10 ფილმი მარტოობაზე

კინო

25 ოქტომბერი 18:00
292

ადამიანი შეიძლება, დიდ ოჯახშიც მარტოსულად გრძნობდეს თავს და მეგობრების ფართო წრეშიც. არსებობს მარტოობის კლასიკური გაგებაც, როდესაც მართლაც არავინ გყავს გვერდით. ამ თემას კინემატოგრაფია ძალიან ფართოდ შლის და სხვადასხვა საინტერესო კუთხით წარმოგვიდგენს...

ასევე წაიკითხეთ: 10 ფილმი, რომელიც აზროვნებას გაიძულებთ

  • კაცი - შვეიცარიული დანა / Swiss Army Man – აშშ. 2016 წ.

    ეს, ალბათ, ყველაზე არატიპური შეხედულებაა მარტოობაზე. მარტოსული ადამიანი გადარჩენის იმედს იდუმალ გვამზე ამყარებს და მასთან მეგობრობას იწყებს. სიუჟეტი, თავისი ენერგეტიკითა და ფილოსოფიით, სავსე შავი იუმორით, ნამდვილად გაგაოცებთ. 

  • გოგონა მატარებელში / The Girl on the Train  – აშშ. 2016 წ.

    ამ ფილმმა ისეთივე გამოხმაურება გამოიწვია, როგორც წიგნმა, რომელსაც ფილმის სცენარი ეყრდნობა. მთავარი გმირი - მარტოხელა გოგო ერთი უცხო ოჯახის საიდუმლოების მოწმე ხდება. და იწყება დეტექტიური მოვლენების მთელი ჯაჭვი.

  • ხულიეტა / Julieta – ესპანეთი. 2016 წ.

    კიდევ ერთი ძლიერი ფილმი, რომელიც ბევრმა ფესტივალმა და კრიტიკოსმა აღიარა. ლეგენდარული პედრო ალმოდოვარის მორიგი შედევრი. აქ მარტოობის თემა თვალშისაცემი არ არის, მაგრამ  ძირითად ნოტებად ჟღერს...

  • ლობსტერი / The Lobster  – საბერძნეთი. 2015 წ.  

    ძალიან ღრმა ფილმი, რომელმაც კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა და „ოსკარზეც“ იყო წარდგენილი. „ლობსტერის“ სამყაროში მარტოხელობა ისჯება - მარტოსული ადამიანები, რომლებიც მოწყვეტილები არიან სოციუმისგან და სასიყვარულო ურთიერთობებისგან,  „გამოსასწორებელ ბანაკში“  ხვდებიან, სადაც მათ საზოგადოებისთვის მისაღებ წევრებად გარდაქმნიან. ეს არის ფილმი არსებულ საზოგადოებრივ წესრიგზე, რომელიც თითქოს არავის ვნებს.

  • მარსელი / The Martian – აშშ. 2015 წ.

    მართალია, ეს სამეცნიერო ფანტასტიკაა, მაგრამ ჩვენს თემას ნამდვილად არ სცდება. ვინ შეიძლება იყოს მარტოობისგან იმაზე უფრო მძიმე სიტუაციაში, როგორც კოსმოსში, უცხო პლანეტაზე მარტო დარჩენილი კოსმონავტი, რომელსაც იმედიც არ აქვს, რომ ოდესმე კვლავ ნახავს ცოცხალ ადამიანს? თუმცა, თუ ადამიანს ამ ტყვეობისგან თავის დაღწევის სურვილი აქვს, შეუძლებელს შეძლებს. 

  • ველური / Wild - აშშ. 2014 წ.

    ფილმი „ოსკარის“ ორ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, რიზ უიზერსპუნი კი ქერა ლამაზმანის პერსონაჟიდან კარგა ხანია, გაიზარდა.  როგორ შეიძლება მარტოობამ გატეხოს ადამიანი და პირიქით - როგორ პოულობს ადამიანი საკუთარ თავს ყოველი სირთულის დაძლევის შემდეგ - ნახეთ ფილმი, რომელიც შერილ სტრეიდის ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვითაა გადაღებული. 

  • მოსამართლე / The Judge  – აშშ. 2014 წ.

    რობერტ დაუნი უმცროსი ბრწყინვალედ ასრულებს დრამატულ პერსონაჟს. ფილმი მოგვითხრობს ადვოკატზე, რომელიც მზადაა, საქმის მოსაგებად სინდისი გვერდზე გადადოს. ერთხელაც მას მოუწევს საკუთარი მოსამართლე მამის ადვოკატობა, რომელთანაც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს...

  • ის / Her  – აშშ. 2013 წ.

    ამ ფილმმა ნამდვილად დამსახურებულად მიიღო „ოსკარი“. ხოაკინ ფენიქსის სამსახიობო ოსტატობა წარმოუდგენლად ძლიერია. თეოდორი მარტოხელა მწერალია, რომელიც ეძებს საკუთარ თავს და კიდევ უფრო იხლართება საკუთარ ცხოვრებაში. გირჩევთ, ერთხელ მაინც ნახოთ ორიგინალი, თუნდაც სუბტიტრებით, რადგან მოისმინოთ სკარლეტ იოჰანსონის ხმა, რომელმაც დაამტკიცა, რომ კარგმა მსახიობმა როლი შეიძლება მხოლოდ ხმითაც წარმატებულად შეასრულოს. 

  • მეცნიერება სიზმრებზე / The Science of Sleep – საფრანგეთი, იტალია. 2006 წ.

    სევდიანი, მაგრამ ამავდროულად მომაჯადოებელი ევროპული ფილმი. მთლიანი სიუჟეტი გაჟღენთილია მარტოობით, საკუთარი თავის ძიებითა და გონებაში ლაბირინთებით.

  • მოქცევათა ქვეყანა / Tideland – დიდი ბრიტანეთი. 2005 წ.

    მაყურებელი ფილმში გზადაგზა მინიშნებებს, სიმბოლოებსა და გზავნილებს პოულობს და სულ უფრო ღრმად შედის ფანტაზიის ჯადოსნურ, მაგრამ სევდიან სამყაროში, რომელიც რეჟისორმა ტერი გილიამმა შექმნა. მაყურებელმა თავად უნდა განსაზღვროს, სად არის რეალობა და სად - მირაჟი...

წყარო: miridei.com