მსახიობები, რომლებსაც ცნობილ როლებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ (10 ფოტო)

კინო

18 ოქტომბერი 18:00, 2017 წელი

მათ აშკარად არ გაუმართლათ: ზოგი ბოლო მომენტში შეცვალეს, ზოგმა - სხვა როლის გამო თქვა უარი, ზოგს კი, უბრალოდ, სცენარი არ მოეწონა - მაგალითად, როგორც ალ პაჩინოს „ვარსკვლავური ომები“, სადაც ის ჰარისონ ფორდმა შეცვალა...

  

  • გალ გადოტი - იმპერატორი ფურიოსა ფილმში „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“

    გალ გადოტმა, რომელიც ახლა ქალი-საოცრების როლითაა ცნობილი, ფურიოსას როლისთვის ფილმში „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“ ქასტინგიც გაიარა, მაგრამ მას უფრო ცნობილმა შარლიზ თერონმა აჯობა. აშკარაა, რომ ქასტინგის დირექტორმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თანაც წაგებულს ძალიან მალე გამოუჩნდა სანუგეშო...

  • ივან რეონი - ჯონ სნოუ, ჩრდილოეთის მეფე სერიალში „სამეფო კარის თამაშები“

    ივან რეონმა, რომელმაც შედეგად ამავე სერიალში ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბოროტმოქმედის - რამსი ბოლტონის როლი შეასრულა, თავდაპირველად კეთილი ჯონ სნოუს როლზე გაიარა ქასტინგი. საბოლოოდ მას მხოლოდ კიტ ჰარინგტონმა აჯობა.

  • კრისტინ დეივისი - კერი ბრედშოუ სერიალში „სექსი დიდ ქალაქში“

    კრისტინ დეივისმაც მოსინჯა ბედი მთავარი როლისთვის, მაგრამ კერი ბრედშოუს როლზე სარა ჯესიკა პარკერი დაამტკიცეს, კრისტინს კი შარლოტას როლი ერგო. მსახიობის თქმით, სცენარის პირველ ვერსიაში მთავარი გმირი მას უფრო ჰგავდა, ვიდრე სარას.

  • მაიკლ კიტონი - ექიმი ჯეკ შეპარდი სერიალში „დაკარგულები“

    ჯეკ შეპარდის როლს მაიკლ კიტონს სთავაზობდნენ, რომელიც იმ დროს ბეტმენისა და ბითლჯუსის როლებით იყო ცნობილი. თავდაპირველად, მისი გმირი პირველივე სერიაში უნდა დაღუპულიყო, მაგრამ სცენარისტებმა გადაიფიქრეს და გადაწყვიტეს, ცოცხალი დაეტოვებინათ. მსახიობი არ იყო მზად, რამდენიმე წელი ამ პროექტისთვის მიეძღვნა, ამიტომ როლი მეთიუ ფოქსს ერგო. კიტონს კი მომდევნო 10 წლის განმავლობაში როლებში კატასტროფულად არ გაუმართლა...

  • ჯუდ ლოუ - ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში „პრესტიჟი“

    თავდაპირველად ქრისტოფერ ნოლანს პროექტში ჯუდ ლოუს დაკავება სურდა. ზუსტად რომელ როლზე, უცნობია - ან ენჯეირის, ან ბორდენის, მაგრამ კრისტიან ბეილთან მუშაობის შემდეგ რეჟისორმა გადაიფიქრა და გადაწყვიტა, რომ ჯეკმანისა და ბეილის ტანდემი უფრო საინტერესო იქნებოდა.

  • ჯიმ კერი - კაპიტანი ჯეკი ბეღურა ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები“

    „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ფენომენალური წარმატება უმეტესწილად ჯონი დეპის პერსონაჟის ჯეკი ბეღურას დამსახურებაა. რა გამოუვიდოდა ჯიმ კერის, უცნობია, მაგრამ მან კაპიტნის როლზე „ყოვლისშემძლე ბრიუსის“ გამო თქვა უარი. არც ეს გამოვიდა ცუდი, მაგრამ არა ისეთი მომგებიანი, როგორც მრავალსერიიანი ფილმი პირატებზე.

  • ემილი უოტსონი - ამელი ფილმში „ამელი“

    რეჟისორი ჟან-პიერ ჟანო მთავარი როლის შემსრულებლად ემილი უოტსონზე ოცნებობდა. მსახიობიც თანახმა იყო, მაგრამ ის ვერ საუბრობდა ფრანგულად და თანაც უკვე „გოსფორდ პარკის“ გადაღებებზე იყო დათანხმებული. საბოლოოდ ოდრი ტოტუს გაუმართლა.

  • ლივ ტაილერი - მატილდა ფილმში „ლეონი“

    რეჟისორის დამხმარემ ნატალი პორტმანის კანდიდატურა ჯერ კიდევ ქასტინგამდე დაიწუნა, რადგან ის ძალიან პატარა მოეჩვენა. სხვა კანდიდატებთან ერთად, 17 წლის ლივ ტაილერიც განიხილებოდა, მაგრამ მიხვდნენ, რომ ის ზედმეტად დიდი იყო. 11 წლის ნატალიმ მაინც შეაღწია ქასტინგზე და იმპროვიზაციის დროს შეძლო, დაემტკიცებინა, რომ ნამდვილი მსახიობია.

  • მეთიუ მაკკონაჰი და გვინეთ პელტროუ - ჯეკი და როუზი ფილმში „ტიტანიკი“

    დიკაპრიომდე და უინსლეტამდე დიდი ხნით ადრე ჯეიმს კამერონმა ჯეკისა და როუზის როლები მაკკონაჰისა და პელტროუს შესთავაზა. მეთიუმ განაცხადა, რომ როლი მოსაწყენი და ცუდად გაწერილია, გვინეტმაც მსგავსი მიზეზით თქვა უარი.

  • ალ პაჩინო - ჰან სოლო ფილმში „ვარსკვლავური ომები“

    ვერც ალ პაჩინომ შეამჩნია თავისი ბედნიერება. მას ჰან სოლოს როლს სთავაზობდნენ, მსახიობმა კი „სცენარი ვერ გაიგო“. მისი გაგება შეიძლება: იმ დროს ვერავინ დაიჯერებდა, რომ ფილმი გაჰიტდებოდა, ჰარისონ ფორდიც კი, რომელიც როლს დასთანხმდა, საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი. უბრალოდ, მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა: მისი სამსახიობო კარიერა უკან-უკან მიდიოდა და, ალ პაჩინოსგან განსხვავებით, მას არ ჰქონდა ფუფუნება, როლებზე უარი ეთქვა.

წყარო: twizz.ru
საკნატუნო ამბები

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ზეპირი ანკეტა

შოთა იათაშვილი: „ხალისი სულ მაქვს, მაგრამ სევდაც სულ თან დამყვება“

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია პოეტი შოთა იათაშვილი.
საკნატუნო ამბები

იმისთვის, რომ კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო

„ბიძაჩემი ამბობს, რომ ქალები უკეთესი მზარეულები არიან, სამზარეულოშია მათი ადგილი და „ქალური მოვალეობაც“ კარგად უნდა შეასრულონ“, - წერს ბეირუთელი ფოტოგრაფი ალი რეზკალაჰი. „ვიცი, რომ ყველა კაცი ბიძაჩემივით არაა, ამიტომაც გამოვიგონე პარალელური სამყარო, სადაც კაცისა და ქალის როლები შევცვალე, რათა კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო“.
PR კლუბი

ზურა თალაკვაძე: „პიარში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭია“

ავსტრიაში აღებული ჰონორარით ბაბუას „ქემელი" რომ უყიდა, ამას დღეს ღიმილით იხსენებს. თუმცა ყველაფერი სწორედ იქიდან დაიწყო, საქართველოში დაბრუნებას კი კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება მოჰყვა... 
საკნატუნო ამბები

მწერები სამკაულებად - ეს მართლაც დიდებული სანახაობაა!

მწერების ბევრს ეშინია და, სიმართლე რომ ითქვას, ეს არც არის გასაკვირი. მაგრამ ეს ხელნაკეთი ხოჭოები მხოლოდ შემქმნელის საოცარი ნიჭით „გვაშინებს“...
საკნატუნო ამბები

მათ ცნობილი ფოტოების გამეორება სურდათ, მაგრამ შემთხვევით „შედევრები“ შექმნეს

სხვისი მიღწევის გამეორება საკმაოდ ძნელია, მაგრამ დღევანდელი ფოტოების გმირებმა ეს შეძლეს და მეტიც - პოპულარულ ფოტოებს „თავიანთი წილი ნიგუზალი“ დაუმატეს!
იცით თუ არა...

რას ნიშნავს იდუმალი „13“ აშშ დოლარზე?

1862 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც პირველი დოლარი დაიბეჭდა, აშშ-ის ეროვნული ვალუტა ყოველთვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დოლარის შექმნას საინტერესო ისტორია აქვს და უამრავ საიდუმლოსაც მალავს. ერთ-ერთი ასეთია რიცხვი „13“... 
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019" გამოცხადდა.
თემატური ჰოროსკოპი

ქალის ჯადოსნური უნარი მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იცით, რომ ასეთი ძალა ყოველ ქალს აქვს და ისე იყენებს ყოველდღიურად, რომ ვერც კი ამჩნევს?..
FUN-ტესტი

7 ბილიკიდან აირჩიეთ ერთი და გაიგეთ, რა ცვლილებები გელოდებათ ცხოვრებაში

ყოველი ადამიანი თავად ირჩევს თავისი ცხოვრების გზას. თუ თქვენ ახლა გზაჯვარედინზე დგახართ, აირჩიეთ ქვემოთ მოცემული ბილიკებიდან ერთ-ერთი და შეიტყვეთ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ ამ წელს.
რჩევები დიასახლისებს

„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს ბუნებრივი ქვების მისტიკური თვისებები?

მნიშვნელობა არ აქვს, გჯერათ თუ არა „ავი თვალის“ არსებობა, ნებისმიერ შემთხვევაში ახერხებს თქვენი ენერგეტიკული ველის დაზიანებას ის ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც თქვენი მტრებისგან მოდის. ნეგატიური აურისგან თავის დასაცავად უამრავი გზა არსებობს, მაგრამ მათ შორის - ნატურალურ ქვები ყველაზე ხელმისაწვდომი და ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა. 
თავსატეხი

თავსატეხი ფეხბურთის მოყვარულებისთვის

თქვენ წინაშეა მაისურები, რომლებსაც ცნობილი ფეხბურთელების გვარები ამშვენებს. ნახატზე კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის გვარიცაა დაშიფრული. შეძლებთ გამოცნობას?