10 სერიალი მძიმე დღის გასახალისებლად

კინო

8 დეკემბერი 18:00, 2017 წელი

როცა, უბრალოდ, მოდუნება და გამხიარულება გვსურს, მსუბუქი სერიალები საუკეთესო გამოსავალია...

  • Bored to Death (2009-2011)

    ჯონათანმა, როგორც მწერალმა, წარმატებას ვერ მიაღწია და დარდს ალკოჰოლით იქარვებს. შეყვარებულთან დაშორების შემდეგ კი გადაწყვეტს, თავისი რომანის პერსონაჟებს მიჰბაძოს და აი, აქ იწყება მთელი აურზაური... 

  • Wilfred (2011-2014)

    რაიანი ყველაფერს აკეთებს ლამაზი გოგონას ყურადღების მისაქცევად. ეს ისტორია ბანალური იქნებოდა, რომ არა ამ ლამაზმანის ძაღლი - უილფრედი. რაიანი ძაღლს აშკარად არ მოსწონს... სერიალი მეგობრობასა და ურთიერთობებზეა, რომელიც ცოტა უხამსი, მაგრამ კარგი იუმორითაა გაჯერებული.

  • Parks and Recreation (2009-2015)

    უბრალო მოხელე ლესლიმ ერთხელაც გაიაზრა, რომ მის მუშაობას არავითარი სარგებელი არ მოაქვს სამყაროსთვის. სწორად მაშინ გადაწყვიტა, მიტოვებულ ადგილას პარკი და დასასვენებელი ზონა მოეწყო.  რა თქმა უნდა, უამრავი წინააღმდეგობა ხვდება, მაგრამ ლესლი არ ნებდება...

  • Freaks and Geeks (1999-2000)

    ლინდსი და მისი ძმა სემი უფროსი კლასების მოსწავლეები არიან. ლინდსი ბეჯითი და ნიჭიერი გოგოა, რომელსაც სიმპათიური „ხულიგანი“ შეუყვარდება და მის სამეგობრო წრეშიც გაერევა. სემი კი გამორჩეული „ხუთოსანია“, რომელიც ასევე ცდილობს, თავისი ადგილი იპოვოს სკოლაში. ამ სერიალის პერსონაჟებმა და ყველასთვის ნაცნობმა სკოლის თემატიკამ ბევრი მაყურებლის გული მოიგო.

  • Happyish (2015)

    ტომს შუახნის ასაკის კრიზისი აქვს. მას მეუღლე და შვილი ჰყავს, ასევე, აქვს სამსახური, სადაც გამუდმებით უწევს მეტოქეობა ნიჭიერ ახალგაზრდებთან თავიანთი დევაისებითა და ინსტაგრამებით. ტომი ტრენდებს გამუდმებით ეწინააღმდეგება და ოცნებობს, რომ მშვიდ ადგილას გაიქცეს, წიგნი დაწეროს...

  • Shameless (2011-დღემდე)

    გალაჰერების ოჯახში და მათ სამეზობლოშიც იციან, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ფსკერზე არ დაეშვა. ეს ცხოვრებისეული სერიალია, დროდადრო „ბინძური“, მაგრამ ძალიან სახალისო.

  • The Marvelous Mrs. Maisel (2017-დღემდე)

    მირიამ მაიზელი გასული საუკუნის 50-იანი წლების ნიუ-იორკში ცხოვრობს. ის სამაგალითო დიასახლისი იყო, სანამ ერთ დღეს მეუღლემ მოულოდნელად არ მიატოვა. სწორად ამ დროს აღმოაჩინა მირიამმა, რომ სტენდაპის საოცარი ნიჭი აქვს და მისმა გამოსვლებმა მალე მოიპოვა პოპულარობა.

  • The IT Crowd (2006-2013)

    ლონდონის ცენტრში, ერთი შენობის (რომელშიც, დიდი კორპორაციაა განთავსებული) ბინძურ სარდაფში ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი ბიჭები მუშაობენ. სერიალი IT სფეროში მომუშავე ადამიანებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს აკრიტიკებს.

  • 30 Rock (2006-2013)

    ერთ-ერთი პოპულარული ტელეშოუს სცენარისტების ჯგუფს ახალი უფროსი დაუნიშნეს. გადასაღებ მოედანზე ქაოსმა დაისადგურა - ინტრიგები, ვნებები და გარჩევები კამერებს მიღმა მართლაც საინტერესო სანახაობაა.

  • It’s Always Sunny in Philadelphia (2005-დან დღემდე)

    ოთხ მეგობარს ფილადელფიის არცთუ მშვიდ რაიონში ბარი აქვს. გმირები თითქოს საუკეთესო მეგობრები არიან, მაგრამ ამასთანავე, არ ერიდებიან, მოატყუონ ერთმანეთი, დაუსრულებლად უმტკიცონ რაღაც სისულელეები, რის გამოც გამუდმებით ხვდებიან სასაცილო სიტუაციებში. მსახიობების შესანიშნავი შესრულება, მრავალფეროვანი სიუჟეტი, არაჩვეულებრივი იუმორი - განწყობის ასამაღლებლად იდეალური საშუალებაა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.