10 ლეგენდარული კინოროლი, რომელმაც მსახიობების ფსიქიკას დიდი კვალი დაატყო

კინო

8 ნოემბერი 18:00, 2017 წელი

წარმოგიდგენთ თავიანთი საქმის ნამდვილ ფანატიკოსებსა და პროექტებს, რომლებმაც ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე მიიყვანეს.

ასევე წაიკითხეთ: მსახიობები, რომლებმაც საუკეთესო როლი ორსულობის დროს შეასრულეს

  • ჯონი დეპი - „შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში“ / Fear and Loathing in Las Vegas

    ამერიკელმა მწერალმა ჰანტერ თომპსონმა საკუთარი პროტოტიპი მხოლოდ ერთ ადამიანს ანდო - ჯონი დეპს. მსახიობი კი სიამოვნებით გადაეშვა მწერალ-ჟურნალისტის არაჯანსაღ ატმოსფეროში: დეპი რამდენიმე კვირა ცხოვრობდა თომპსონთან, დგებოდა საღამოს 8-9 საათზე, წვებოდა დღის 4-5 საათზე, გადაღებებზე მხოლოდ მწერლის ძველ ტანსაცმელს იცვამდა. გადაღებების შემდეგ დეპმა აღიარა, რომ ჰანტერის პერსონაჟი მისთვის ვირუსად იქცა, რომლითაც სიამოვნებით „ავადმყოფობს“.

  • ვერა ფარმიგა - „წყევლა“ / The Conjuring

    ვერა ფარმიგამ ორჯერ მიიღო „წერილი“ იმქვეყნიური ძალებისგან: პირველი - ნოუთბუქზე 3 ნაკაწრი იყო, რაც მსახიობმა მაშინ აღმოაჩინა, როდესაც რეჟისორს როლზე ტელეფონით მოელაპარაკა, მეორე - ნაკაწრები, ამჯერად უკვე სხეულზე, რომლებიც გადაღებების დასრულების შემდეგ გაუჩნდა, როდესაც სახლში დაბრუნდა. რა იყო ეს - სულების რეალური გაფრთხილებები თუ როლის შედეგი, გაურკვეველია.

  • ბობ ჰოსკინსი - „ვის უნდოდა კურდღელი როჯერის დაღუპვა“ / Who Framed Roger Rabbit

    ლეგენდარული მსახიობის შემოქმედებაში კერძო დეტექტივის ედ ვალიანტას როლი ყველაზე რთული აღმოჩნდა. 8 თვის განმავლობაში ჰოსკინსს მულტფილმის გმირების წარმოსახვა უწევდა, რადგან დისნეის პერსონაჟები უკვე გადაღებულ კადრებს ედებოდა. მოგვიანებით ბობმა აღიარა, რომ მულტფილმის პერსონაჟები მას მუდამ თან სდევდნენ, რამაც, საბოლოოდ, ფსიქიატრის კაბინეტამდე მიიყვანა.

  • ველ კილმერი - „ჯგუფი "დორსი" / The Doors

    ერთი წლის მანძილზე კილმერი ჯიმ მორისონის ძველ სამოსში დადიოდა, მთელ დღეებს The Doors-ის ჩანაწერების მოსმენაში ატარებდა, ისწავლა მომღერლის 50 სიმღერა. მოკლედ, იქცა საკულტო მუსიკოსის ნამდვილ ასლად. გადაღებების შემდეგ მსახიობი გამოტყდა, რომ პერსონაჟისთვის თავის დასაღწევად დახმარება ესაჭიროებოდა.

  • ჰიტ ლეჯერი - „შავი რაინდი“ / The Dark Knight

    პერფექციონისტი ჰიტ ლეჯერი საკუთარი როლის მსხვერპლად იქცა. „შავი რაინდის“ გადაღებებისას მსახიობი შეპყრობილი იყო ამ როლით, ქმნიდა ჯოკერის დღიურებს. ლეჯერის გონება იმდენად გადაერთო გამოგონილი გმირის სამყაროში, რომ რეალობაში დაბრუნება აღარ შეეძლო. მსახიობმა დამამშვიდებელი აბების მიღება დაიწყო. „ოსკარის“ საუკეთესო მსახიობი კაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის ლეჯერს გარდაცვალების შემდეგ  მიენიჭა.

  • ედრიენ ბროუდი - „პიანისტი“ / The Pianist

    ედრიენს გმირის შესაგრძნობად მანქანაზე, ბინაზე, ახლობლებთან ურთიერთობაზე მოუწია უარის თქმა, მაგრამ  ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მაშინ ბროუდიმ გადაწყვიტა, ჭამა შეეწყვიტა. სწორად ამან მიიყვანა იმ სასოწარკვეთილებამდე, რომელიც ასე კარგად გადაიტანა თავის პერსონაჟში. ამის შემდეგ მსახიობს, დაახლოებით, ნახევარი წელი დასჭირდა, რათა ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა.

  • შელი დიუვალი - „ნათება“ / The Shining

    გენიალური სტენლი კუბრიკი მსახიობებისგან ყოველთვის „ბოლო წვეთამდე წურავდა“ რეალურ ემოციებს, ამისთვის ხანდახან სახიფათო მეთოდებსაც კი იყენებდა. შელი დიუვალს გამუდმებით უწევდა ტირილი, საყვედურების მოსმენა და გადამღები ჯგუფის უპატივცემულობის ატანა - ეს ყველაფერი ბუნებრივი ემოციების მისაღწევად. გადაღებების შემდეგ შელი ძალების აღსადგენად ძლიერ პრეპარატებს მიმართავდა.

  • ლინდა ბლერი - „ეგზორცისტი“ / The Exorcist

    ლინდა 13 წლის იყო, როდესაც მაყურებლის წინაშე ეშმაკით შეპყრობილი რიგან მაკნილის როლით წარდგა. საშინელებათა ფილმი, რელიგიური თემით, მოუმზადებელი აუდიტორიისთვის ნამდვილ შოკად იქცა, ახალგაზრდა ლინდა კი - ჟურნალისტების ტკბილ ლუკმად. ყოველი ინტერვიუს დროს მსახიობს ღმერთსა და ეშმაკზე, სამოთხესა და ჯოჯოხეთზე ეკითხებოდნენ, რომლებზეც მოზარდს, უბრალოდ, პასუხები არ ჰქონდა. ასე წლები გრძელდებოდა. ბლერი ამ პერიოდს ზიზღით იხსენებს.

  • ჯანეტ ლი - „ფსიქო“ / Psycho

    ლეგენდარული „ფსიქოს“ გადაღებების შემდეგ მსახიობი აღარასდროს დგებოდა შხაპის ქვეშ. ის საკუთარ თავს მხოლოდ აბაზანაში ჩაწოლის უფლებას აძლევდა, მანამდე კი ფანჯრებსა და კარებს საგულდაგულოდ კეტავდა და აბაზანაში ნებივრობისას შემოსასვლელ კარს მაინც არ აშორებდა თვალს.

  • ენ ჰეთევეი - „საბრალონი“ / Les Misérables

    ამ ფილმში შესრულებული ტრაგიკული როლი ოსკაროსანი ჰეთევეის კარიერაში ყველაზე სერიოზული სამსახიობო ექსპერიმენტი აღმოჩნდა. მსახიობს გრძელ თმებთან გამომშვიდობება და 15-20 დღეში 10 კგ.-ს დაკლება მოუწია. ასეთი ფორსირებული ცვლილებები მსახიობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც აისახა - ჰეთევეიმ აღიარა, რომ რეალობისა და ილუზიის ერთმანეთისგან გასარჩევად რამდენიმე კვირა დასჭირდა.

წყარო
საკნატუნო ამბები

ერთი ჯადოსნური სიტყვა, რომელიც საყვარელი ადამიანისთვის არ უნდა დაიშუროთ

თუკი სიყვარულში არ გიმართლებთ, შესაძლოა, უბრალოდ, ეს წესი არ იცით... 
დღის ჰოროსკოპი

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

როგორ წარმოედგინათ 1902 წელს ქალთა სამომავლო პროფესიები?

იმ პერიოდში თანასწორობისთვის ქალთა მოძრაობა ახლად ფეხადგმული იყო, მაგრამ ფრანგ მხატვარს ალბერტ ბერჟერეტს (Albert Bergeret) უკვე წარმოდგენილი ჰქონდა ქალთა „ახალი“ პროფესიები. 
საკნატუნო ამბები

ეს არ არის ფოტოშოპი!!!

მათი გაჩენისას ბუნება, ეტყობა, კარგ ხასიათზე იყო. ეს ფოტოები არ დამუშავებულა ფოტორედაქტორში და ყველა ცხოველი ბუნებრივი შეფერილობით არის წარმოდგენილი.
ამბები

ახალი ქართული სლოტი TAXI MOVIDA-მხოლოდ აჭარაბეთზე!

ქართულ ბაზარზე ახალი უნიკალური ქართული სლოტ–თამაში TAXI MOVIDA გამოჩნდა.
საკნატუნო ამბები

ამ დიზაინერებმა ყველაფერი წინასწარ გათვალეს

კარგად გათვლილი დიზაინი ნივთის ყიდვისას, სასტუმროს დაჯავშნისას ანდა ჯინსის მარკის შერჩევისას ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია. როდესაც ხედავ, რომ არა მხოლოდ სურვილები ამოიცნეს, არამედ ბევრი რამ წინასწარ გათვალეს, ხვდები, რომ დიზაინერებს ხელფასი ტყუილად არ მიუღიათ.
იცით თუ არა...

მოხერხებულმა ქირურგმა პაციენტს ელვა შესაკრავი ჩააკერა(!)

ამ ფოტოების ნახვისას აუცილებლად იფიქრებთ, რომ ფოტოშოპია, მაგრამ ამ ამბის წყარო გვარწმუნებს, რომ  ვოლგოგრადელმა ქირურგმა ეს დაუჯერებელი ექსპერიმენტი მართლაც ჩაატარა - 45 წლის პაციენტს მარცხენა იღლიის ქვეშ 20-სანტიმეტრიანი ელვა-შესაკრავი ჩააკერა და ამით მისი სიცოცხლე იხსნა.
FUN-ტესტი

რისი გეშინიათ სიყვარულში?

შესაძლოა, ამ შიშს თავად ვერც კი აცნობიერებთ, მაგრამ ის ხელს გიშლიდეთ ჯანსაღი, მტკიცე და ბედნიერი კავშირისთვის. შეხედეთ გამოსახულებას და ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც პირველად მოგხვდებათ თვალში. დანარჩენს ტესტის პასუხში წაიკითხავთ.
თავსატეხი

იპოვეთ 3 განსხვავება

უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, იპოვეთ 1 განსხვავება, ვინაიდან 2-ის პოვნა ძალიან ადვილია, აი, მესამეს ძებნაში კი ცოტა გაწვალდებით.
საკნატუნო ამბები

შორს იდეალურისგან: ვარსკვლავები ყველაზე მოკლე ფეხებით (9 ფოტო)

ყველა ქალი ვერ დაიკვეხნის ლამაზი ფეხებით. თუმცა ჩვენი დღევანდელი კოლაჟის გმირები ამტკიცებენ, რომ სულაც არ არის აუცილებელი გრძელი ფეხები და უნაკლო ფიგურა იმისთვის, რომ სექსსიმბოლო გახდე.
საკნატუნო ამბები

6 ხრიკი სწრაფი სექსისთვის, როდესაც ცოტა დრო გაქვთ

სწრაფი სექსი, როდესაც, ფაქტობრივად, სულ რამდენიმე წუთი გაქვს სიამოვნების მისაღებად, ბევრს იზიდავს. ვნახოთ, რა ხრიკები არსებობს იმისთვის, რომ აჩქარებულმა სექსმა იდეალურად ჩაიაროს...