რეჟისორები, რომლებმაც შედევრები პირველივე ცდაზე შექმნეს

კინო

13 ოქტომბერი 18:00, 2017 წელი

კარგად ვიცით, რომ პირველივე ნამუშევარი შედევრად იშვიათად შეიძლება აღიარონ, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ფილმის გადაღებაზე. სწორედ ასეთ იშვიათთა შორის არის ის ფილმები, რომლებსაც დღეს წარმოგიდგენთ და რომლებიც კინოს 12 გენიოსის სადებიუტო ნამუშევარია.

  

  • დონი დარკო / Donnie Darko – 2001 წ.

    რეჟისორი: რიჩარდ კელი

    საკულტო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმმა „დონი დარკომ“  26 წლის რიჩარდ კელის მსოფლიო აღიარება მოუტანა. ჟურნალმა Empire ამერიკელი კინორეჟისორის სადებიუტო ნაშრომი ყველა დროის საუკეთესო დამოუკიდებელ ფილმებს შორის მეორე ადგილზე დააყენა.

  • ჩიკაგო / Chicago – 2002 წ.

    რეჟისორი: რობ მარშალი

    რობ მარშალის წარმატება მართლაც შესაშურია. მისმა პირველივე ნამუშევარმა ყველა აღაფრთოვანა, მათ შორის, ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია. „ჩიკაგო“ 13 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და 6 ოსკარის დაიმსახურა, მათ შორის - როგორც წლის საუკეთესო ფილმმა.

  • ნახვამდის პატარავ, ნახვამდის / Gone Baby Gone – 2007 წ.

    რეჟისორი: ბენ აფლეკი

    ბენ აფლეკის ყურებას კადრში ვართ მიჩვეულები და არა კადრსმიღმა, თუმცა მისი სარეჟისორო დებიუტი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ფილმი „ნახვამდის პატარავ, ნახვამდის“ როგორც კინოკრიტიკოსებს, ისე მაყურებელსაც ძალიან მოეწონა. აფლეკმა ამ ნაშრომისთვის ამერიკის ეროვნულ კინოკრიტიკოსთა საბჭოს პრემია დაიმსახურა საუკეთესო სარეჟისორო დებიუტისთვის.

  • ცოფიანი ძაღლები / Reservoir Dogs - 1991 წ.

    რეჟისორი: კვენტინ ტარანტინო

    რა მოხდებოდა, ტარანტინოს, უბრალოდ, მსახიობობა რომ გადაეწყვიტა? კარგია, რომ ამ სფეროში მას თავისი არასტანდარტული გარეგნობის გამო არ გაუმართლა. ამიტომაც 1991 წელს ის რეჟისორის სავარძელში აღმოჩნდა. სწორად მაშინ გადაიღო კვენტინმა საკულტო სადებიუტო ფილმი „ცოფიანი ძაღლები“ და, სხვათა შორის, მსახიობად საკუთარი თავიც მიიწვია, თუმცა - არა მთავარ როლზე...

  • ამერიკული სილამაზე / American Beauty – 1999 წ.

    რეჟისორი: სემ მენდესი

    „ამერიკული სილამაზე“ სემ მენდესის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. 1999 წელს ფილმმა 5 „ოსკარი“ მოიპოვა, მათ შორის - საუკეთესო რეჟისურისთვის.

  • ბანქო, ფული და ორი ლულა / Lock, Stock and Two Smoking Barrels – 1998 წ.

    რეჟისორი: გაი რიჩი

    ამ ფილმმა გაი რიჩის საშუალება მისცა, კლიპების გადამღებიდან გენიალური რეჟისორების რიგებში გადასულიყო. ნიჭიერ ბრიტანელს რეჟისორის დებიუტმა უდიდესი წარმატება და არაერთი უმაღლესი კინოპრემია მოუტანა.

  • გაქცევა შოუშენკიდან / The Shawshank Redemption – 1994 წ.

    რეჟისორი: ფრენკ დარაბონტი

    ფრენკ დარაბონტმა პირველივე ცდაზე შექმნა ფილმი, რომელიც ყველა დროისა და ქვეყნის საუკეთესო ფილმების სიაში ლიდერია. მისმა სადებიუტო ფილმმა „გაქცევა შოუშენკიდან“ 7 „ოსკარი“ დაიმსახურა.

  • იყო ჯონ მალკოვიჩი / Being John Malkovich – 1999 წ.

    რეჟისორი: სპაიკ ჯონსი

    ამერიკელი კინორეჟისორის სპაიკ ჯონსის სადებიუტო ნამუშევარია ფანტასტიკური კომედია „იყო ჯონ მალკოვიჩი“. ამ ფილმმა „ოქროს გლობუსზე“ 4 ნომინაცია და „ოსკარზე“ 3 ნომინაცია დაიმსახურა. გარდა ამისა, ჯონსმა არხ MTV-ის პრემია მიიღო, როგორც საუკეთესო ახალბედა რეჟისორმა.

  • 12 განრისხებული მამაკაცი / 12 Angry Men – 1957 წ.

    რეჟისორი: სიდნი ლუმეტი

    სიდნი ლუმეტის დებიუტი წინა საუკუნის შუა წლებში შედგა, თუმცა მის ფილმზე „12 განრისხებული მამაკაცი“ დღემდე საუბრობენ. ეს ფილმი განიხილება, როგორც იურიდიული ფილმების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. მან ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო და „ოსკარის“ 3 ნომინაცია მოიპოვა, მათ შორის - წლის საუკეთესო ფილმისთვის.

  • ჩვეულებრივი ადამიანები / Ordinary People – 1980 წ.

    რეჟისორი: რობერტ რედფორდი

    რობერტ რედფორდი იმ 6 რეჟისორთაგან ერთ-ერთია, ვინც მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში „საუკეთესო რეჟისორის“ მთავარი კინოჯილდო სადებიუტო ფილმისთვის მიიღო. დრამამ „ჩვეულებრივი ადამიანები“ „ოსკარის“ 3 პრემია და „ოქროს გლობუსის“ 5 პრემია მოიპოვა, მათ შორის - წლის საუკეთესო ფილმისთვის.

  • კაპოტე / Capote – 2005 წ.

    რეჟისორი: ბენეტ მილერი

    „კაპოტე“, „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა“, „მელიებზე მონადირე“ - როგორც ჩანს, ბენეტ მილერმა იცის არა მარტო ის,  როგორ გააკეთოს წარმატებული სადებიუტო ფილმი, არამედ ისიც, როგორ გააგრძელოს შედევრების გადაღება. მისი არცერთი ფილმი არ დარჩენილა ამერიკის კინოაკადემიის ყურადღების მიღმა.

  • თქვი რამე... / Say Anything… - 1989 წ.

    რეჟისორი: კამერონ ქროუ

    რეჟისორმა, მსახიობმა, სცენარისტმა, პროდიუსერმა და კომპოზიტორმა კამერონ ქროუმ კარგად იცის, როგორ უნდა შექმნას კარგი ფილმი. მისი სადებიუტო ნაშრომის შემდეგ უკვე 28 წელი გავიდა, თუმცა ფილმი „თქვი რამე“  ჯერ კიდევ ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ისტორიად მიიჩნევა.

წყარო
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?