მსახიობები, რომლებმაც იდეალური შეყვარებული წყვილები შექმნეს

კინო

1 დეკემბერი 18:00, 2017 წელი

როცა გული გწყდება, რომ ეს მხოლოდ ფილმი იყო...

  

  • P.S. მე შენ მიყვარხარ / P.S. I Love You (2007)

    საყვარელი ადამიანის დაკარგვას ყველა ვერ უმკლავდება. ამ ფილმის მთავარი გმირიც კარგავს ცხოვრების აზრს და ღრმა დეპრესიაში ვარდება - არ გამოდის სახლიდან, კარგავს სამსახურს და მოგონებებით ცხოვრობს. სამწუხაროდ, მხოლოდ ასეთ ფილმებში შეუძლია საყვარელ ადამიანს, წინასწარ განსაზღვროს ყველაფერი და მოამზადოს ინსტრუქცია, როგორ იცხოვროს მის გარეშე. ამ ტკივილთან გამკლავებაში დაეხმარება და გვერდით  აღმოჩნდება ის, ვინც მზად იქნება ასეთ დროს თანადგომისთვის.

  • უბის წიგნაკი / The Notebook (2004)

    გულისამაჩუყებელი ისტორია სხვადასხვა ფენის წარმომადგენელ გოგოსა და ბიჭზე, რომლებსაც ერთმანეთი ახალგაზრდობაში შეუყვარდათ და მიუხედავად ბევრი განსაცდელისა, მათ არ თქვეს უარი საკუთარ ბედნიერებაზე. სამწუხაროდ, ასეთ ისტორიას იშვიათად შეხვდებით რეალურ ცხოვრებაში და ცოტა თუ გარისკავს შუა გზაზე ცეკვას.

  • მონანიება / Atonement (2007)

    ბავშვის ფანტაზიამ რამდენიმე ადამიანს დაუნგრია ცხოვრება, მაგრამ რა ლამაზად დაიწყო ყველაფერი: თავბრუდამხვევი სიყვარული, ძლიერი ემოციები და უზომო ბედნიერება. ფილმის ყურებისას ბევრს ავიწყდება, რომ ისინი უბრალოდ მსახიობები არიან და არა ნამდვილი შეყვარებულები, რომლებსაც უერთმანეთოდ სუნთქვაც კი არ შეუძლიათ.

  • ბედის ვარსკვლავის ბრალია / The Fault in Our Stars (2014)

    მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ფილმის გმირებმა გადაწყვიტეს, გაერისკათ და ბედნიერები ყოფილიყვნენ. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში ფინალი გადაწყვეტილია, და მართლაც რომ დიდი სიმამაცეა საჭირო,  ცხოვრებაში შემოუშვა ადამიანი, როცა უკვე იცი, რომ ეს ზღაპარი არ დამთავრდება სიტყვებით: „და ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ“.

  • ვანილის ცა / Vanilla Sky (2001)

    რა არის საჭირო ბედნიერებისთვის - „ის“ თუ ნივთი, იდეალური გარეგნობა თუ შეუზღუდავი ფინანსური მდგომარეობა? ხანდახან ეს ფიქრები ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. ამ ფილმის გმირმა მთელი არსებით შეიგრძნო, რა მშვენიერია ცხოვრება, როდესაც ახალგაზრდა, მდიდარი და ლამაზი ხარ და როგორ იმსხვრევა ყველაფერი, როდესაც ამ სამიდან ერთ-ერთს - სილამაზეს კარგავ... მაგრამ სიყვარულს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ჩამოხსნას ნიღაბი.

  • ტკბილი ნოემბერი / Sweet November (2001)

    ფილმის მთავარი გმირის პრობლემები ყველასთვის ნაცნობია: მუდმივად დაკავებული გრაფიკი და ცხოვრებით ტკბობის არცოდნა. გმირის რთული ხასიათის გარღვევას მხოლოდ ისეთი გოგო შეძლებს, როგორიც სარაა, რომელიც სიძლიერისა და სინაზის ერთიანობით აღფრთოვანებას იწვევს.

  • ახალი დასაწყისი / Begin Again (2013)

    შემოქმედება, ურთიერთობა, მეგობრობა და ყველაფრის თავიდან დაწყების შანსი - უკეთესი სცენარის მოფიქრება წარმოუდგენელია. „აი, რა მიყვარს მუსიკაში - ყველაზე ბანალური სცენაც კი დიდ მნიშვნელობას იძენს“. სამწუხაროა, რომ ჩვენს ცხოვრებას ლაიტმოტივად არ მიჰყვება ლამაზი საუნდტრეკი.

  • მე შენამდე / Me Before You (2016)

    ცხოვრების რთულ და ბნელ პერიოდში ყველაზე კარგად ჩანან კეთილი და ნათელი ადამიანები. უილის ცხოვრებაში ლუ ფოიერვერკივით შეიჭრა - უცნაური ტანისამოსითა და სამყაროზე თავისებური ხედვით. ხანდახან ყველას გვჭირდება ასეთ ადამიანთან შეხვედრა, რომელსაც ექნება შენი რწმენა, უანგაროდ გაგიმტკიცებს საკუთარი თავის რწმენას და დაგაჯერებს, რომ ცხოვრება მშვენიერია.

  • გაბედე და შემიყვარე / Love Me If You Dare (2003)

    ზრდასრული ადამიანები საბავშვო თამაშებით არ თამაშობენ, მაგრამ ფილმის „გაბედე და შემიყვარეს“ გმირებმა ვერ შეძლეს გაჩერება. რეალურ ცხოვრებაში ასეთი გიჟური ურთიერთობების წარმოდგენა რთულია. ერთმანეთზე მეტად მხოლოდ თავიანთი გიჟური საქციელები უყვართ. შეძლებდით საყვარელი ადამიანისთვის გეთქვათ: „შეძლებ, არ მნახო 10 წელი?“ და თანაც შეგესრულებინათ ეს გამოწვევა.

  • ერთი დღე / One Day (2011)

    მათ ერთმანეთი გამოსაშვებ საღამოზე გაიცნეს, რომანტიკული ურთიერთობა არ აეწყოთ, თუმცა მეგობრებად დარჩნენ. ემა ჭკვიანი და საინტერესო ადამიანია, რომელიც მუდამ მზად არის დასახმარებლად, დექსტერი ლამაზი და უპასუხისმგებლოა, რომელსაც გამუდმებით სჭირდება მისი დახმარება. ის ყველა მეგობარ გოგოზე უყვება, ემა კი საკუთარი ემოციების დაძლევას ცდილობს და მუდამ გვერდში უდგას. ისინი მუდამ ალტერნატიულ გზებს ეძებენ და არასდროს უტყდებიან ერთმანეთს თავიანთ გრძნობებში. რეალურ ცხოვრებაში, ძალიან ხშირად, გვეჩვენება, რომ სჯობს, ყველაფერი თავის ადგილზე დავტოვოთ და უიმედოდ ვამჯობინებთ, საკუთარი გრძნობები ჩვენთვის შევინახოთ. რა სამწუხაროა, რომ ამ ფილმის გმირებისგან განსხვავებით, ბევრს გაბედულება არ ჰყოფნის.

წყარო
საკნატუნო ამბები

სიურრეალისტური ილუსტრაციები, რომლებიც თქვენს წარმოდგენას თავდაყირა აყენებს

როგორ ხედავს სამყაროს ჩვეულებრივი ადამიანი და როგორ ხედავს მხატვარი? შემოქმედის უჩვეულო ფანტაზიებმა შესაძლოა, ნაცნობ საგნებს ახალი ვიზუალი შესძინონ. ამაში ნიდერლანდელი მხატვრის რედმერ ჰუკსტრას შემოქმედება დაგარწმუნებთ...
საკნატუნო ამბები

იცოდე, სად დგახარ

ფოტოგრაფ სეტ ტარასის (Seth Taras) ნამუშევრებში წარსული და დღევანდელობა ერთ კადრშია ნაჩვენები. პროექტში „Know, where you stand“ - „იცოდე, სად დგახარ“ სეტმა გააკეთა ის, რაც ისტორიის დავიწყების უფლებას არ გვაძლევს - ვმოგზაურობთ დროში და ვფიქრობთ ცხოვრებაზე.
იცით თუ არა...

9 წლის ბიჭმა თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა

22 მაისს, როსტოვის ოლქის #15 სკოლის საბავშვო მოედანზე ცხრა წლის ბიჭმა თანაკლასელებს მამის კუთვნილი პნევმატური იარაღიდან სროლა აუტეხა.
FUN-ტესტი

თუკი თქვენს ხელისგულებზე ორი ხაზი ერთმანეთში გადადის, მაშინ...

მაშ ასე, დახედეთ თქვენს ხელისგულებს, იპოვეთ ეს ორი ხაზი და ყურადღებით წაიკითხეთ, რას ნიშნავს მათი მდებარეობა.

აქსის თაუერსი გილოცავთ 26 მაისს!

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებებს აქსის თაუერსი შეუერთდა.
ამბები

აქსის თაუერსი გილოცავთ 26 მაისს!

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებებს აქსის თაუერსი შეუერთდა.
საკნატუნო ამბები

რონალდინიო მრავალცოლიანი ხდება

რონალდინიოს საქორწინო ცერემონია აგვისტოსთვის იგეგმება, ექსფეხბურთელის მეუღლეები პრისცილა კოელიო და ბეატრისა სოუზე გახდებიან. პრისცილას ის დიდი ხანია ხვდება, მაგრამ 2016 წელს ბეატრისი გაიცნო და მიხვდა, რომ მის ცხოვრებაში ისიც მნიშვნელოვანი იყო.
თავსატეხი

იპოვეთ 2 ერთნაირი ხოჭო

ერთ ენტომოლოგს ხოჭოს კოლექცია დაეფანტა - ხოჭოებიანი მინის კარადა წაიქცა და ექსპონატები ოთახში მიმოიფანტა. ხოჭოებს შორის ორი ერთნაირი იყო. შეძლებთ მათ პოვნას?
საკნატუნო ამბები

უკანა ფონი ყოველთვის გადამწყვეტია! (20 ფოტო)

სახალისო ფოტოკრებული, რომელთა მთელი ხიბლი უკანა ფონია.
საკნატუნო ამბები

როგორი შეიძლება იყოს სექსუალური ფანტაზიები? (+18)

შესაძლოა, სექსუალური ფანტაზიები გაშინებთ ან მისი საკუთარ თავთან აღიარება არ გსურთ, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ოცნება „ტეხავს“...
NEW

ბუბა მირცხულავა: ,,ჩცდ-ს გადაღებები ძალიან მენატრება"

ჩცდ-ს ბოლო სერიები ბუბას პერსონაჟის გარეშე მიმდინარეობს. Funtime დაინტერესდა, დაბრუნდება თუ არა ბაქარ ორჯონიკიძე სერიალში და ამ კითხვით თავად მსახიობს მიმართა...