2017 წელს გამოსული 10 ფილმი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

კინო

15 ნოემბერი 18:00, 2017 წელი

თუკი ვერ ასწრებთ ყველა ახალი ფილმის ნახვას, ვეცდებით, ცოტა დაგეხმაროთ და ის ფილმები წარმოგიდგინოთ, რომლებზეც დროის დახარჯვა ნამდვილად ღირს...

ასევე წაიკითხეთ: გრიმის შედევრები

  • განგსტერდამი / Gangsterdam
    რეჟისორი: რომეინ ლევი
    ქვეყანა: საფრანგეთი, ნიდერლანდები

    მორიდებული რუბენს უჭირს,  ულამაზეს ნორას საკუთარ გრძნობებში გამოუტყდეს. ამასობაში რუბენისთვის ცნობილი ხდება, რომ მისი ოცნების გოგონა ნარკოტიკებით ვაჭრობაშია გარეული. გადაწყვეტს, ნორას თავი მოაწონოს და ახალ საქონელზე ამსტერდამში გაჰყვეს. მეტი უსაფრთხოებისთვის ბავშვობის მეგობარასც წაიყოლებს.  ყველაფერი მშვიდად იყო, სანამ მათ გზაზე ადგილობრივი მაფია არ გადაეღობათ.

  • დათვი გრიგსბი / Brigsby Bear
    რეჟისორი: დეივ მაკკერი
    ქვეყანა: აშშ
    იზოლაციაში გაზრდილი ჯეიმსი ერთადერთი თაყვანისმცემელია საბავშვო ტელეშოუსი „დათვი გრიგსბის თავგადასავალი“ . როდესაც გადაცემას მოულოდნელად დახურავენ, ის გადაწყვეტს, საყვარელ გმირზე თავად გადაიღოს ფილმი, მაგრამ როგორ უნდა გააკეთოს ეს სამაყროში, რომელზეც არაფერი იცის?

  • ბურგუნდიაში დაბრუნება / Back to Burgundy
    რეჟისორი: სედრიკ კლეპიში  
    ქვეყანა: საფრანგეთი

    ოჯახის თავის გარდაცვალება რთული არჩევანის წინ აყენებს მთავარ გმირებს, ორი ძმას და ერთ დას  - მათ ვერ გადაუწყვეტიათ, გაყიდონ სახლი და მიწა, თუ თავად მოუარონ ვენახებს, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ.

  • კარგი დრო / Good Time

    რეჟისორი: ჯოშუა სევდი, ბენ სევდი 
    ქვეყანა: აშშ

    კრიმინალური დრამა ახალგაზრდა ბანკის მძარცველზე. სასოწარკვეთილმა კონიმ ბანკის გაძარცვა გადაწყვიტა, სადაც მეწყვილედ თავისი გონებრივად შეზღუდული ძმა ნიკი წაიყვანა. კარგი გეგმა ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი არასწორად წავიდა: ფულით სავსე ჩანთა ფეთქდება, ფული საღებავით ისვრება, ნიკი კი პოლიციის ხელში აღმოჩნდება.

  • მკვლელის მცველი / The Hitman's Bodyguard
    რეჟისორი: პატრიკ ჰიუზი
    ქვეყანა: აშშ

    უსაფრთხოების აგენტ მაიკლ ბრაისს აძლევენ რთულ დავალებას: მან საერთაშორისო სასამართლომდე უნდა მიაცილოს ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქილერია და ძალიან ბევრ კრიმინალს არ სურს, რომ მან სასამართლომდე მიაღწიოს.  

  • სივრცე ჩვენ შორის / The Space Between Us
    რეჟისორი: პიტერ ჩელსომი
    ქვეყანა: აშშ

    მარსზე ექსპედიციის დროს სარა მშობიარობას გადაყვება. ეკიპაჟის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ გადარჩენილი ჩვილი - ბიჭი, სახელად გარდნერი - ადგილობრივ სადგურზე გაეზარდათ. 16 წლის შემდეგ, როგორც იქნა, გარდნერი შორეულ დედამიწაზე გამგზავრების შანსი ეძლევა, რათა იპოვოს მამა და შეხვდეს გოგონა, რომელსაც მიმოწერით იცნობს.

  • სხეულზე და სულზე / On Body and Soul
    რეჟისორი: ილდიკო ენიელი
    ქვეყანა: უნგრეთი

    ფილმი მოგვითხრობს სასაკლაოზე მომუშავე ორი ადამიანის სიყვარულის ამბავს. ენდრე და მარია, ორი ინტროვერტი ადამიანი, რომლებიც სხვებისგან თავის შორს დაჭერას ამჯობინებენ. ერთხელაც ისინი აღმოაჩენენ, რომ აბსოლუტურად ერთნაირ სიზმრებს ხედავენ.

  • იგი / It
    რეჟისორი: ანდრეს მუსკეტი
    ქვეყანა: აშშ

    მას შემდეგ, რაც პატარა ქალაქ მაინიში ბავშვების დაკარგვის ფაქტები მომრავლდა, შვიდი ბავშვი, ცნობილები როგორც „ლუზერების კლუბი“, უპირისპირდება მონსტრს, რომელსაც შეუძლია კლოუნის ფორმა მიიღოს. ბოროტი კლოუნის პენივაისის სისასტიკე კი საუკუნეებს ითვლის.

  • წმინდა ირმის მკვლელობა / The Killing of a Sacred Deer
    რეჟისორი: იორგოს ლანტიმოსი 
    ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, აშშ 

    ფსიქოლოგიური თრილერი მისტიკის ელემენტებით, რომლის შთაგონებაც ევრიპიდეს ტრაგედიაა. ფილმში მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი და კოლინ ფარელი ასრულებენ. სიუჟეტი იდუმალებით მოცულ მოზარდის გარშემო ვითარდება, რომელიც ადგილობრივ ქირურგთან მეგობრობს და დროის უმეტეს ნაწილს მასთან ერთად ატარებს.

  • მძევლები / Hostages
    რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი
    ქვეყანა: საქართველო

    ფილმის სიუჟეტი 1983 წელს თბილისში ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცების მცდელობის რეალურ ისტორიას ეყრდნობა. ეს ის დროა, როცა კომუნისტური დიქტატურა მთელი სისასტიკით ახშობს და ზღუდავს არათუ თავისუფალი მოქალაქეების ნემისმიერ უმცირეს საპროტესტო სულისკვეთებას, არამედ მათ განსხვავებულობასა და ორიგინალურობასაც კი. ფილმის გმირებს სწორედ ამ ვითარებაში უჩდებათ სურვილი, რომ გაიქცნენ სსრკ-დან დასავლეთში. სცენარი დაფუძნებულია დაკითხვების ოქმებზე და ინტერვიუებზე, რომლებიც შს სამინისტროს არქივში და დაღუპულთა ოჯახებში იქნა მოპოვებული. 

წყარო
საკნატუნო ამბები

სიურრეალისტური ილუსტრაციები, რომლებიც თქვენს წარმოდგენას თავდაყირა აყენებს

როგორ ხედავს სამყაროს ჩვეულებრივი ადამიანი და როგორ ხედავს მხატვარი? შემოქმედის უჩვეულო ფანტაზიებმა შესაძლოა, ნაცნობ საგნებს ახალი ვიზუალი შესძინონ. ამაში ნიდერლანდელი მხატვრის რედმერ ჰუკსტრას შემოქმედება დაგარწმუნებთ...
საკნატუნო ამბები

იცოდე, სად დგახარ

ფოტოგრაფ სეტ ტარასის (Seth Taras) ნამუშევრებში წარსული და დღევანდელობა ერთ კადრშია ნაჩვენები. პროექტში „Know, where you stand“ - „იცოდე, სად დგახარ“ სეტმა გააკეთა ის, რაც ისტორიის დავიწყების უფლებას არ გვაძლევს - ვმოგზაურობთ დროში და ვფიქრობთ ცხოვრებაზე.
იცით თუ არა...

9 წლის ბიჭმა თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა

22 მაისს, როსტოვის ოლქის #15 სკოლის საბავშვო მოედანზე ცხრა წლის ბიჭმა თანაკლასელებს მამის კუთვნილი პნევმატური იარაღიდან სროლა აუტეხა.
FUN-ტესტი

თუკი თქვენს ხელისგულებზე ორი ხაზი ერთმანეთში გადადის, მაშინ...

მაშ ასე, დახედეთ თქვენს ხელისგულებს, იპოვეთ ეს ორი ხაზი და ყურადღებით წაიკითხეთ, რას ნიშნავს მათი მდებარეობა.

აქსის თაუერსი გილოცავთ 26 მაისს!

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებებს აქსის თაუერსი შეუერთდა.
ამბები

აქსის თაუერსი გილოცავთ 26 მაისს!

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებებს აქსის თაუერსი შეუერთდა.
საკნატუნო ამბები

რონალდინიო მრავალცოლიანი ხდება

რონალდინიოს საქორწინო ცერემონია აგვისტოსთვის იგეგმება, ექსფეხბურთელის მეუღლეები პრისცილა კოელიო და ბეატრისა სოუზე გახდებიან. პრისცილას ის დიდი ხანია ხვდება, მაგრამ 2016 წელს ბეატრისი გაიცნო და მიხვდა, რომ მის ცხოვრებაში ისიც მნიშვნელოვანი იყო.
თავსატეხი

იპოვეთ 2 ერთნაირი ხოჭო

ერთ ენტომოლოგს ხოჭოს კოლექცია დაეფანტა - ხოჭოებიანი მინის კარადა წაიქცა და ექსპონატები ოთახში მიმოიფანტა. ხოჭოებს შორის ორი ერთნაირი იყო. შეძლებთ მათ პოვნას?
საკნატუნო ამბები

უკანა ფონი ყოველთვის გადამწყვეტია! (20 ფოტო)

სახალისო ფოტოკრებული, რომელთა მთელი ხიბლი უკანა ფონია.
საკნატუნო ამბები

როგორი შეიძლება იყოს სექსუალური ფანტაზიები? (+18)

შესაძლოა, სექსუალური ფანტაზიები გაშინებთ ან მისი საკუთარ თავთან აღიარება არ გსურთ, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ოცნება „ტეხავს“...
NEW

ბუბა მირცხულავა: ,,ჩცდ-ს გადაღებები ძალიან მენატრება"

ჩცდ-ს ბოლო სერიები ბუბას პერსონაჟის გარეშე მიმდინარეობს. Funtime დაინტერესდა, დაბრუნდება თუ არა ბაქარ ორჯონიკიძე სერიალში და ამ კითხვით თავად მსახიობს მიმართა...