მსახიობები, რომელთა კარიერა ჰოლივუდმა წამში გაანადგურა (9 ფოტო)

კინო

22 ნოემბერი 18:00, 2017 წელი

პოპულარობას ბევრი ვერ უმკლავდება. დროთა განმავლობაში ზოგი მსახიობი კაპრიზული ხდება, ზოგი პოპულარობის ტალღაში ინდივიდუალურობას კარგავს, დიდი ნაწილი კი თავით ეშვება გართობაში და საქმე გვერდზე რჩება. ამ ყველაფერს კი ჰოლივუდი არავის პატიობს... 

  

  • ტარა რიდი

    ტარა რიდის კარიერა სარეკლამო რგოლებში გადაღებით დაიწყო. რეკლამებს ორი წარმატებული ფილმი მოჰყვა: „დიდი ლებოვსკი“ და „სახიფათო თამაშები“. მაგრამ ამის შემდეგ უიღბლო როლების პერიოდი დადგა და ტარას კარიერამ უკუსვლა დაიწყო. ჰოლივუდმა მას დაბალი ხარისხის კომედიური ფილმები ვერ აპატია და ეს სიტუაცია პოპულარულმა „ამერიკულმა ნამცხვარმაც“ კი ვერ გამოასწორა.

  • მაკალეი კალკინი

    კომედიამ „მარტო სახლში“ და მისმა მეორე ნაწილმა მაკალეი კალკინს დიდი პოპულარობა მოუტანა. ის „ოქროს გლობუსზე“ იყო ნომინირებული და „წლის ბავშვის“ წოდება მოიპოვა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მსახიობის ოჯახში არეულობა დაიწყო და მას როლებზე უარის თქმა უწევდა, მაგრამ შესვენება გაიწელა და, საბოლოო ჯამში, ჰოლივუდმა ის დაივიწყა. მაკალეი ალკოჰოლს მიეძანა, რამაც პროდიუსერები საბოლოოდ დააფრთხო. 2017 წელს პაპარაციმ კალკინი მაღაზიაში გადაიღო, ის ძალიან შეცვლილი იყო, მაგრამ, რაც მთავარია, უკეთესობისკენ...

  • შაია ლაბაფი

    ლაბაფს პოპულარობა ფილმ „ტრანსფორმერების“ გამოსვლის და მომდევნო ნაწილების შემდეგ ეწვია. მსახიობს ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. 2008 წელს შაიამ BAFTA-ს პრემია დაიმსახურა ნომინაციაში „ამომავალი ვარსკვლავი“. მაგრამ 2008 წლის შემდეგ მსახიობი სხვადასხვა უსიამოვნო სიტუაციაში ხვდებოდა: ავარიები, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ჩხუბები. ამ ყველაფერმა მისი რეპუტაცია გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდმა ზურგი არ აქცია, პროდიუსერები ფრთხილობენ, გადაღებების შეთავაზებები კი საგრძნობლად შემცირდა. ფილმის „ნიმფომანი: ნაწილი პირველი“ პრემიერაზე შაია თავზე ჩამოფარებული მუყაოს ქაღალდით გამოცხადდა, რომელზეც ეწერა: „მე ცნობილი აღარ ვარ“.

  • ლინდსეი ლოჰანი

    მსახიობს დიდი პოპულარობა ჯერ კიდევ ბავშვობაში, 2000-იან წლებში ეწვია. მან სხვადასხვა ჯილდო მოიპოვა, მონაწილეობდა ფილმებში, რომლებიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. როგორც ჩანს, ლოჰანისთვის პოპულარობა რთული აღმოჩნდა და ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება დაიწყო. თავად ლინდსეის თქმით, რომ არა ჰოლივუდის ატმოსფერო, მისი ცხოვრება სულ სხვანაირი იქნებოდა.

  • ქეთრინ ჰეილი

    ქეთრინ ჰეილიმ თავისი კარიერა მოზარდობის პერიოდში სამოდელო სააგენტო „Wilhelmina Models“-ში დაიწყო და მსახიობის როლში საკუთარი თავი მხოლოდ ამის შემდეგ მოსინჯა. ქეთრინს პოპულარობა სერიალმა „გრეის ანატომიამ“ მოუტანა. ამის შემდეგ ის გადაიღეს ფილმში „ცოტათი ორსულად“, რომელიც მოგვიანებით გააკრიტიკა. ჰეილიმ საკუთარ თავს სხვა ფილმების (რომლებშიც იწვევდნენ) გაკრიტიკების უფლებაც მისცა, რაც პროდიუსერებს ძალიან არ მოეწონათ. შედეგად შემოთავაზებებმა საგრძნობლად იკლო, მსახიობის კი რეპუტაცია შეელახა.

  • ჩარლი შინი

    80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში ჩარლი შინის პოპულარობა შეურყევლად იზრდებოდა, კრიტიკოსები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მას დიდებული კარიერა და პოპულარობა ელოდა. მართლაც, შინმა რამდენიმე წარმატებულ ფილმსა და სერიალში ნამდვილად ითამაშა, მაგრამ ეს არ გამხდარა მისი პოპულარობის მიზეზი. მსახიობი ალკოჰოლს დაუმეგობრდა“, ავარიებში ხვდებოდა და შემდეგ სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობას გადიოდა. ეს ყველაფერი მის რეპუტაციაზე ძალიან ცუდად აისახა. ჰოლივუდი ასეთ შეცდომებს არ პატიობს: ბევრმა სტუდიამ უარი თქვა მასთან მუშაობაზე და კონტრაქტებიც შეუწყვიტა.

  • მიშა ბარტონი

    სერიალმა „მარტოხელა გულებმა“ მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა. მან მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა და არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ჰოლივუდში დიდი წარმატება ელოდა. მაგრამ პოპულარობა და ლამაზი ცხოვრება მსახიობს ძვირად დაუჯდა. ის განტვირთვას ალკოჰოლით და დასაძინებელი აბებით ცდილობდა, რის გამოც დიდი დრო გაატარა სარეაბილიტაციო ცენტრში. ის წონაში ხან იკლებდა, ხან ისევ იმატებდა. საბოლოო ჯამში, მსახიობმა წარმატების ერთადერთი შანსი ხელიდან გაუშვა. ჰოლივუდმა ის დაივიწყა, ალბათ, სამუდამოდ.

  • ედი მერფი

    ედი მერფიმ ჰოლივუდური კომედიის მეფის ტიტული მოიპოვა. კინოკრიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ვეღარაფერი შეუშლიდა მისი პოზიციის შერყევას. მაგრამ დროთა განმავლობაში მსახიობი ისეთ ფილმებს თანხმდებოდა, განწირული რომ იყო. 2006 წელს მან ისევ სწორი არჩევანი გააკეთა და ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ოცნების გოგონები“, რომელმაც მას „ოსკარზე“ ნომინაცია მოუტანა. ყველა ფიქრობდა, რომ ჟიური ოქროს ქანდაკებას მერფის გადასცემდა. მაგრამ ხმის მიცემამდე ორი კვირით ადრე კი გამოვიდა კომედია „ნორბიტი“, რომელშიც მსახიობი ასევე მთავარ როლს ასრულებდა. ფილმმა დიდი კრიტიკა დაიმახურა და მერფი „ოსკარის“ გარეშე დარჩა. ამის შემდეგ ძველი პოპულარობა მერფიმ ვეღარ დაიბრუნა.

  • ამანდა ბაინსი

    კარიერის დასაწყისში ამანდა ბაინსმა არა მხოლოდ თინეიჯერების, არამედ კინოკრიტიკოსების სიყვარულიც დაიმსახურა. მისმა როლებმა ფილმებში „რა სურს გოგონას“ და „ის კაცია“ ბევრი შექება დაიმსახურა. ბაინსს ჰოლივუდში ყველა ბრწყინვალე მომავალს წინასწარმეტყველებდა, მაგრამ 2009 წელს ფილმის „მსუბუქი ყოფაქცევის ხუთოსანი“ გადაღებების შემდეგ მსახიობი ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა. 2010 წელს ამანდამ შესვენება გადაწყვიტა, რომელიც ძალიან გაიწელა. ცოტა ხნის წინ მსახიობმა განაცხადა, რომ დაბრუნებას გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ეს და ვის მოუნდება პრობლემურ მსახიობთან კონტრაქტის გაფორმება.

წყარო: adme.ru
საკნატუნო ამბები

რეალურ ცხოვრებაში გლამურის ადგილი არ არის (15 ფოტო)

პაროდიების მორიგი პორცია სელესტა ბარბერისგან!
ურთიერთობა

„მე ამ ქვეყანას სინანულის გარეშე ვტოვებ“ - ალენ დელონის უკანასკნელი სიტყვები

„აქ ყველაფერი ყალბია, არაფრის პატივისცემა აღარ არსებობს, დაპირებულს აღარავინ ასრულებს. მხოლოდ ფულს აქვს მნიშვნელობა....“  
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
არაჟურნალისტურ ამპლუაში

დავით ქაშიაშვილი: „მეშინია აუდიტორიის, რომელიც შეცდომებს არ გპატიობს“

დღეს „არაჟურნალისტურ ამპლუაში“ ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილს წარმოგიდგენთ.
ჰოროსკოპი

19-26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.
საკნატუნო ამბები

55+ ასაკის ვარსკვლავები, რომლებიც ახალგაზრდულად იცვამენ და სულაც არ გამოიყურებიან სასაცილოდ

ვინ თქვა, რომ მოდის სიახლეები მხოლოდ ახალგაზრდებისთვის არის? ამ ვარსკვლავებმა დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება ახალგაზრდული სამოსის ტარება და თანაც - მოხდენილად...
საკნატუნო ამბები

ღამის მადის სინდრომი - რატომ მოვდივართ ჭამის მადაზე ძილის წინ და რა შველის ამ პრობლემას?

ბევრ ადამიანს უჩნდება ძილის წინ კვების სურვილი. ღამის მადის სინდრომის მქონე ადამიანებს საკვების მიღების გარეშე წყნარად დაძინება არ შეუძლიათ. ამას კი თავისი მიზეზები აქვს...
საკნატუნო ამბები

სოციალური ქსელების 10 ყველაზე პოპულარული პიროვნება: სიურპრიზების გარეშე ვერ გადავრჩით

თქვენი აზრით, ვინ არიან სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული ადამიანები? რა თქმა უნდა, ყოველი მათგანი თქვენთვის ნაცნობია, მაგრამ რეიტინგში ადგილების განაწილება გაგაოცებთ.
იცით თუ არა...

პოზების საიდუმლო ძველ ფოტოებში

ძველი ფოტოების თვალიერებისას, შეამჩნევდით, რომ თითქმის ყველა ფოტოზე ადამიანებს ერთმანეთისთვის ხელი აქვთ ჩაკიდებული, ერთმანეთის მხრებზე უდევთ ან რაღაც საგანს არიან დაყრდნობილები. ისეთი განცდა გრჩება, თითქოს ამ ადამიანებმა არ იციან, სად წაიღონ ხელები.
თემატური ჰოროსკოპი

როგორ ამსხვრევენ გულებს ზოდიაქოს ნიშნები?

საყვარელ ადამიანთან განშორება ყოველთვის ძნელია. ამიტომაც ზოგჯერ ჯობს, წინასწარ იცოდეთ, ვისგან რა გელოდებათ...
FUN-ტესტი

აირჩიეთ ერთი ბანქო და გაიგეთ, რამდენად იღბლიანი პერიოდი გელით

ეს სწრაფი ტესტი საინტერესო კუთხით დაგანახვებთ იმას, რაც თქვენს ცხოვრებაში ახლა ხდება...
კულინარია

ტორტი „პინჩერი“ - ცდუნება, რომელსაც ვერ გაუძლებთ

ამბობენ, რომ ამ დესერტის სახელი ცნობილი ინგლისელი კონდიტერების ოჯახს უკავშირდება, რომლებმაც თავიანთი კულინარიული შედევრებით მთელ ევროპაში სახელი გაითქვეს. პინჩერების ოჯახის უგემრიელესი ტორტი ყველაზე პრეტენზიულ გურმანსაც კი არ დატოვებს გულგრილს. სცადეთ და თავად დარწმუნდებით.