10 ძლიერი ფილმი, რომლებზეც მამაკაცებიც ტირიან

კინო

3 ნოემბერი 18:00, 2017 წელი

კინემატოგრაფია სავსეა ფილმებით, რომლებიც გულწრფელი ემოციებით გვავსებენ. ამჯერად ასეთ ათ გამორჩეულ ნამუშევარს გთავაზობთ... 

ასევე წაიკითხეთ: 10 დრამა, რომელიც მეტყველების უნარს წაგართმევთ

  • საყვარელი ძვლები / The Lovely Bones (2009)

    ფილმი 14 წლის მოზარდი გოგონას განცდებზე მოგვითხრობს, რომელიც მანიაკმა მეზობელმა გააუპატიურა და მოკლა. ის ზეციდან ოჯახის წევრების ცხოვრებას ადევნებს თვალყურს და უბრალო, ბავშვურ ბედნიერებებზე ოცნებობს...

  • შინდლერის სია / Schindler's List (1993)

    ფილმი იდუმალი ოსკარ შინდლერის, ეროვნული პარტიის წევრის, წარმატებული ფაბრიკანტის რეალურ ისტორიაზეა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს 1000-ზე მეტი ებრაელი გადაარჩინა.

  • სოფის არჩევანი / Sophie's Choice (1982)

    უილიამ სტაირონის რომანის ეკრანიზაცია პოლონელ ქალზე, რომელმაც ნაცისტურ ბანაკში მეუღლე და შვილები დაკარგა და რომელიც ცდილობს, იპოვოს ძალები, რომ ცხოვრება ომის შემდგომი პერიოდის მშვიდ ამერიკაში გააგრძელოს.

  • ბიჭი ზოლიან პიჟამაში / The Boy in the Striped Pajamas (2008)

    სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვითარდება და საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის შვილის, რვა წლის ბრუნოს თვალითაა დანახული. ბანაკის ღობის მეორე მხარეს მაცხოვრებელ ებრაელთან მისი შემთხვევით გაცნობა და დამეგობრება, საბოლოოდ, ყველაზე მოულოდნელ და გასაოცარ შედეგს იღებს.

  • სკაფანდრი და პეპელა / The Diving Bell and the Butterfly (2007)

    ჟან-დომინიკ ბობი, ჟურნალ Elle France-ს რედაქტორი, რომელმაც 1995 წელს, 43 წლის ასაკში ინსულტი გადაიტანა, რის შედეგადაც პარალიზებული იყო. არაპარალიზებული მარცხენა თვალის ჩაკვრით, როდესაც გვერდით მჯდომი ადამიანი საჭირო ასოს დაასახელებდა, ჟან-დომინიკი ყველაფერს მოჰყვა საკუთარი შინაგანი სამყაროს შესახებ: დაწყებული ფსიქოლოგიური წამებით, რომელიც საკუთარ სხეულში გამოკეტვამ გამოიწვია და სამყაროებზე წარმოსახვითი ისტორიებით დამთავრებული, რომლებსაც ის მხოლოდ თავის ოცნებებში ინახულებდა.

  • ლომი / Lion (2016)

    პატარა ბიჭი ღარიბთა უბნიდან, სარუ, რომელიც 5 წლის ასაკში დაიკარგა. მან შეძლო გადარჩენილიყო და ახალი სახლი ავსტრალიაში ეპოვა. 25 წლის შემდეგ ის მშობლიურ სახლში დაბრუნდა და დედას შეხვდა.

  • ცხოვრება მშვენიერია / Life Is Beautiful (1997)

    მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიაში საკონცენტრაციო ბანაკში ებრაელები გაგზავნეს: მამა და მისი პატარა ვაჟი. ცოლი, იტალიელი, თავისი ნებით გაჰყვა მათ. ბანაკში მამამ შვილს უთხრა, რომ ყველაფერი, რაც ხდება, დიდი თამაშია, რომლის პრიზიც იმ ბიჭს შეხვდება, რომელიც მეთვალყურეს თვალში არ მოხვდება. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შვილს დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.

  • ღონიერი / The Mighty (1998)

    ისე მოხდა, რომ მოულოდნელმა შეხვედრამ ორი მარტოსული მოსწავლის ბედისწერა შეცვალა. ისინი საერთოდ არ ჰგავდნენ ერთმანეთს: მაქსი - ჩუმი, მორიდებული და მოუხერხებელი გიგანტია და კევინი - პატარა, ჭკვიანი და განუკურნებელი სენით დაავადებული. კლასში ისინი დაცინვის ობიექტები იყვნენ და ერთხელაც, მათ გადაწყვიტეს უსამართლობისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ, გაერთიანდნენ და მამაც, გიგანტ რაინდად გადაიქცნენ.

  • ადამიანი-სპილო / The Elephant Man (1980)

    ეს რეალური და სევდიანი ისტორიაა მე-19 საუკუნეში მცხოვრებ ჯონ მერიკის ცხოვრებაზე, რომელსაც უიშვიათესი დაავადება ჰქონდა, რომელიც სხეულის საშინელ დეფორმაციას იწვევს. როდესაც ის ახალგაზრდა ქირურგმა ტრივესმა დაინახა, პატრონისგან შეისყიდა, სუფთა მეცნიერული ინტერესით, მაგრამ მასში გონებრივად და სულიერად განვითარებულ ადამიანს აღმოაჩენს.

  • ინგლისელი პაციენტი / The English Patient (1996)

    მეორე მსოფლიო ომი ბოლოს უახლოვდება. ახალგაზრდა კანადელი მედდა „ინგლისელ პაციენტს“ უვლის, რომელმაც საჰარაში მომხდარ ავიაკატასტროფაში საშინელი დამწვრობები მიიღო. ნელ-ნელა ის მეხსიერებაში აღიდგენს თავის ვნებიან რომანს დაოჯახებულ ქალთან.

წყარო
საკნატუნო ამბები

გიტირიათ სექსის შემდეგ?

გაიხსენეთ, ხომ არ ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სექსის შემდეგ თქვენს პარტნიორს უტირია ან უბღავლია კიდეც. იქნებ, სექსის შემდეგ თქვენც წამოგსვლიათ თვალებიდან ცრემლები? მოკლედ, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს ყველაფერი პოსტკოიტალური დისფორიიდან გამომდინარეობს, რომელიც შეინიშნება როგორც ქალებში, ისე კაცებში.    
NEW

სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათი თავგანწირვა განსაკუთრებითმნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
NEW

სალომე ზურაბიშვილი - სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან

სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

პაემნები, რომლებიც ამ ვარსკვლავებს კოშმარულად ახსოვთ

ისინიც მოხვედრილან ისეთ სიტუაციებში, რომელთა გახსენებაც აღარ უნდათ...
ამბები

მარიამ ჯაში: გთხოვთ გარკვეული რესურსების გათვალისწინებას ინკლუზიური კულტურისა და ინკლუზიური თეატრების მიმართულებით

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აქცენტი გააკეთა ინკლუზიური კულტურისა და თეატრების ხელშეწყობისა და დაფინანსების აუცილებლობაზე.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი: ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საინფორმაციო კამპანია, ნატოს ქმედებები საქართველოში

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პულისის შეხვდა.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

დღეს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა. კანდიდატმა აუდიტორიას საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო.
ამბები

თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი 18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება

2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმსა და სხვა ღონისძიებებს ღვინის უბანი უმასპინძლებს (პეტრიაშვილის ქ. N1).
ამბები

პროექტის #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ფარგლებში „ბორჯომის გმირები“ გამოავლინეს

ბორჯომში ტყის აღდგენის პროცესი გრძელდება. 13 ოქტომბერს საშემოდგომო რგვები პლატოს ტერიტორიაზე განხორციელდა. მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომის“ ინიციატივით, პლატოს  ტერიტორიაზე 1850 ნერგი დაირგო. ამასთანავე, გაიმართა დაჯილდოება „ბორჯომის გმირი“, სადაც სპეციალური ჯილდო გადაეცათ იმ ადამიანებს, რომლებიც ტყის ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობდნენ.
დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ 25 წლის იუბილე აღნიშნა

"ჯორჯიან ეარვეისს" საავიაციო ბაზარზე არსებობის 25 წელი შეუსრულდა.