.

    პრემიერა: 2017 წლის 25 აგვისტო

  • Alias Grace

    მარგარეტ ეტვუდის კიდევ ერთი ნაწარმოების ეკრანიზაცია. სერიალი მოსამსახურე ქალზე მოგვითხრობს. გრეისს საკუთარი პატრონის მკვლელობაში დასდეს ბრალი და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა თავად ამტკიცებს, რომ არაფერი ახსოვს. პატიმრობიდან 10 წლის შემდეგ ექიმმა საიმონ ჯორდანმა გადაწყვიტა, გრეისს მეხსიერების აღდგენაში და მოვლენების გახსენებაში დაეხმაროს.

    პრემიერა: 2017 წლის 25 სექტემბერი

  • Gunpowder

    სამი ეპიზოდისგან შემდგარი მინისერიალი XVII საუკუნის ცნობილი „დენთის შეთქმულების“ ისტორიას მოგვითხრობს. ინგლისის მეფე ჯეიმს I უნდა დასწრებოდა პარლამენტში სესიის გახსნას. კათოლიკე შეთქმულთა ჯგუფს, რომლებიც ანგლიკანური ეკლესიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, გადაწყვეტილი ჰქონდათ მეფისა და დიდებულების განადგურება.
    სერიალი არა მხოლოდ ისტორიის მოყვარულებს, არამედ „სამეფო ტახტის თამაშების“ თაყვანისმცემლებსაც დააინტერესებს, რადგან მთავარ როლს კიტ ჰარინგტონი ასრულებს.

    პრემიერა: 2017 წლის ნოემბერი

  • A.P. Bio

    ჯეკ გრიფინი ფილოსოფიის პროფესორია, რომელიც საყვარელ სამსახურს ერთ დღეში კარგავს. ის სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად იწყებს მუშაობას. გრიფინს ნიჭიერი მოსწავლეებით სავსე კლასი შეხვდება, რომლის დახმარებითაც  დაკარგული თანამდებობის დაბრუნებას ცდილობს.

    პრემიერა: 2017 წლის ოქტომბერი

  • Smilf

    როდესაც 20 წლის ხარ და პატარა შვილი გყავს, სამსახურის მოძებნა და პირადი ცხოვრების მოწესრიგება მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ამ კომედიური სერიალის სიუჟეტი მთავარი როლის შემსრულებლის და სცენარის ავტორის ფრენკი შოუს ისტორიაა.

    პრემიერა: 2017 წლის 5 ნოემბერი

  • Young Sheldon

    დიდი ხნის ნანატრი სპინ-ოფი 9 წლის შელდონ კუპერზე. ის, მიუხედავად პატარა ასაკისა, თითქმის არაფრით განსხვავდება ჯიმ პარსონის პერსონაჟისგან. საინტერესოა, რომ პატარა შელდონის დედას ზოი პერი შეასრულებს, რომელიც უფროსი შელდონ კუპერის დედის როლის შემსრულებელი მსახიობის ქალიშვილია.

    პრემიერა: 2017 წლის 25 სექტემბერი

  • Godless

    ვესტერნის სტილის სერიალები, რომლებშიც მთავარი როლები ქალებს ეკუთვნით, ძალიან იშვიათია. „ღმერთისგან დავიწყებულების“ მოქმედება 1884 წლის ველურ დასავლეთში ვითარდება. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ყაჩაღი გაქურდული ნივთებით გაქცეულ მეწყვილეს ეძებს და ქალაქ ლა ბელში ხვდება, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობენ.

    პრემიერა: 2017 წლის 22 ნოემბერი

  • Strike

    ეს სერიალი ჯოან როულინგის თაყვანისმცემლებისთვის ნამდვილი საჩუქარია. ის გამომძიებელზე მოგვითხრობს, რომელიც პატარა დეტექტიურ სააგენტოში მუშაობს და პრაქტიკულად უიმედო საქმეებს იძიებს.

    პრემიერა: 2017 წლის 27 აგვისტო

  • The Good Doctor

    შონ მერფი - ყველაზე უჩვეულო ქირურგი მსოფლიოში. ის ფენომენალურ უნარს ფლობს - ამოიცნოს და უმკურნალოს ყველაზე რთულ დაავადებებს. ამასთანავე, აქვს ფანტასტიკური მეხსიერება. თუმცა მას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს: გენიალურ ექიმს აუტიზმის სპექტრის აშლილობა აქვს და ადამიანების ემოციების გაგება და პაციენტების თანაგრძნობა აბსოლუტურად არ შეუძლია.

    პრემიერა: 2017 წელის 25 სექტემბერი

  • Mindhunter

    ეს სერიალი დევიდ ფინჩერმა გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეცაგენტ ჯონ დუგლასის წიგნის მიხედვით გადაიღო, რომელიც მანიაკებზე ნადირობასა და მათი ფსიქოლოგიური პროფილების შედგენაზე მოგვითხრობს. მოვლენები 1979 წელს ვითარდება.

    პრემიერა: 2017 წლის 13 ოქტომბერი

  • Philip K. Dick’s Electric Dreams

    ფილიპ კ. დიკი - მწერალი, რომლის წიგნის მიხედვითაც რიდლი სკოტს გადაღებული აქვს ფილმი „დანის პირზე მორბენალი“ . „ელექტროსიზმრები“ - რთულია, მას ვუწოდოთ სერიალი კლასიკური გაგებით, რადგან თითოეული სერია ამ დიდი ავტორის ერთი ნაწარმოების კინოილუსტრაციაა. სხვათა შორის, ფილიპ დიკის როლში არაჩვეულებრივი ბრაიან კრენსტონია.

    პრემიერა: 2017 წლის 17 სექტემბერი

  • Ten Days in the Valley

    წარმატებული სატელევიზიო პროდიუსერისა და მარტოხელა დედის ცხოვრება ერთ დღეში იცვლება, როდესაც მის პატარა ქალიშვილს პირდაპირ სახლიდან იტაცებენ. გარკვეული მიზეზების გამო მას პოლიციის ნდობაც არ შეუძლია და თვითონ იწყებს ქალიშვილის ძებნას. მოტაცების ამბავი უფრო და უფრო იდუმალებაში იხლართება.

    პრემიერა: 2017 წლის 1-ლი ოქტომბერი

  • Star Trek: Discovery

    ლეგენდარული „ვარსკვლავური გზის“ დიდი ხნის ნანატრი გაგრძელება მოგვითხრობს ამბებზე, რომლებიც ორიგინალ სერიალში განვითარებულ მოვლენებამდე 10 წლით ადრე ხდებოდა.

    პრემიერა: 2017 წლის 24 სექტემბერი

  • The Sinner

    ერთ ჩვეულებრივ მზიან დღეს კორა ტანეტი, მეუღლესთან და ბავშვთან ერთად, სანაპიროზე ისვენებდა. მშვიდი ვითარება მოულოდნელად იცვლება - კორა შორიახლოს წყვილს შეამჩნევს, დანას იღებს და ახალგაზრდა მამაკაცს კლავს, რომელიც გოგონას კოცნიდა. თითქოს ამ აგრესიის შეტევას ლოგიკური ახსნა არ გააჩნია, მაგრამ გამოძიება მოულოდნელ შედეგს დებს...

    პრემიერა: 2017 წლის 2 აგვისტო

წყარო
დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.