10 საუკეთესო სერიალი სიყვარულზე

კინო

17 ნოემბერი 18:00, 2017 წელი

აქ არჩევანი მრავალფეროვანია - სამედიცინო დრამა, თრილერი, კომედია, მელოდრამა, თუმცა ყველას ერთი აქვს სიუჟეტის მთავარი ძარღვი - სიყვარული, რომანტიკული ურთიერთობები, ვნება და ზოგჯერ ცრემლებიც...

ასევე წაიკითხეთ: 10 ფილმი სიყვარულსა და ვნებაზე, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

  • სექსი დიდ ქალაქში / Sex and the City

    ნიუ-იორკში 30 წელს გადაცილებული ოთხი საუკეთესო მეგობარი ქალი ცხოვრობს: კერი ბრედშოუ, მირანდა ჰობსი, შარლოტა იორკი და სამანტა ჯონსი. ისინი ძლიერი და დამოუკიდებელი პიროვნებები არიან. ერთმანეთს არაფერს უმალავენ, ღიად მსჯელობენ თავიანთ გრძნობებზე, შეცდომებზე, ვნებებზე. 

  • გრეის ანატომია / Grey's Anatomy

    სერიალი მოგვითხრობს სიეტლის ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმების ძალიან საინტერესო ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, როგორც სამსახურში, ისე მის გარეთ. 

  • ვამპირის დღიურები / The Vampire Diaries

    სერიალი ლიზა ჯეინ სმიტის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. მოვლენები გამოგონილ ქალაქ მისტიკ ფოლსში ვითარდება, სადაც, უბრალო ადამიანებთან ერთად, ზებუნებრივი ძალების მფლობელი არსებებიც ცხოვრობენ. სიუჟეტი სამი მთავარი გმირის ირგვლივ ვითარდება - ესენი არიან ჩვეულებრივი გოგონა ელენა გილბერტი და ვამპირი ძმები - სტეფან და დეიმონ სალვატორები.

  • კალიფორნიის ქრონიკები / Californication

    ეს არის მწერალ ჰენკ მუდის ისტორია, რომელიც ოდესღაც ბედნიერი იყო - მას ჰყავდა მეუღლე, არაჩვეულებრივი ქალიშვილი შეეძინათ, ახლა კი განქორწინებულია და უფრო მეტად უწევს მოზარდი შვილისთვის ყურადღების მიქცევა. ჰენკის ოჯახის ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როდესაც მისი ერთ-ერთი რომანის - „ღმერთს ყველანი ვეზიზღებით“ - მიხედვით ჰოლივუდში ფილმი გადაიღეს. ჰენკი ოჯახთან ერთად ლოს-ანჯელესში გადავიდა. მწერალს ფილმი არ მოეწონა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ წერა არ ეხერხება.

  • ერთხელ ზღაპარში / Once Upon a Time

    ბოროტი დედოფალი ჯადოსნური სამყაროს მცხოვრებლებს წყევლის და ჰპირდება, რომ ყველა მათგანი აღმოჩნდება იქ, სადაც ზღაპარს ბედნიერი დასასრული არ ექნება. 

  • ნამდვილი სისხლი / True Blood

    როდესაც იაპონელებმა ხელოვნური სისხლი გამოიგონეს, სიბნელის არსებებს თავშესაფრის მიტოვების შანსი მიეცათ. სერიალის მთავარი გმირი სოკი სტეკჰაუზი ვამპირ ბილ კომპტონს ხვდება: დროთა განმავლობაში მათ ერთმანეთისადმი გრძნობები გაუჩნდებათ, მაგრამ ეს მხოლოდ შესავალია, ყველაზე საინტერესო ამბავი კი მაშინ იწყება, როდესაც სისხლისმსმელები ერთმანეთში ომს დაიწყებენ.

  • როგორ შევხვდი დედათქვენს / How I Met Your Mother

    სერიალი ტედ მოსბის ისტორიას მოგვითხრობს, რომელმაც 2030 წელს გადაწყვიტა, ბავშვებისთვის მოეყოლა, როგორ გაიცნო მათი დედა. ტედი დეტალურად უყვება თავის ახალგაზრდობაზე და საუკეთესო მეგობრებზე.

  • ჭორიკანა / Gossip Girl

    მანჰეტენის პრესტიჟული კერძო სკოლის სტუდენტები იგებენ, რომ ქალაქში სერენა ვან დერ ვუდსენი დაბრუნდა, გოგონა რომლის მეშვეობითაც – ყველასთვის ცნობილ ბლოგში „ჭორიკნები“, სკოლის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ჭორების გაგება შეიძლება. მის შესახებ არავინ იცის, თუმცა მის ჭორებში ყველა თავისდაუნებურად ებმება. 

  • დიდი პატარა ტყუილები / Big Little Lies

    ერთ-ერთ ქალაქში დაწყებითი სკოლის შეკრებაზე უცნაური მკვლელობა მოხდა: ამასთანავე, მსხვერპლის სახელი საიდუმლოდ რჩება. ინციდენტი სამი სამაგალითო (ერთი შეხედვით) დედის არც ისე მშვიდობიან ურთიერთდამოკიდებულებას გამოამჟღავნებს, რომლებიც მომხდართან არიან დაკავშირებულები.

  • 13 მიზეზი / 13 Reasons Why

    სკოლის მოსწავლე კლეი ჯენსენი სახლის ზღურბლთან აუდიოკასეტებით სავსე ყუთს პოულობს, რომლებიც მისმა თანაკლასელმა ჰანა ბეიკერმა ჩაწერა. კლეი შეყვარებული იყო ამ გოგონაზე, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა მისთვის ამის თქმას, ახლა კი გვიანია - გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თითოეული ჩანაწერი ჰანას რთულ გადაწყვეტილებას ნათელს ჰფენს. არსებობს სულ 13 მიზეზი, რატომაც გადაწყვიტა მან, სიცოცხლე დაესრულებინა და ერთ-ერთი მიზეზი - კლეია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

იცოდეთ ეს 5 ხრიკი, თუ გსურთ, სუნამოს არომატი ორჯერ უფრო ხანგრძლივად გაგყვეთ

სასურველი სუნამოს შერჩევა საკმარისი არ არის, აუცილებელია მისი მოხმარების ცოდნაც. ანუ გგონიათ, რომ თუკი სუნამოს დიდი რაოდენობით დაისხამთ, არომატი მთელი დღე გაგყვებათ. ასე შემთხვევაში მძაფრი სურნელი გარშემომყოფებს გააღიზიანებს.  
იცით თუ არა...

„ვიაგრას“ მოულოდნელი გვერდითი ეფექტი - „ლურჯი აბები“ სიბრმავეს კურნავს!

ეს გამაოგნებელი დასკვნა ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერთა 2-წლიანი კვლევის შედეგია და ამის ამის შესახებ Daily Mail წერს. აღმოჩნდა, რომ ერექციული დისფუნქციისთვის განკუთვნილ პრეპარატს აქვს უნარი, შეაჩეროს მხედველობის დაკარგვის პროცესი და აღადგინოს კიდეც მხედველობა! 
საკნატუნო ამბები

როგორ უნდა მოიქცეს კაცი სექსის შემდეგ - 10 ოქროს წესი!

სექსი უნდა ჰგავდეს კარგ კინოს, სადაც ყველა კადრი წვრილმან დეტალებამდეა გათვლილი და ფინალიც დასამახსოვრებელია!     
დღის ჰოროსკოპი

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

იცით, რომ ჩეკების შენახვა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა?!

საუბარი გვაქვს სალარო აპარატების, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებისა თუ ბანკომატების ჩეკებზე, რომლებსაც ზოგჯერ გაუცნობიერებლად ვიგროვებთ ჯიბეში ან ჩანთაში, ზოგჯერ კი შეგნებულად ვინახავთ სახლში... 
ახალი თაობა

რომელია ბავშვების საყვარელი თამაში?

გაიცანით: ალექსანდრე მესხი, თათა კვიჟინაძე, დემეტრე ივანოვ-ჩიქოვანი, ანასტასია კვიჟინაძე, დემეტრე მესხი, ლიზი გელიტაშვილი, ანდრია ჯამალაშვილი, კატო მიქუტიშვილი,  ტატო გელიტაშვილი და თეკლა მიქუტიშვილი.
კინო

5 ჰოლივუდური წყვილი - ვერც კი წარმოდგენდით, რომ მათ რომანი ჰქონდათ!

ჰოლივუდი - ეს არა მხოლოდ ფილმების გადასაღები სივრცეა, არამედ ადგილი, სადაც ბევრი წყვილის ურთიერთობა დაწყებულა და ქორწილითაც დამთავრებულა. აქ ჩამოთვლილმა წყვილებმა, რომელთა არსებობა მართლაც გაგაოცებთ, ერთმანეთი სწორედ ჰოლივუდში გაიცნეს...
ამბები

„თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება ზაფხულის საბურავებზე

„თეგეტა“ საზაფხულო კამპანიის ფარგლებში - #სადაცარუნდამიდიოდე - მომხმარებელებს ზაფხულის საბურავებს უპრეცედენტო ფასად - 59 ლარიდან სთავაზობს. აქცია მოქმედებს „თეგეტას“ ყველა სერვისცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თავსატეხი

რომელი ჭიქა აივსება პირველად?

ფიქრობთ, რომ თქვენს თვალს არაფერი გამოეპარება? მაშინ კარგად დააკვირდით სურათს და დაასახელეთ ჭიქის ნომერი, რომელიც სხვებზე ადრე აივსება. ქვემოთ შეგიძლიათ შეამოწმოთ, სწორია თუ არა თქვენი პასუხი.