14 ფილმი ნამდვილ ჯენტლმენებზე

კინო

20 ოქტომბერი 18:00, 2017 წელი

დახვეწილი მანერები, ტაქტის გრძნობა, მაგნიტური მიმზიდველობა და გამბედაობა - ნუ იფიქრებთ, რომ ჯენტლმენები მხოლოდ გასულ საუკუნეებში არსებობდნენ. ისინი ჩვენ გვერდითაც არიან. სწორად ამას გვიჩვენებს დღევანდელი კინემატოგრაფიაც.

 

 

ასევე, წაიკითხეთ: ეტიკეტის 12 შეცდომა, რომელსაც ყოველდღიურად ვუშვებთ

  • „სიამაყე და ცრურწმენა“ – 1995 წ.

    დავიწყოთ კლასიკიდან. რა თქმა უნდა, არსებობს ჯეინ ოსტინის რომანის უფრო თანამედროვე ეკრანიზაციებიც, მაგრამ ეს მინისერიალი ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა, მისტერ დარსი კი არაერთი თაობისთვის ჯენტლმენობის ეტალონია. 

  • „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ – 2001 წ.

    შორს არ წავალთ და „სიამაყე და ცრურწმენის“ თანამედროვე, იუმორისტულ ვერსიას შემოგთავაზებთ. აქ 21-ე საუკუნის მისტერ დარსი არსებობს, ისეთივე თავშეკავებული, კარგი მანერებით და, ამასთანავე,  რომანტიკული და ვნებით სავსე. 

  • „დღის ბოლოს“ – 1993 წ.

    8 ნომინაცია „ოსკარზე“. ნამდვილი შედევრი. ენტონი ჰოპკინსის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული ჯენტლმენი-მოახლის როლი, დიდი სიყვარული და ემა ტომპსონის არაჩვეულებრივი თამაში. 

  • „ქეითი და ლეო“ – 2001 წ.

    კეთილი და რომანტიკული ფილმი, რომელმაც ოქროს გლობუსი და სხვა მრავალი ჯილდო მოიპოვა. მთავარ როლებში მეგ რაიანი და ჰიუ ჯეკმანი, რომელიც რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე ჯენტლმენია, როგორც ამ არაჩვეულებრივ ფილმში.

  • „ჯეიმს ბონდი“ - ნებისმიერი წლის

    შეუძლებელია, ჯენტლმენთა შორის ჯეიმს ბონდი არ შევიყვანოთ. ეს პერსონაჟი სხვადასხვა დროს მსახიობმა შეასრულა და ყოველთვის სიმამაცის, დახვეწილი მანერებისა და ქალის პატივისცემის მაგალითია.  

  • „განსაკუთრებულ ჯენტლმენთა ლიგა“ – 2003 წ.

    ეს ფილმი იმით გამოირჩევა, რომ მასში მართლაც ბევრი ჯენტლმენი მონაწილეობს. ერთ-ერთი მათგანი კი დიდებული შონ კონერია.

  • „მსუბუქი ყოფაქცევა“ – 2008 წ.

    ფილმი, რომლისგანაც კულტურულ და ესთეტიკურ სიამოვნებას მიიღებთ. მთავარ როლებში: ჯესიკა ბილი, ბენ ბარნსი, კოლინ ფერტი და კრისტინ სკოტ ტომასი.

  • „ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა“ – 1991 წ.

    არაჩვეულებრივი ფილმი შემოდგომის, რომანტიკისა და კარგი განწყობისთვის. ეს ირონიული კომედიაა მელოდრამის ელემენტებით, რომელშიც ყოველი დიალოგი ხელოვნების ნიმუშია. შეუდარებელი ჰიუ გრანტი და საოცრად მომხიბვლელი ენდი მაკდაუელი. 

  • „ინგლისელი პაციენტი“ – 1996 წ.

    საკულტო ფილმი, რომელმაც ცხრა „ოსაკრი“ აიღო და რომელიც ბუკერის პრემიით აღიარებული რომანის ეკრანიზაციაა. რეიფ ფაინსის დახვეწილობის წინაშე ყველა ქალი უძლურია.

  • „მარტოხელა მამაკაცი“ – 2009 წ.

    ატიპური ჯენტლმენი, რომელსაც კოლინ ფერტი ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტომ ფორდის სარეჟისორო დებიუტი იყო, ფილმი ძალიან ლამაზია.

  • „აგატა კრისტის პუარო“ - სერიალი 1989-2013 წწ.

    ის იყო და არის წარმატებული და თუ ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ, არ გამოტოვოთ. დევიდ საჩეტი არაჩვეულებრივია პუაროს როლში.

  • „დიდი გეთსბი“ – 2013 წ.

    გეთსბი - მაგალითი მამაკაცისა, რომელმაც დაბალ ფენას თავი დააღწია, საკუთარი თავი ჯენტლმენად შექმნა, წარმოუდგენელ მწვერვალს მიაღწია და ჩამოვარდა კიდეც. და ეს ყველაფერი - სიყვარულის გამო.

  • „ბრაიდსჰედში დაბრუნება“ – 2008 წ.

    ნამდვილი ინგლისური ფილმი, რომელიც დაძაბულობას ბოლო კადრამდე ინარჩუნებს. მეთიუ გუდის პერსონაჟი თავისი მანერებით მოგნუსხავთ. ფილმში, ასევე, მონაწილეობენ ემა ტომპსონი, ბენ უიშოუ და ჰეილი ეტველი.

  • „მთვლემარე ხეობა“ – 1999 წ.

    ამ სიაში ჯონი დეპის პერსონაჟს ნამდვილად ეკუთვნის ადგილი. ზოგადად, რეჟისორ ტიმ ბარტონის ფილმებში მთავარი გმირები ყოველთვის ჯენტლმენები არიან - შეიძლება უემოციო, მაგრამ ყოველთვის თავშეკავებულები და თავაზიანები. თანაც ამ ფილმმა „ოსკარიც“ დაიმსახურა.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.